ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანონიმი ჯენი
ჟანრი: პროზა
31 დეკემბერი, 2016


განსხვავებულად

-ჰეი, გოგოსტუჩებავ, მე აქ ვარ!
მოტრიალდა, მიაშტერდა ბოძს, რომლიდანაც ხმა მოისმა, თუმცა იქ არავინ იდგა.
-ლამაზტუჩებაა.. აი, აქით (სიცილი, ლაღი, მავნებლური)
ღიმილაკრული შემობრუნდა ახლა საპირისპირო მხარეს, ამჯერად ხმას ექოც მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო დააბნია, სიტყვების ავტორი არსად ჩანდა.
-გიხდება ღიმილი (ისე ჟღერდა, წარმომთქმელი აშკარად იღიმოდა)
ხმა თითქოს სიღრმიდან მოდიოდა, ბიჭმა ლამის ზღვას დაუწყო ძებნა დარბაზში, იქნებ აქიდან მიძახისო. თუმცა ამაოდ, კიდევ უფრო მოსწონდა ეს თამაში, ეს შეგრძნება, მოუთმენლობა რომ სულს უჭამდა და გულს ადგილი აღარ ჰქონდა საფეთქავად.
-გუ-გუ!
ამჯერად ყურთან ჩაესმა ბიჭს და სწრაფად მოტრიალდა. 'აჰ' გაოცებისგან აღმოხდა, როცა არავინ დახვდა.
მერე უცებ თვალებზე პატარა, გაყინული ხელები იგრძნო.
-იცი ვინ ვარ? (ჩაცინება)
ხელები დაუჭირა რომ არ გაქცეოდა და სწრაფად შებრუნდა გოგონასაკენ.
-იცი, რა მინდოდა მეკითხა? (გოგო კი თითქოს თამაშს აგრძელებდა)
-გისმენ
-გოგოსტუჩებავ, იმაზე მეტად თუ შემიყვარებ, მე რომ შენი ღიმილი მიყვარს? (თითები მის ტუჩებს გადაატარა, ისე, იტყოდით, გადაურბინაო, თან თვითონაც არ იშორებდა სახიდან ღიმილს)
-არ ვიცი, იქნებ ეგრე ვერც შეგიყვარო.. მაგრამ მე მაინც მიყვარხარ - დიფერენტულად..
-ანუ? (გოგონა თამაშს აგრძელებდა, ვერ წყვეტდა თითქოს და ამჯერად თითებს ბიჭის ლოყებზე დაარბენინებდა, თვალებს ქვემოთ, ნელა დაასრიალებდა და იღიმოდა)
-შეიძლება ბევრს უყვარხარ ჩემზე მეტად, ან ნაკლებად, მაგრამ არავის ჩემსავით (ხელები ისევ კარგად ჰქონდა მორგებული მის მაჯებზე, ისე, რომ არ სტკენოდა და თან დასხლტომაც არ შეძლებოდა, ასე რომ, მასთან ერთად ამოძრავებდა ხელებს)
-გასაგებია
გოგონამ ფართოდ გაიღიმა, ხელები დაუშვა, მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გაუსწორა მზერა.. მის თვალებში სარკესავით ირეკლებოდა წვიმის წვეთები, ან იქნებ თავისსავე ცრემლებს მალავდა წამწამებში?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები