 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია 5 თებერვალი, 2017 |
მთელი ცხოვრება ვინადირე და ვერ მოვინადირე ვერავის გული... ვთესე და ვთესე, ვრწყე და ვახარე სიკეთე, სიკეთე, სიკეთე, სიკეთე მაგრამ, საბოლოოდ -ვერავის გულში ბუდე ვერ გავიკეთე. ახლა კი, ვიმკი კაქტუსის ყვავილის სურნელს, ხელშეუხებელსა და ფრიად სათნოს... მთელი ცხოვრება ვიბრძოლე თურმე წარსულის ჩრდილებთან, რწმენასთან, ნამუსთან, ყველასთან და ბოლოს შემრჩა ხელთ ერთი სიკეთე: საკუთარი თავი -ღირსებააყრილი, მაგრამ, ცოცხალი ვარ მიწადაყრილიც, - და იცით რატომ? ომი კი არ მოვიგე, ან შემთხვევით გადავრჩი ბრძოლაში, -თურმე ომში წასვლა დავაგვიანე ფეხათრევით მიმავალმა, რადგანაც მისი აზრისა ვერ ვიწამე, დავგმე და ზურგი შევაქციე ყველას. უფალო შემიწყალენ... - თუ ვერ გცანი და ჩემად ვერ გიწამე... ყველამ მაპატიეთ, ვისაც ვერ გიშველეთ. უსახურებსა და ფეხშიშველებს მუხლებ ჩალებჩაფშვნილი გეფიცებით, რომ მიყვარხართ... მე კი, თუ ოდესმე ფრთები მომირჩება, ყველას იმ ფრთების ქვეშ შეგიკედლებთ და ყურში ჩურჩულით ჩაგჩურჩულებთ: --მიმყავხართ. 02.02.2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. როგორი გასხვანაირებული დაგვიბრუნდი?!
კეთილი! :) როგორი გასხვანაირებული დაგვიბრუნდი?!
კეთილი! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|