ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: akaki-2
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2008


პეპელა

ფარფატით მოფრინდა პეპელა,
გავშალე სათუთად ხელი,
მოდი ხელის გულზე ნელ-ნელა,
მე ხომ რა ხანია გელი.
მოვიდა, ვეფერე დაღლამდე,
მაჩვენა ხატულა კაბა,
მიყვარხარ, ჩურჩულით გავანდე,
თვალებს რა ლამაზად ნაბავ.
(დეიდა ანისთვის მინდოდა ,
საჩუქრად მიმეძღვნა იგი).
უფალო, ამ ლამაზ არსებას
ნუთუ სამი დღისთვის ქმნიდი?

აკაკი გორგიაშვილი
3 მაისი
2008წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები