ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში

          ოთახში ღია ფანჯარაა, საწერ მაგიდაზე 2 კოლოფი სიგარეტი და ნახევრად ცარიელი ფინჯანი ყავა დევს. მე კიდევ უშედეგოდ დავყურებ ცარიელ ფურცელს და ვცდილობ რაიმე ახალი შევმატო ნაწარმოებს, რომლზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობ. შესაძლოა სიგარეტის უსიამოვნო  სუნი მოქმედებს ჩემზე ან რაიმე სხვა თუმცა ფურცელი ხომ კვლავ ცარიელი რჩება. წერა ასე არასდროს გამჭირვებია და არც ის ვიცი თუ საიდან განვაგრძო ყველაფერი. იქნებ უბრალოდ თავიდან მოყვე ის რაც ოდესმე მომხდარა ჩემს თავს. კეთილი.... მე ლევანი მქვია. ვარ ერთი რიგითი წარუმატებელი მწერალი რომელიც ოცნებობს იმ ნანატრ წარმატებაზე რასაც მისი შემოქმედების პოპულარიზაცია და შემდგომ დაფასება ჰქვია. არა ერთ რედაქციას გამოვუსტუმრებივარ ნაწერებით ხელში, უსახსრობის გამო და არა ერთს დაუცინივარ თუნდაც ჩემი უბრალო ჩაცმულობისთვის მაგრამ მე არ ვნებდები, რადგან მე, მე ვარ. მიყვარს ის რასაც ვაკეთებ და ვიცი რომ "სიტყვას". აუცილებლად ვიტყვი ადრე თუ გვიან. დიახ, მე, ლევანი ვარ და მე ავად ვარ. ის რაც მე მაწუხებს აღარ იკურნება და ასე მშვიდად ველი ჩემი ცარიელი ფურცლებითა და გამოფიტული სახით, ფინალს. ჩემი ცხოვრების დასასრულს. სწორედ ამიტომ არ ვიცი რა არის დანებება და ფარხმლის დაყრა. უბრალოდ განვაგრძობ სუნთქვას, როგორც ადრე და მიყვარს ეს ყველაფერი, როგორც ოდესღაც. ცოტათი აჩქარებულ სუნთქვას, თუმცა ხომ ვსუნთქავ?! მთავარი კი ეს არის. შეიძლება არც ეს მომაკვადავი ადამიანის მონოლოგი არ გაინტერესებთ უბრალოდ მე აუცლილებლად უნდა გიამბოთ ყველაფერი ის რაც მინახავს რათა სხვა თვალით შეხედოთ ცხოვრებას, რომელიც არც თუ ისე ურიგოა როგორც თქვენ ფიქრობთ. ის სავსეა მოულოდნელობებითა და სიყვარულით, რომელიც ჯერ ასე შორსაა ჩემგან. მე გიამბობთ იმ ქალაქის ისტორიას სადაც ღიმილის დეფიციატია თუმცა სადღაც, მის მახლობლად შესაძლოა ორ არაჩვეულებრივ ადამიანს შეხვდეთ რომლებსაც არც ღიმილი და არც საუბარი აკლიათ თუმცა ისინი მაინც სდუმან, რადგან ისინი მხოლოდ ერთმანეთის ცქერით შეიგრძნობენ სითბოსა და სისხლის მიმოქცევას მათ სისხლ ძარღვებში, აჩქარებული გულის ტემპთან ერთად. ჩვენ ადამიანებს სიღრმისეული წვდომა გვაკლია ყოველივე ჭეშმარიტებასთან რადგან უბრალოდ გვეზარება ზედმეტი ფიქრი. ვაღიარებთ იმას რასაც ვხედავთ თუმცა არ გვჯერა იმის რაც გვსმენია. გვიყავარს რადგან ასე გვგონია თუმცა ვკარგავთ მას ვინც ჩვენში სიყვარულს ამჩნევდა. ნუთუ დავბრმავდით?! ანდა დავყრუვდით?! ნუთუ ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ მე ვარ ავად?! არა, ეს თქვენ კარგავთ აღქმას ყველაფრის მიმართ. ისე მარტივად თმობთ ძვირფას ადამიანებს თითქოს ეს ადამიანები ასევე მარტივად გაჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში. ისინი ბედის საჩუქრები იყვნენ მაგრამ არც კი გაიაზრეთ, არც კი ფიქრობთ რომ ისინი ზუსტადაც რომ ისინი იყვნენ ვინც ასე ჰაერივით გჭირდებოდათ. ახლა კი ყალბ პიროვნებებთან ერთად განაგრძობთ სვლას მაგრამ ვერც ამას ამჩნევთ. უკიდურესობა არ უნდა ხდებოდეს მიზეზი თქვენი გააზრებასთან მიახლოების. ყველა რომ სიყვარულს ვჩუქნიდეთ ერთმანეთს ყოველ დღიურად, თუნდაც ტკბილი სიტყვითა და ერთი ჩახუტებით, აღარ იქნება მტრობა. აღარ გაჩნდება ბზარი ურთიერთობაში და აღარც ომი იქნებოდა, ასე მგონია. ომი - ეს დეფიციტია სიყვარულისა და ძმობის, ურთიერთ გაგებისა და რწმენის. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ "უღმერთო" ომს. განა ღმერთმა დაგვივიწყა?! არა! ეს ჩვენ მივივიწყეთ ღმერთი ჩვენს გულებში. და თუ რწმენა არ არის ჩვენში, არ არის სული და ვრჩებით მხოლოდ ფუტურო ამ დედამიწაზე. აი თურმე რამდენი რამ დაგვიკარგავს იმისთვის რომ გვეცხოვრა -ადამიანად. არა მხოლოდ თქვენ ხართ ასე. მეც დაკარგული ვარ ამ ქვეყნიურ გაუგებრობებში. ჩემთვის ყველაფერი ნათელი სწორედ იმ დღეს გახდა, როდესაც დიაგნოზი დამიდგინეს: ავთვისებიანი სიმსივნე. ეს იმდენად ნათელია რამდენადაც ნათელი არ იქნება ჩემი იმ ქვეყნიური ადგილი.
ყველაფერი დაიწყო მაშინ...

