 | ავტორი: უცნობი მოხეტიალე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 იანვარი, 2017 |
მამა:მაინტერესებს რატომ მოხვედი და რა მიზნები გაქვს საერთოდ? ზაზა:რა მიზანი უნდა მქონდეს?აი შენი აზრით რა მიზანი უნდა მქონდეს? მამა:აი,რა მიზანი უნდა გქონდეს ვერ გავიგე საქმეც მაგაშია. ზაზა:ვერც გაიგებ იმიტომ რომ,რა არის აქ გაუგებარი?!არაფელი არა მაქვს საცხოვრებელი ადგილი, მეტი არაფერი მისია არა აქვს აქ ყოფნას კაცო.რა მისია უნდა მქონდეს?არა მაქვს საცხოვრებელი ადგილი. ნუ არ მაცხოვრებს ჩემი სიმამრი რა ვქნა? მამა:აქ გაქვს საცხოვრებელი ადგილი? ზაზა:იქ ხომ მაქვს არა,ხო ვცხოვრობ იმ სახლში არა?ხო,რა გინდა მეტი? მამა:იქ რომ ცხოვრობ(ნავთლუღში გიგლა პაპას სახლი..)იქით დარბიხარ, აქეთ დარბიხარ.. ზაზა:აბა რა ვქნა?მარტოკა იქ იჯექი,რა უნდა გააკეთო?აი მითხარი რაა.. მამა:რატო იჯექი მარტოკა კაცო? ზაზა:აბა? მამა:წაიყვანე შენი ცოლი და იყავით იქ.. ზაზა:სად ცოლი წავიყვანო? ცოლს გამოცდები აქვს ეხლა ამ კვირაში. არ ცალია.. მამა:მაშინ, რაღაც..დილით ხომ არ არის შენი სიმამრი იქა? ზაზა:სახლში?რა ვიცი,კიევის ქუჩაზე მუშაობს, დღეში ცხრა პარასკევი აქვს.დღეში ხუთჯერ ჩამოდის სახლში.რა ვიცი მე მამა:ე.ი აღარ მოხვიდეო, ჩემს შვილთანო? ზაზა:აღარ მოხვიდეო. მამა:მე გამძარცვე მანქანა მომპარე.. დედა:მაგათ შეატენე და! მამა:მაცადე.. ზაზა:მაგათ არა..მარიკას შევატენე.. მამა:მაცადე,ოქროულობა მომპარე,სახლში ყველაფერი მოგიპარია,მოდიხარ,მოდიხარ იპარავ,იმასშვრები,ციხეში დამიჭირე, ერთხელ არ მოხვედი ციხეში,ერთხელ არ მნახე.სასამართლო პროცესი სამ თვე ნახევარი მიდიოდა,ერთხელ არ მნახე და ეხლა მოდიხარ და მეუბნები ის არ მინდა ეს მინდაო?რა გინდა გამაგებინე ბოლო-ბოლო. ზაზა:არაფერი არ მინდა კაცო. მამა:ეხლა როდის მოგაქვს ის ოქროულობა? ზაზა:მე საიდან მოვიტანო. მამა:აბა ვინ უნდა მოიტანოს? ზაზა:მე საიდან?მანამდე რომ მცოდნოდა, ის ბრილიანტი იყო,მე მანამდე გამოვართმევდი სანამ შენ გამოხვიდოდი. მამა:ეხლა ხო გაიგე. ზაზა:მერე?მანამდეც გაგებული მქონდა მარა მანამდეც არ მომცა. დედა:გამოართმევდა და კიდე გაყიდიდა. ზაზა:რა თქმა უნდა. დედა:კაი ფასში. ზაზა:კაი ფასში და არა ხუთასად რა ვიცოდი თუ ამხელა ფასი ღირდა.მარა ვერ გამოვართვი.. დედა:გაიგე?აქ კი არ მოიტანდა,გაყიდიდა თურმე კაი ფასში მამა:შენ არ იცოდი რომ ის ბრილიანტი საფასური იყო? ზაზა:არ ვიცოდი,არა, რომ მცოდნოდა 500 მივცემდი?! მამა:აი როცა იპარავდი ოჯახიდან მაშინ რა იფიქრე? ზაზა:არაფერი..იმ წუთას არაფერზე არ ვფიქრობდი. მამა:ჰა? ზაზა:იმ წუთას არაფერზე არ ვფიქრობდი. მამა:ნუ რაზე ფიქრობდი მაინც.. ზაზა:ნუ არაფერზე.. მამა:მიზანი გქონდა რომ ოჯახი გაგეღლიტა. ზაზა:არა უბრალოდ ფული რომ მეშოვა.. მამა:კაი ეხლა მაცადე,ჩემი მანქანა რომ მიგქონდა მაშინ რას ფიქრობდი? აი ეს მაინტერესებს.. ზაზა:როდის? მამა:როცა მოგიპარია ჩემი მანქანა. ზაზა:მაშინ?მაშინ იმას ვფიქრობდი რო დამემტკიცებინა შენთვის,რომ ვერ დამიჭერდნენ გინდა განგეცხადებინა და გინდა.. დედა:მერე დაამტკიცე? ზაზა:დამიჭირის მე სხვა იმისთვის რო სროლები და ისინი ავტეხე თორე,ჩვეულებრივ ლუბოი მანქანას მოიპარავს კაცი და მთელი წლის განმავლობაში ივლის თბილიში და იმას ვერ დაიჭერენ ეგ მინდოდა დამემტკიცებინა. მამა:ამიტო ეგ ექსპერიმენტი ჩამიტარე და მე გამიშვი ციხეში? ზაზა:ხოო..ორჯერ მოვიპარე მანქანა და ვერ დამიჭირეს. მამა:რომელი მანქანა მოიპარე? ზაზა:მასკვიჩი და ის ნოლტრი. მამა:რომელი მასკვიჩი კაცო? ზაზა:რომელი მასკვიჩი? მამა:ის მოპარულია კი არა პროსტა წაიყვანე რაა. ზაზა:ხო განაცხადა მილიციაში. მამა:მერე არ დაგიჭირეს? ზაზა:სად? მამა:სადღაც იქ.. ზაზა:სად?სად დამიჭირეს?თურქეთში დამადგა მაქსიმე,დედაჩემი და.. მამა:და ნოლტრი? ზაზა:ნოლტრი რა?ნოლტრიც რა?ხო გავექეცი?ვერ დამიჭირეს გამომეკიდა მთელი ქუთაისის მილიცია,მთელი გზები გადამიკეტეს, გრუზავიკები ჩამიყენეს მაგრამ ხო გავექეცი.ხო ვარ უვნებელი.ხო ვერავინ,ვერაფერი ვერ მიქნა. მამა:აი დღეს იანვარია უკვე,დაიწყო ახალი წლები,ხელფასიც კი არ მიმიღია..მე იმის(იგინება)ვინც შენ ჩაგწერა ამ სახლში. დედაშენმა ხო დაწერა რო არ ჩაწეროთ აქ ჩემი შვილიო?! ზაზა:მაგას არა აქვს მნიშვნელობა,გინდა შენ დაგეწერა. მამა:რატო? ზაზა:გინდა მთელ თბილისს დაეწერა,მექანიკურად ვეწერები.გუშინ რაც ვისპორეთ დღეს გესპორო?მექანიკურად ვეწერები. წადი სადაც გინდა იჩივლე ჩემი შვილი ჩემს სახლში რატოა ჩაწერილიო,ვერაფერს ვერ იზამ. მამა:რატო?შენ შეგიძლია გამძარცვო. ზაზა:ჰო.. მამა:დამაჭერინო.. ზაზა:მაგას,ვთქვათ რომ მე შენ გაგძარცვე არა?შენ არსად არ იტყვი. მამა:რატო არ ვიტყვი? დედა:გაიგე?! ზაზა:უბრალოდ,არ იტყვი. მამა:რატო არ ვიტყვი? ზაზა:თუ გინდა თქვა,მე უბრალოდ ვიტყვი ვთქვათ,რომ არ ამიღია.მე როგორ? ციხეში წავიდე?არამიღიამეთქი ვიტყვი. მამა:ე.ი სინდისი არა გაქვს რა! ზაზა:ვიტყვი რომ მომცა.მომცა ცოლი რომ მოვიყვანე დედაჩემმათქო,ერთი თვის მერე აჩუ დამირტყა აბა რა?აბა რაა,ციხეში წავიდე?! მანქანა რომ მოვიპარე მაგასაც ვერ დამიმტკიცებენ.ვიტყვი მათქოვამეთქი მაშინ უბრალოდ არ ვთქვი რომ მათხოვა იმიტომ რომ სროკი არ არის მოპარვაზე,აი ეგეთი სიტვაციაა,გაიგე.ნუ რა აზრი აქვს პროსტა.. დედა:რათ გინდოდა რატო ჩაეწერე? ზაზა:ნუ როგორ მე ცნობა ავიღე სამსახურის შესახებ,საცხოვრებელის შესახებ და როგორ აბა,ჰაერიდან ვიყო ჩაწერილი?ჩამწერეს.. მამა:სენ ხო იცი შენ გუნებაში რომ მოგვპარე და დაგვღუპე მთელი ოჯახი. ზაზა:კიი,მე ჩემს გუნებაში ვიცი,ბევრმა თავის გუნებაში ისიც იცისრომ ხუთი მოკლა მაგრამ ხო არ ამბობს რომ მოკლა კაცო..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან რთული წასაკითხი ტექსტია, რადგან მთქმელი და ნათქვამი გამოყოფილი არაა კარგად ერთმანეთისგან მაგრამ მიუხედავად ამისა, წავიკითხე, მაგრამ ვერაფერი გავიგე მაინც უფრო სწორად ალაგ ალაგ გავიგე რა ხდებოდა და მთლიანობაში ვერა ალბათ გაგრძელება მიმახვედრებს ძალიან რთული წასაკითხი ტექსტია, რადგან მთქმელი და ნათქვამი გამოყოფილი არაა კარგად ერთმანეთისგან მაგრამ მიუხედავად ამისა, წავიკითხე, მაგრამ ვერაფერი გავიგე მაინც უფრო სწორად ალაგ ალაგ გავიგე რა ხდებოდა და მთლიანობაში ვერა ალბათ გაგრძელება მიმახვედრებს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|