 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 21 დეკემბერი, 2016 |
უსასრულოდ მწამს - უსასრულოდ მჯერა - უსასრულოდ გიჟს მიწოდებენ! პალატაში პაციენტი მიიღეს და... - რელიგია ინსტიტუციონალურად რწმენას ქადაგებს, ადამიანის ენით და ის იქცა მიწიერ სტაციონარულ დაწესებულებად, სადაც პაციენტებს შერჩევითობის პრინციპით იღებენ! ერში სადაც უმეტესნი ყრუ-ცრუ და ბრმანი ცხოვრობენ, პალატაც უსახურდება. „მოციქულნი“, არც კი იღვწიან სიტყვა მართალი აუწყონ ბრმათა და ყრუთა; რადგან თვით შემეცნება უარყვეს: რადგან იქცნენ პაიენტებად, რადგან ყრუ და ბრმა მათშივე სახლობენ. სახლობა კი წმიდათაწმიდა მისიაა ცის ქვეშეთში. ქალამანს ყველა ირგებს, მაგრამ: ზოგს უჭერს და ზოგსაც დიდი აქვს, ნაწილი სუფთა ქალამნით ბრუნდება სახლში - ნაწილი კი ტალახაკრული ფუძეს სვრის. ქალამნის ძირი ქუდია ტერფისა და, ნამუსიცა და სინდისიც გადადგმულ ნაბიჯებშია! ერსა და ბერს საერთო მანკიერება სჭირთ - ტყუილი! ყველა ივიწყებს ენს, რომელმაც კაცობრიობას მისცა შესაძლებლობა ურთიერთობის - ყველა ქადაგებს! ჯერ იყო ენა და შემდეგ რწმ-ენა! რწმ-ენა კი მოვლ-ენაა! რ-ეალობა, წ-არსული და მ-ომავალიც ჩვენი ენაა! ენა რომლითაც ერთმანეთს ვატყუებთ და იშვიათად ვეუბნებით სიმართლეს. *** პალატაში მორიგი პაციენტი შეჰყავთ ის თავად განიმოსება. ყრუსა და ბრმას შორის ჩადგმულ მესამე ლოგინში სრულად შიშველი დაწვება. სუდარას გადააფარებს მამაო და მონა ღვთისას სულის გასვლისთვის ლოცვას წაუკითხავს... ყრუს არ ესმის ლოცვა... ბრმა ვერ ხედავს მამას. ცრუს ესმის და ხედავს! სტიქარი კედელზე ჰკიდია... გიჟი შიშველია!
გიგო რიონელი 12 დეკემბერი 2016 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|