                                                                                                                          ***

-შემდეგ რა იქნება?
-ეს რეაბილიტაციის კურსზეა დამოკიდებული.
-რეაბილიტაციაში ჩემს ნუგეშშს გულისხმობთ? -ცივად ჩამეღიმა.
-ლევან ვერაფერს გეტყვი გარდა იმისა რომ ეს თქვენი სიცოცხლის გახანგძლივების საშუალება იქნება, რადგან მეტასტაზები ბევრად ღრმად არის გასული ორგანიზმში. დაგვიანებულია თითქმის ყველანაირი ჩარევა. სხვას ვერაფერს გეტყვით.
-არც არაფერია სათქმელი.
-ვწუხვარ!
-და დრო?
-ძალიან ცოტა...
-და მაინც?
-რამოდენიმე თვე.
-კარგით, მაშინ მე წავალ.
-მიდიხართ?
-გინდათ რომ ეს რამოდენიმე თვე აქ ოთხ კედელს შორის გავატარო?! არა ექიმო, მე უნდა დავასრულო ის რაც დავიწყე.
-ასე უარესობისკენ მიიყვანთ თქვენს თავს.
-და არის რაიმე, კიდევ უფრო უარესი?
-მე თვალი უნდა ვადევნო თქვენს კურსს...
-მე დავბრუნდები ექიმო.
-კი მაგრამ, როდის.
-მოგვიანებით... 
-აჯობებს დარჩეთ.
-ძალიანაც მინდა თუმცა აკი მითხარით რომ დაგვიანებულია ყველაფერი. მე ვერ დავრჩები, რადგან ჩემს სხეულს აღარ შეუძლია ბრძოლა.
-.....
-დაბრუნებით კი აუცილებლად დავბრუნდები, ოღონდ მოგვიანებით. -ვუთხარი მას და ოთახიდან გავედი.
      გზად კი რატომღაც სახლში წასვლა გადავიფიქრე და თან იქვე ქუჩის მახლობლად საგამოფენო დარბაზიც შევნიშნე. გზის გადაკვეთით მის წინ აღმოვჩნდი და შიგნით შევედი. იმ დღეს ვიღაც ახალგაზრდა ესპანელი მხატვრის ნამუშევრები იყო გამოფენილი სადაც ნახატებს, მცირე ფოტო კოლაჟიც უმშვენებდა გვერდს. ცოტა ხნით ყველაფერი მიმავიწყდა კიდეც და იმ მშვენიერებაში "გადავეშვი" რასაც მხატვრობა ჰქვია. ასე შამპანურის სავსე ჭიქით მიმოვდიოდი დარბაზში მანამ, სანამ ერთ-ერთმა ნახატმა არ მიიქცია ჩემი ყურადღება. ნახატზე ქალისა და მამაკაცის მკაფიო სილუეტი ჩანდა ხოლო ფერთა გადასვლები ერთმანეთში ისე ამაღელვებლად იყო შექმნილი რომ თითქოს ერთმანეთს  ჩახუტებული წყვილი საერთო ჯამში  მაინც სევდიან განწყობას ქმნიდნენ. ნახატის კიდეში ციტატის სახით დატანებული იყო ფრაზა: რომელ ფერს მიანიჭებდით სიყვარულს? და სწორედ ამ დროს უკნიდან ზუსტად იგივე მკითხა უცნობმა ქალბატონმა, უფრო სწორად კი ახალგაზრდა გოგონამ.

-არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.-გაკვირვებულმა მხრები ავიჩეჩე
-არც მე არასდროს, თუმცა ამ ნახატის მიზანიც ალბათ ესაა? 
-მაინც რა?
-რომ წარმოვდგინოთ თუ როგორი ფერის იქნება სიყვარული.
-წითელი?! -ვკითხე მას.
-არა მგონია...
-კი მაგრამ სიყვარულს ფერი არ აქვს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რას ვიტყვი?
-საქმეც მაგაშია, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ.
-ნამდვილად წითელია.
-ალბათ ფიქრი გეზარებათ -გაეღიმა გოგონას თუმცა მალევე, ჩემსკენ შემოტრიალდა და.. - ბოდიშს გიხდით, მგონი თავი შეგაწყინეთ. ზოგადად ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს და სწორედ ამიტომ დავდივარ ასეთ მყუდრო ადგილებში, სადაც მეტი ფიქრი და დაკვირვებაა საჭირო.
-არა, რას ამბობთ? პირიქით მე მიყვარს ხელოვნება და არც ფანტაზიას ვუჩივი, ჯერჯერობით.
-ხომ არ გეწყინათ, რაც გითხარით?
-არა. და მაინც თქვენ რას ფიქრობთ?
-ვფიქრობ რომ ის ბევრად ნათელია ვიდრე წითელი. ძალიან ნათელ ფერებში წარმომიდგენია სიყვარული...
-ესე იგი იმდენად ნათელი რომ ფერს ვერ ანიჭებთ? 
-დიახ.
-სწორედ ამას გეუბნებოდით. ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფერებს, სიყვარულს ვერ მივუსადაგებთ.
-ნამდვილად ასეა.
-მაშინ პასუხიც ასეთია -ვუთხარი მას -სიყვარული ნათელ ფერებში. -რაზედაც გოგონამ კვლავ ვერ შეიკავა სიცილი, შემდეგ კი ხელიც გამომიწოდა გასაცნობად -ვიცნობდეთ ერთმანეთს, მე მარიამი ვარ, მხატვარი.
-მე ლევანი, თუმცა მწერალი ... 
-მწერალი? შესანიშნავია. აქ პირველად ხართ.
-დიახ და მგონი გამიმართლა ესპანელი მხატვრის გამოფენაზე რომ მოვხვდი.
-ის ქართველია.
-უკაცრავად?-კვლავ გაკვირვებულმა შევხედე.
-ქართველია უბრალოდ ეს მისი ფსევდონომია ესპანური.
-გამიკვირდა.
-ალბათ ისაც გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ეს ჩემი ნახატების გამოფენაა და იმ ესპანური გვარის მიღმაც, მე ვარ.
-ნუთუ შეიძლება ასე გამმართლებოდა მე? -გავუღიმე მას.
-საინტერესო ადამიანი ჩანხართ, ლევან. იმედს ვიტოვებ თქვენს ნაწარმოებებსაც მალე გავეცნობი.
-აუცილებლად -და შამპანურის ჭიქა ფრთხილად მივუჭახუნე.
-კარგით, ახლა სხვა სტუმრებისკენ უნდა გადავინაცვლო.
-დროებით, მარიამ.
-არ გემშვიდობებით, შაბათს ისევ ამ დროს მობრძანდით. -სტუმრებისკენ მიმავალი უკან მოტრიალდა და ღიმილნარევად დამემშვიდობა.
-აუცილებლად.
-სიყვარული ნათელ ფერებში... კარგი აზრია. 

  ამის შემდგომ სახლში დავბრუნდი სადაც ყველაფერი უცვლელად დამხვდა. თამბაქოს უსიამოვნო სუნი და მაგიდაზე დატოვებული ცარიელი ფურცელი. სწორედ მაშინ ვიგრძენი იმ სიტყვებისა და ფრაზების სიძლიერე რაც ასე მაკლდა რამოდენიმე საათის წინ. კალამი ავიღე და დასაწყისისთვის ნაწარმოები დავასათაურე - "სიყვარული ნათელ ფერებში" 


                                                                                                                   
                                                                                                                                (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები