 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია 8 თებერვალი, 2017 |
დედა, დღეს მომინდა საერთოდ არ მყავდე, საფლავთან მოგიყვე, რაც შენს შვილს აწუხებს, მოგიყვე, რადგანაც ვშიშობ არ გავთავდე, სანამ არ დავამსხვრევ ამ გულის მარწუხებს. დედი, მინდა შენს კალთაში ვიტირო, ცრემლებით გაგივსო სულიც და დედობაც, მაგრამ ამ ტკივილს გაუძლებ? -ვიცი რომ შენ ჩემგან ერთი დაკვნესებაც გეყოფა. დედი, შენს თვალებში შიში რომ მიყუჩდეს, შემინდე, რა ვქნა თუ ვერ ვმალავ იარას, ჯერ კიდევ ვიბრძვი და ჭრილობას ვიშუშებ, თუმცაღა -ცხოვრებამ ზედ გადამიარა. დე, - იცი, რომ დღეს მე ჩუმადაც ვიტირე, ცრემლებით მოვბანე ტუჩები იარას. 25.01.2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თავიდან ვერ მივხვდი. მერე ემოციები დალაგდა და ნაწერიც დალაგდა, შესაბამისად. წარმატებები. თავიდან ვერ მივხვდი. მერე ემოციები დალაგდა და ნაწერიც დალაგდა, შესაბამისად. წარმატებები.
2. მაშინ მეორე ხაზს რაღა აზრი ექნებოდა. ვერ გაგიგია შინაარსი მაშინ მეორე ხაზს რაღა აზრი ექნებოდა. ვერ გაგიგია შინაარსი
1. ჯობდა პირველი კუპლეტის პირველ სტრიქონში დაგეწერათ სიტყვა-"მყავდე"-ს ნაცვლად, სიტყვა "გყავდე". ჯობდა პირველი კუპლეტის პირველ სტრიქონში დაგეწერათ სიტყვა-"მყავდე"-ს ნაცვლად, სიტყვა "გყავდე".
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|