ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისარტყელა .-.
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2017


ნაბიჯებიდან ნაბიჯებამდე

ნაბიჯებიდან ნაბიჯებამდე ერთი ამოსუნთქვაა მხოლოდ
ვწერ ფიქრს, მეათასეს..
ხელმეორედ მეშინია ჩემი შეგრძნების რომ უნდა წავიდე
რომ ქაოსია ახლა ჩემი სახლიც და ქუჩაც..
რომ აღარა აქვს გემო ამ ზაფხულში სიარულს ფეხით
რომ ოთახმაც ვერ გამიშვა და გამომკეტა ოთხივე მხრიდან..
ნაწვიმრის ნიშანს შეამჩნევდი(თ) ხეებზე  ნამად
ფერგასულ ამინდს ვერ გაუგებს ვერავინ რამეს ..
სახლსაც მობეზრდა ერთ ადგილას წლობით დგომადა ..
გამოპარულს ყველა ფიქრიდან...
გამომედევნა
ამედევნა უკან ჩრდილივით ...
ვდუმვართ... მივდივართ და გვრჩება ორივეს უკან ფეხები
და ვერცერთმა ვერ გავბედეთ შემობრუნება ..
ხეებივით არიან თურმე სახლები ..
არ მოუვლი და იდგებიან ერთხანს
შემართულნი...
მათ ფესვებიდან შემოეპარებათ მარტოობა
მერე ჩამოყრიან ობმოკიდებულ ფანჯრებს...(უკანასკნელად).
და იდგებიან მხოლოდ ნარჩენები..
ვდუმვართ.. მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ
და ვერაფერმა გვაიძულა შემობრუნება ..

21:41 ( 2016 ) ივნისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები