ახლა ტყუილია ყველა მდუმარება, სულში ყველგან შენი სუნთქვა დაძრწიალებს, ისე შორია და ისე ახლოს არის, წარსულს დახეული დროშით მიფრიალებს. ახლა ტყუილია ყველა დაფიცება, ისევ მძევალი და ლამის მოღალატე მიმძიმს შენს წინ დგომა, თანაც დაფიქრება, დღეებს გაფრენილებს, ყოფნა დავაძალე.
ქედებს ვიბედებდი შენთან მოსასვლელად, მყინვარს აზიდულებს, ზეცას რომ ეხება. შვილებს დაგიბრუნებ ისევ მოსავლელად, ტყეებს გაგიშენებ, ნაძვათ და ვერხვებად.
სუნთქვის შეკავებით, გულის აჩქარებით, წყურვილს მონდომებით ვეღარ ვიკავებდი, თუ ღირს სინანული ჩემებრ დანანებით, ჰოდა, მეც სიმშვიდით შენთვის ვიბერებდი.
შოთა ნოზაძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რბილმაგარია !
+5 რბილმაგარია !
+5
3. ,,მიმძიმს შენს წინ დგომა, თანაც დაფიქრება, დღეებს გაფრენილებს, ყოფნა დავაძალე''. + ,,მიმძიმს შენს წინ დგომა, თანაც დაფიქრება, დღეებს გაფრენილებს, ყოფნა დავაძალე``. +
2. დიდი ხანია ვცდილობ რამე ახალი დავწერო და ვერ ვწერ ))) ისე გამოდის სულ ძველებს ვწერ. ახალი როგორია? რამე ახალი მოგონილი სიტყვა უნდა ეწეროს??? დიდი ხანია ვცდილობ რამე ახალი დავწერო და ვერ ვწერ ))) ისე გამოდის სულ ძველებს ვწერ. ახალი როგორია? რამე ახალი მოგონილი სიტყვა უნდა ეწეროს???
1. არაფერი ახალი. სუსტი ნაწერია სუსტი რითმებით წარმატებები არაფერი ახალი. სუსტი ნაწერია სუსტი რითმებით წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|