ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2009


***

გულის გალობა...ცა და ედემი,
სითბო სივრცეთა ალავერდების.

გზაზე იები და ხან ეკლები,
უხმო წკრიალი ანარეკლების.

ნათება ატმის და იასამნის,
წყარო_მოქნილი კაფიასავით.

რა ექოები და რა ხედები!
სითბო სივრცეთა ალავერდების!

***
ლამის მთელი სიცოცხლის მანძილზე
ისეთი სიყვარულით უკრავდა,
ისე დიდხანს ჰქონდა გულთან მიტანილი,
რომ ბოლოს ჩონგურმა
მისი გულივით დაიწყო ფეთქვა
და,როგორც მისი სახე,
ხან იღიმებოდა,ხან იღრუბლებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები