 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 20 იანვარი, 2017 |
ის... სულ რაღაც თხუთმეტი კვადრატული მეტრი იყო, სადაც ცხოვრობდა. სხვებიც ცხოვრობდნენ. პატარა ვაგონი ტყის პირთან და ქალაქთან ახლოს, ტყე არც თუ ისე ხშირი, ხეებს შორის მანძილი ირმის სამ ნახტომს შეადგენდა. ის ხშირი სტუმარი იყო ტყის და სხვას მასპინძლობასაც უწევდა. სხვები, რომლებიც მასთან ერთად ვაგონში ცხოვრობდნენ, სხვისი ბებია და ბაბუა იყვნენ, ის სხვები ქალაქში ცხოვრობდნენ ან არც ცხოვრობდნენ. მასთან არ საუბრობდნენ წარსულზე, რომელიც ნათესავებს ეხებოდა. მათ ის ეიმედებოდათ. და სჯეროდათ სურვილების, რომლის განხორციელებას სამივე ერთი შემართებით ცდილობდნენ. ფიქრები სამივეს სხვადასხვა ჰქონდათ, მაგრამ ყველა ნაფიქრს ერთი საერთო ჰქონდათ - ხვალინდელი დღე. ის, პატარა - სხარტი, მოქნილი და სპორტული აღნაგობის, ათლეტური, თორმეტი წლის ბიჭუნა იყო. მისი, მუდამ დავარცხნილი, თმა შუბლსა და თვალებს უფარავდა. თავს გამოდმებით მარჯვნივ აქნევდა, თან თითებსაც მიაშველებდა-ხოლმე, რადგან პეიზაჟის დასერილი სურათი გაემთელებინა. მოკლე ტოპტებიან შრავლას მუდამ ქვევით ექაჩებოდა, რომ წინდების თვალწასული ყელი დაეფარა. შარვალი მხოლოდ ორი ცალი, სვიტერი - ღია ნარინჯის ფერი, ერთი ცალი, მასზე სპაიდერმენი იყო გამოსახული. ზამთრისთვის ქურთუკი ბებია-ბაბუამ აჩუაქა. ასე ეძახდა მათ ვინც მასთან ერთად ვაგონში ცხოვრობდა. ცისფერი თვალები, ოდნავ კეხიანი ცხვირი, თხელი ტუჩები, ღია წაბლისფერი თმა - მხრებამდე, ტანად სუსტი, გული ღია და მგრძნობიარე ეოგორც მერცხლისა. სული სუფთა, როგორც მიწის გულიდან ამოხეთქილი მკურნალი, თბილი წყალი - ასეთი იყო ბებო. მომღიმარი და ზოგჯერ სევდიანი. სუსხიანი ზამთარი მის თეთრ წვერს უმოძრაოს ხდიდა, როგორც ღობის საყრდენს რომელიც მტკიცე ოჯახისთვის შემოევლო პატრონს. ქუდს მხოლოდ ძილის წინ იხდიდა, ერთ კუთხეში, საგანგებოდ მისთვის დადგმულ, საკიდზე შემოდებდა-ხოლმე. პალტოსაც ჩამოჰკიდებდა, შემდეგ მაგიდას მიუჯდებოდა და ტყეში პატარას მიერ დაკრეფილ, ბებოს მომზადებულ, სოკოს ჩაშუშულს დაუწყებდა ღეჭვას, რასაც არცთუ ისე სასიამოვნო საქმედ თვლიდა. არ უყვარდა სოკო, მაგრამ ასეთი იყო მათი ყოველი „ხვალინდელი დღე!“. შემდეგ ბებოს, წინსაფარს მის კალთას ააცლიდა, დაკოჟრილ ხელებს შეაწმენდდა და ბოლოს შეუმჩნეველ, წვერსა და ულვაშებში ჩაკარგულ ტუჩებს იწმენდდა. დაასრულებდა რა, პატარას თავზე ხელს გადაუსვამდა, წამოდგებოდა, მხარზეც მოუთათუნებდა და წელში მოხრილ, უკვე დაუძლურებულ ტანს საწოლისკენ, ფეხების ძიმე მოძრაობით მიიტანდა. ერთ ხელს თავქვე ამოდებდა, მეორე ხელს მარცხენა ბარძაყზე დაასვენებდა და ჭირ-ვარამის დამნახველ თვალებს ფრთხილად დახუჭავდა. პატარა თომა - ასე ეძახდნენ ჯერ კიდევ ჩვილობიდან, როცა მშობლები ჰყავდა. შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა, მაშინ ოთხი წლისა იყო. სამი წელი ხეტიალში გაატარა. მეგობრებისა და თავშესაფრის ძიებაში გატარებული წლები დაცინვისა და აბუჩად აგდების წლებმა ჩაანაცვლა. ჩაუქრობელი ლამპრის ქვეშ მოხეტიალე მოზარდი „ხვალინდელი დღის“ მოლოდინში გატარებულ გუშინდელ დღეს იმედით აცილებდა, ხელის მტევნებს ზე აწეული იქნევდა და თვალცრემლიანი უმზერდა ცას ცას რომელიც დროგამოშვებით პირქუში იყო და ნაწილობრივ ღიმილიანი. ვაგონის ერთადერთი სარკმლიდან უცქერდა-ხოლმე ქვაღორღიან გზას, რომელიც ერთადერთი იყო ქალაქისკენ მიმავალი. დილაადრიანად, საუზმის შემდეგ, ვაგონის კარებს ფეხით შეაღბდა, კიბის სამ საფეხურს ხმაურით ჩაირბენდა და მტვრიან გზას ღამით ნაგროვები ფიქრებით მიუყვებოდა. ვაგონის კარებს კედელზე მიმაგრებული ზამბარა ავტომატურად ხურავდა, ჭრიალით. მოხუცებს რა თქმა უნდა ეძინათ. მიდიოდა და თან ცხვირმონგრეული ფეხსაცმლით კენჭებს თამაშობდა. ქალაქში ერთი მიზეზით მიდიოდა - პატარა ქოხის ასაშენებლად ფულს აგროვებდა. მდინარის პირთან ერთ-ერთ სამშენებლო მაღაზიაში მუშაობდა, მტვირთავად. ეზიდებოდა ყველაფერს პატარა ურიკით ან ხელით, რისი წაღებაც შეეძლო მისი ძალის პატრონს. თუმცა ფულს, რომელსაც ჯამაგირის სახით აძლევდნენ მხოლოდ ერთი დღის სანოვაგეს ჰყოფნიდა. თუ ნამატს იშოვნიდა ის იყო ყულაბისთვის განკუთვნილი. ყულაბაზე წარწერა ჰქონდა მიკრული „ხვალინდელი დღე!“. უკან მოუხედავად მიდიოდა. ერთადერთი ქურთუკი შეხსნილი ჰქონდა. მოტიტვლებულ ყელს ნიავი ანაზდად ესალბუნებოდა. ოდნავ ციოდა. თავს დროგამოშვებით ძაღლის კუდივით აქიცინებდა და ფეხის წვერებზე ხტოდა, თან მხიარულ მელოდიას ღიღინებდა. მაღაზიაში ისმენდა. მის უფროოს ტელეფონის ზარად ჰქონდა დაყენებული. როგორც კი ქალაქს მიუახლოვდებოდა მელოდიას მანქანების ხმაური ახშობდა. იძულებული ხდებოდა ყურადღება მანქანების მოძრაობაზე გადაეტანა და საფრთხილე გამოეჩინა - ის ხომ ქოხის მაშენებელი იყო. ვაგონიდან მოშორებით, ტყესთან ახლოს რამდენიმე სახლი იდგა. ისინი მხოლოდ ზაფხულში იღვიძებდნენ. დანარჩენი მძინარე თვეები მისთვის დამთრგუნველი იყო. უკვირდა ფარდა ჩამოფარებული სახლების... სარკმელზე აკრულ ცრემლიან თვალებს ხელისგულებით იწმენდა. ქალაქის მტვერში ამოგანგლული ელოდა რაღაც ახალს, ახალს რომელიც ძალიან ახლოს იყო. ახლო იყო ნაბიჯი რომელიც გადადგა. გადადგა და.. ხმაური... ძლიერი ხმა... ხმა რომელიც მუხრუჭისა იყო. „რა კარგია ფრენა!“ ასფალტზე დანთხეული სურვილი... მძიმე სუნთქვა... ჭახა-ჭუხი... ჩოჩქოლი და ყვირილი. მას ხმა ჩაესმა: „უშველეთ, უშველეთ! ვინმემ სასწრაფოს გამოუძახეთ!“ გაუნძრევლად იწვა ასფალტზე, ფეხებგადამტვრეული, სისხლის გუბეში. თომა, კვლავ ფრენაზე ფიქრობდა. ფიქრობდა მტრედებთან ერთად მოგზაურობაზე. ქოხი სადღაც გამქრალიყო, ვაგონიც. ვერსად იპოვნა. მისთვის უცხო იყო სამყარო ზემოდან. მხოლოდ გზას ხედავდა, რომელსაც ქალაქისკენ მიჰყავდა. ჰაერში ისმოდა სიტყვები: „საწყალი!“ „ვაი მე, საცოდავი!“ „ვინ არის?“ „ბავშვია, ასე თორმეტი წლისა იქნება ან ცამეტის.“ „უპატრონოა?“ „მშობლები არ ჰყავს.“ „ქალაქგარეთ ცხოვრობს.“ „მშობლებიც ავტოკატასტროფით დაღუპულან.“ „ჰო, მაგრამ, ბავშვი ხომ ცოცხალია?“ „ამბბობენ ვერ გადარჩებაო...“ „მძღოლი ვინაა?“ „ჩვენი ბაზრის მფლობელია - მილიონერია!“ „მაშინ, უპატრონოს პატრონი გამოუჩნდა!“ „მიიმალაო - ამბობენ.“ „არ არის მართალი!“ „რა თქმა უნდა არ არის მართალი. მანქანა ადგილზეა.“ „არა, მძღოლი ყოფილა დავიდოვიჩის.“ „მაინც უპატრონებს!“ „იღბალი ამას ჰქვია... ფეხები აქვს მოტეხილი, მხოლოდ.“ „იღბალი რას მიქვია, ადამიანო?!“ „არა რაა... მე რომ ვყოფილიყავი, ვიღაც მათხოვარი დამეტაკებოდა და მე, დაზარალებულს გამიხდებოდა საპატრონო, თუ გადავრჩებოდი რა თქმა უნდა!.“ მას არაფერი ესმოდა, კვლავ ღიღინებდა მისთვის ნაცნობ მელოდიას. მანქანების ხმაური სადღაც გამქრალიყო. *** მისთვის უცხო იყო სამყარო ზემოდან. ეს უფალმაც იცოდა! „ჩემო პატარა, რა ლამაზად ღიღინებ მელოდიას!...“ „მოგწონთ?“ „ძალიან!“ „მეც!“ „ახლა, პალატაში ხარ, სადაც განიკურნები. ეს ჩემი ნებაა! ქოხი გაქვს ასაშენებელი!“ „მე ღიღინით ავაშენებ, გპირდებით!“ „ეგეც ჩემი ნებაა!“ „მართლა?“ „დიახ, პატარავ!“ „ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ?!“ „ვიცი, თეთრწვერა მხცოვანი ვარ. პატარები თოვლის ბაბუას მეძახიან. დიდები ღმერთს.“ „თოვლის ბაბუა ღმერთია? „ალბათ...“ „მე კი, ჩემი ბაბუა მგონიხართ, რომელიც ახლა ბებოსთან ერთად ვაგონშია და ცივ მწვანილებიან სუპს ხვრეპს.“ „არა, ის აქ არის. გაახილე თვალები!“ ამოძრავდა თოვლის ბაბუას ჯადოსნური ჯოხი და პატარა თვალები გაახილა. „ბაბუუუ...“ „თომა, ჩემო ერთადერთო მარჩენალო!...“ „იცი ბაბუ, ქოხი ღიღინით უნდ ავაშენო!“ „ჰო, ბაბუ... როგორც „სოფლის მაშენებლებმა“. “ „სოფლის მაშენებლები ვინ არიან ბაბუ? „მულტფილმია ბაბუ. ოდესმე ნახავ, აუცილებლად!“ „შენ ბაბუ?“ „მე, უკვე ვნახე და მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ მთავარი გმირი შენა ხარ!“ „ბებო სად არის?“ „ბებო? სახლში გველოდება, პატარავ.“ „კარგი. მეძინება ბაბუ.“ „დაიძინე ჩემო ერთადერთომარჩენალო. დაისვენე. მალე, ჩვენ ვაგონში დავბრუნდებით!“ ბაბუმ გაუღიმა. პატარამ თვალები დახუჭა. *** ასფალტზე ლაქად შერჩენილი სურვილი!... გუშინ თომამ, კვლავ გამოიხურა ვაგონის კარი და მოგონებების „სკივრი“ მუზეუმად აქცია. სკივრის მარცხენა მხარეს ორი საფლავია. საფლავზე ერთი მარმარილოს ქვა, ორი სურათით. მარჯვენა მხარეს - დიდი ქოხი მოვარაყებული კარით, ზამბარის გარეშე. გზა, რომელსაც ქალაქისკენ მიჰყავდა - დღეს ასფალტიანია! მან სურვილი ჩაიფიქრა და სული შეუბერა „ხვალინდელ დღეს!“
გიგო რიონელი 10 იანვარი 2017 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|