ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2017


* * *

ეს თებერვალიც მალე ჩაივლის,
აშარი ქარი ისევ ჩადგება
და გაზაფხულის ცელქი ქალწული
მარტი მოვა და ამიცხადდება...

ისე შევახებ მთრთოლვარე ბაგეს
ტყის პირას მოსულ უნაზეს იას
და დანებდება ჩემი არსება
უსასრულობის ლურჯ აგონიას !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები