(დათო ჩიხლაძეს)
ყელში ამოსული გზები - დაქსაქსული, ყოფა - დათარსული, ყავა - ,, სტარბაქსული”.
- ბროდვეიზე ღამე გაგიტარებია? რა ხმებია, იცი, რა გიტარებია?
მსოფლიოა მთელი, გალაკტიკებია! ყველა, ვინც სიმღერას გადაჰკიდებია,
იმედებით მოდის, მოსდევს თავის ვარსკვლავს, ვარსკვლავივით წყდება, თავს ამ ქუჩას აკლავს,
იმღერებს და თვალებს ცრემლით დაგიოსებს. რა გამოლევს ღამით ქუჩის გენიოსებს!
არ სჭირდება ბევრი, მიეც, თუ გაქვს ,,ქეში", წავა სამოთხეში, ვიდრე დასცხებს თქეში, შენც ეძიე სადმე თავის შესაფარი, თორემ, ხედავ, უკვე აღარ ხუმრობს ქარი.
ესეც ამერიკა, შენი საოცნებო! ლამის არის, ბრძოლას თავი მიანებო...
დაგაქვს გულით ისევ ლექსის პწკარედები, უცხო სიტყვებს რითმავ, მიედ-მოედები,
იქ- სამშობლოს ბაგას გულმწუხარედ ები, აქ - უცხოეთს - ისეც ჰყოფნის პოეტები. ნეტავ შენთან ერთად ღამე მეც მეთია! პოეტი ხომ ყველგან მუდამ ზედმეტია.
ყელში ამოსული სული - დაქსაქსული, ყავა - ,,სტარბაქსული”.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ძალიან მომეწონა!მიყვარს ნინო დარბაისელი! ძალიან მომეწონა!მიყვარს ნინო დარბაისელი!
7. ბენ -ჰურ! კიდევ ერთხელ მადლობა, ამჯერად - დიდი. მართლაც კარგი მაგალითი შემოგიშველებიათ საამისოდ ბენ -ჰურ! კიდევ ერთხელ მადლობა, ამჯერად - დიდი. მართლაც კარგი მაგალითი შემოგიშველებიათ საამისოდ
6. თემოს პირველ კომენტარს გამოვეხმაურე და "გამოგექომაგეთ" "უდარენიებთან" დაკავშირებით, ოღონდ არც თემოს მოსაზრებას უგულვებელყოფ, უბრალოდ მხოლოდ იმაში არ ვეთანხმები, რომ თარგმანს გავს. ანუ იწერება ჩვენშიც ამგვარი ლექსები თემოს პირველ კომენტარს გამოვეხმაურე და "გამოგექომაგეთ" "უდარენიებთან" დაკავშირებით, ოღონდ არც თემოს მოსაზრებას უგულვებელყოფ, უბრალოდ მხოლოდ იმაში არ ვეთანხმები, რომ თარგმანს გავს. ანუ იწერება ჩვენშიც ამგვარი ლექსები
5. ბენ- ჰური! მადლობა, რომ დადეთ ტერენტი. არ ახსოვდა. ერთს ვერ მივხვდი. ჩემს ლექსთან რა კავშირი აქვს. სრულიად სხვა რიტმია, თემაა, სახეობრიობა, ლექსიკა და აშ ბენ- ჰური! მადლობა, რომ დადეთ ტერენტი. არ ახსოვდა. ერთს ვერ მივხვდი. ჩემს ლექსთან რა კავშირი აქვს. სრულიად სხვა რიტმია, თემაა, სახეობრიობა, ლექსიკა და აშ
4. ისევ მოვედი, ჰავა გრილია, თოვლი აქა-იქ დარჩენილია.
თოვლი თეთრია და მიწა შავი, აგერ ჩიტია, აგერ ზის ყვავი.
და კოჯრისაკენ მიდის ეს შარა, დაო, მიშველე და მოდი ჩქარა!
თოვლიანია ბაღი ისევე და კვიპაროსი თითქოს ისვენებს.
ისევ მზე არის, ისევ წყალია, ისევ თორმეტი თებერვალია.
და მაღლა მთისკენ მიდის ეს შარა. დაო, მიშველე, და მოდი ჩქარა!..
ტერენტი ისევ მოვედი, ჰავა გრილია, თოვლი აქა-იქ დარჩენილია.

ტერენტი
3. ისევ მოვედი, ჰავა გრილია, თოვლი აქა-იქ დარჩენილია.

2. მადლობა, პალატამერვე! ძალიან საყურადღებო კომენტარია. წყობარომელიც აქ გამოვიყენე, მართლაც იშვიათია ქართული პოეზიისთვის. გალაკტიონს და ანა კალანდაძეს აქვთ, კიდევ რამდენიმეს, ერთი ნიმუში მურმან ლებანიძეს- ანასადმი მიძღვნილი ლექსიდან მაგონდება:
ჩამოდექოთ გზიდან ლეკვნი ლომისანი, მე ჩამოვხსნი. მზიდან, თუ ვარ მოისარი,
რომ კვლავ ჩვენთან დადგეს ჩვენი შნო და ძალა, პოეტების დაი, მგალობელი ანა.
ზეპირად ვაციტირებ. სტროფიკა შეიძლება ზუსტი არ იყოს. იმედია, მაპატიებთ.
მადლობა, პალატამერვე! ძალიან საყურადღებო კომენტარია. წყობარომელიც აქ გამოვიყენე, მართლაც იშვიათია ქართული პოეზიისთვის. გალაკტიონს და ანა კალანდაძეს აქვთ, კიდევ რამდენიმეს, ერთი ნიმუში მურმან ლებანიძეს- ანასადმი მიძღვნილი ლექსიდან მაგონდება:
ჩამოდექოთ გზიდან ლეკვნი ლომისანი, მე ჩამოვხსნი. მზიდან, თუ ვარ მოისარი,
რომ კვლავ ჩვენთან დადგეს ჩვენი შნო და ძალა, პოეტების დაი, მგალობელი ანა.
ზეპირად ვაციტირებ. სტროფიკა შეიძლება ზუსტი არ იყოს. იმედია, მაპატიებთ.
1. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რაღაცით თარგამანს გავს. აი, რუსულში რომაა უდარენიე... თითქოს აქაცაა, ორონდ არასწორად ეცემა. ინტონაციების ამბავში იგრძნობა, რომ რაღაც არაა მთლად თავის ადგილას...
თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რაღაცით თარგამანს გავს. აი, რუსულში რომაა უდარენიე... თითქოს აქაცაა, ორონდ არასწორად ეცემა. ინტონაციების ამბავში იგრძნობა, რომ რაღაც არაა მთლად თავის ადგილას...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|