ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2009


დღესაც ბავშვი ხარ

შევუერთდები მე მტკვრის ტალღებს,როგორც ფოთოლი
და ჩავუყვები როგორც გემი სევდის დინებას,
მაშინ შევიგრზნობ მართლა წუთია წუთი სოფელი,
სადაც ვერასდროს ვერ ვახერხებ მე დაძინებას.

გემშვიდობები,ახლა ჩავივლი შენს თეთრ აივანს
და თეთრი მთვარე გახვეულა ღრუბლის ბურუსში,
დღესაც ბავშვი ხარ,დედა გიმღერის შენ იავნანას,
შენ ანგელოზად დაიბადე მეორედ გუშინ...

გაზაფხულდება აყვავდება ისევ ყანები,
მაისის წვიმა დაგისველებს თითებს ნისლიანს,
მე კი შავ ზღვაში დაბინდული მივექანები,
შენ დედის ნაწნავს შორეული ხმები გიშლიან.

გეძებს იების და ვარსკვლავების მკრთალი გუნდები,
შენ გიპოვნიან გიალერსებენ ცაში გაფრენენ,
მეც რომ მომძებნონ ვიცი ვერესდროს დაგიბრუნდები,
ეს მარტოობის ოცნებები ცრემლებს მადენენ.

დღესაც ბავშვი ხარ ვით გაზაფხულის ნაზი კვირტები,
და დილის ნიავს დედის კალთიდან ვრცლად ესალმები,
დედიკოს მკერდზე ჩახუტებული კვლავ ატირდები,
დღესაც ბავშვი ხარ მე რომ არასდროს შევებრალები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები