ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლოზ ქართველი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2017


მე არ მინდოდა

მე ვარ მსხვერპლი.

მე არ მინდოდა
განათლება, მითუმეტეს ტექნიკური.
მე არ მინდოდა
განშორება, მითუმეტეს ვინც მიყვარს, მასთან.
მე არ მინდოდა
ჭაღარა თმაში,
მე არ მინდოდა
დიდი ლოდინი — ასეთი მცირე ხელფასის.
მე არ მინდოდა
ვალები და მასზე ნერვიულობა.
მე არ მინდოდა
ხის მოჭრა,  თუნდაც ძვალ-ტყავში წყალდამშრალი ბებრის,
— ღუმელში დასაწვავად.
მე არ მინდოდა
შენს სახეზე ცრემლი, შენვე მოგეწმინდა.
მე არ მინდოდა
საერთოდ რომ გაგჩენოდა ცრემლი.
მე არ მინდოდა
საკუთარი ცხოვრება გამეუპატიურებინა.
მე არ მინდოდა
მეწერა ლექსები, მაგრამ ერთადერთს ვხვდები,
რომ ახლა მჭირდება, როგორც ჰაერი, წყალი და ნატეხი პური.

მე არ მინდოდა
ჩემი ბედი სხვას დაეწერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები