ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 თებერვალი, 2017


თქვენ გაქვთ დუმილის უფლება...


ის წლები როცა ყველა კომუნისტი იყო,
მე ბავშვი ვიყავი.
ის წლები როცა ყველა დამოუკიდებლობას ესწრაფვოდა,
მე მიტინგებში მონაწილე ვიყავი, მაგრამ
მამაჩემი კვლავ კომუნისტი იყო,
დედაჩემი დიასახლისი.
ის წლები როცა არსად შუქი არ იყო...
მე მათთან ერთად მიხაროდა გამონათება მინის მზის.
ის წლები როცა სამოქალაქო ომი დაიწყო,
მე ხელში იარაღი მეჭირა და ნარკომანი ვიყავი.
ის წლები როცა აფხაზეთი გაასხვისეს
მამაჩემი ყოფილი კომუნისტი დეპუტატი იყო,
დედაჩემი კვლავ დიასახლისი,
მე ვქურდობდი.
ის წლები როცა ყველა დუმდა
მე მაშინ მოვკალი.
მამა დეპუტატი, და მე გამათავისუფლეს!
ის წლები როცა წყალს არაფერი მიჰქონდა,
მე წყალმა წამიღო! არ ვნანობ...
დედა საუკეთესოდ ამზადებდა კერძებს,
დასრულების ჟამს ხელს წინსაფარზე იწმენდდა,
მამა მისივე ჯაყვით ჭრიდა მწვადს.
ის ქურდმა აჩუქა...
სახლში ხშირად რეკდა,
შემდეგ მამა ღრმად ხვნეშდა.
ის წლები როცა ყველა ჭორაობდა,
მე ვდუმდი.
მამაც დუმდა...
დედა დიასახლისობდა.
ის წლები როცა ყველა ქორწილს იხდიდა
მე ძველი სამოსი გავიხადე,
ახლით შევცვალე!
კარგია როცა მამა ყოფილი კომუნისტია
დედა კი დიასახლისი.
დედა მუდამ დუმდა!
მას შემდეგ დუმდა როცა
კერძი სხვისთვის დაამზადა...
ის წლები როცა ციდან ვარდები ცვიოდა
თითქმის ყველა გაჰკიოდა:
გადადექი! გადადექი!...
ის გადადგა -
მე ნაბიჯი გადავდგი და ვთქვი კმარა!
მიცნობდნენ,
ვჭირდებოდი!
იმ წლებში მამას ჩემგან ერგო -
ერთი ვარდი და მუჭა მიწა.
დედა დიასახლისობდა.
ის წლები სამოსს ხშირად ვიცვლიდი...
დედა სახლიდან გავიდა -
მამას საფლავზე ხშირად დადიოდა.
ის წლები როცა ციხეს შიგნიდან ამტვრევდნენ,
დამაწინაურეს!
და მაშინ მეორედ მოვკალი.
ის წლები როცა ყველას ღრმა ძილით ეძინა,
ყველას დავსწარი...
ყველა სამოსი გავიხადე.
დედით შობილმა გეტოს გავექეცი
და სულს "ვეტო" დავადე!
მე შევიმოსე ბოლო სამოსით -
'მოვინანიე!'
ყელზე დაკიდებულ ჯვარს ხელი შევავლე.
ის წლები როცა ყველა ხსნას ელოდა
მე მორიგ დავალებას ველოდი.
უფალი მოწმეა - მე არ მინდოდა,
დედას უნდოდა!
პირველი ახსარება მე მისგან ჩავიბარე -
მე მამას არ ვიცნობდი...
ის წლები როცა კარუსელი მესამედ დატრიალდა,
მე მას შევახტი, მესამედ.
დედა კი...
დედა აივნიდან გადახტა!
ცოლი დიასახლისობდა...
ცოლი დიასახლისობდა...
ცოლი დიასახლისობდა!
ის წლები როცა ნავში აღმოვჩნდი,
შვილები მყავდა.
მე ერთი არ ვარ ვინც დუმს -
სასაფლაოზე ყველა დუმილის უფლებით სარგებლობს!
უფლებები,
ადამიანი და კანონი...
უფალი?!


გიგო რიონელი
23 თებერვალი 2017 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები