ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: პოეზია 30 დეკემბერი, 2016
უტას წერილი შორენას
მიყვარხარ, მაგრამ სვეტიცხოველს ვერ შეგადარებ, ღვთისმშობლის წილხვედრ ერს ეკუთვნის ჩემი ქმნილება. თუმც მონასტერი ვამჯობინე შენს ლამაზ თვალებს, იმ სიყვარულის წლებში დამრჩა კმაყოფილება.