ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიაზი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2017


*** (შენი თვალები)

გარეთ ხმაური,
სულში სიჩუმე.
მე სიყვარული
ვერ გავიყუჩე!
თუ სიკვდილამდე
არ მომასვენა?!
გულის სიღმეში
ადგილს მივუჩენ.

ღიმილს დავიხმარ!
მოვეფარები...
რა დამავიწყებს
შენი თვალები, 
ისე ზღვის ფერი,
ისე ნათელი,
როგორც ოქროსფრად
დილის ტალღები.

აშრიალებდნენ
ამ თმის მშვენებას ,
ან შეყვარებულს
მე მეჩვენება?!
შენი სილაღე 
შენი მშვენება...
რომ დაუკარგა
გულს მოსვენება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები