ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2009


. . .

და ფოთლებს იის ახურავთ ქოხი,
ქალწულის დარად ფეთქავს იელი,
დაფენილია ფერადი ნოხი,
ცას სოსნისფერი ადევს იერი.

გზაწვრილზე გარბის გოგო ნინველა,
სხეულში ჩადის ხვევნით ისხარი,
ბლის ტოტზე მოჩანს მტრედი მზისყელა,
აუკენკიათ ჩხართვებს ცისკარი...

. . .
/ქეთევან დოლიძეს/

ქარები სცემდნენ ერთიმეორეს,
ფიქრს ვაბოლებდით ბუხართან როცა,
სისხლს გვიცეტებდა ცინცხალ პოეტებს,
ტუჩმობრეცილი ცალყურა ბოცა.

ახლა იმ ჭინჭრის სუსხიც მაბოდებს,
და ბეღლის კარზე მიკრული ნალი,
წარსულს ლაგამი ვეღარ ამოვდე,
გამისხლტდა როგორც კერიის კვამლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს