 | ავტორი: გგგ ჟანრი: პოეზია 19 იანვარი, 2017 |
აღარც ზეცა, აღარც მიწა, არც ჩვეული ხედები, შემოდგომის ნისლში ჩანან მხოლოდ სილუეტები.
აღარც ფიქრი, აღარც დარდი, არც მარტივი მაჟორი, მხოლოდ შუქი უღიმღამო ნისლში გამონაჟონი.
აღარც დილა, აღარც ღამე, არც "ოცნება დასავით", მონაცისფრო მობინდისფრო დღის და ღამის ნაზავი.
მხოლოდ ხმები ბუნდოვანი წინსვლა ხელის ცეცებით, ვეღარც წელში გავიმართე, აღარც გზაზე ვეცემი.
ნეტავ ვინმემ მითხრას მაინც სად ვარ, ანდა რატომ ვარ, ამ ნისლში ვინ მომიყვანა, მერე რად მიმატოვა.
ვწევარ თვალებგახელილი, თვალში ღამე ჩადგა და ფურცელიც კი გამიშავდა უცნაურად ქათქათა.
აღარც დილა, აღარც ღამე, არც "ოცნება დასავით", მონაცისფრო. მობინდისფრო დღის და ღამის ნაზავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. 8 მარცვალი და ჯვარედინი რითმა... ეს უკვე იყო ძალიან ბევრი წლის წინ და დღესაც რომ "წაიღოს" ზეგენიალური ტექსტი უნდა 8 მარცვალი და ჯვარედინი რითმა... ეს უკვე იყო ძალიან ბევრი წლის წინ და დღესაც რომ "წაიღოს" ზეგენიალური ტექსტი უნდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|