ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2017


გაბრაზებული კაცის მონოლოგი

ტომ ვეიტსის ხმა აქვს კედელს,
რომელსაც ფრჩხილებით ვჩიჩქნი
ამ ათასმეორე ღამისა და
ბეთჰოვენისეული სიჩუმის ფონზე.
კარი მივუკეტე ცხოვრებას.
დროდადრო ვიღაც ახვარი
ფანჯრის ერთადერთ ნახვრეტში
შემოჰყოფს ვინსენტ კასელისხელა ცხვირს
და დარჩენილ ჰაერსაც მპარავს..
კისრიდან გამდის ოფლი და ხერხემალს მიუყვება,
როგორც ქრისტეს მსახური უფლის გზას..
გზას კი დასასრული არ უჩანს.
ყველა გზა მხოლოდ ერთ ადგილას მიდის.
ხო რომში...
იქ სადაც ვერასდროს ვერ მოვკვდებით
მე და ჩემი ძმაკაცი გრიშა.
გრიშა საერთოდ ვინ ჩემი ყლეა.
ეგ იქეთ იყოს და
რას იტყვი გლობალური დათბობის მაპროვოცირებელ ფაქტორებზე, იეშუა?
ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ვილაპარაკოთ,
თუნდაც ამაზე..
შენ როცა გოლგოთისკენ გაეშურე,
მე მკვდარი ბანტკნის უმ ხორცს მივირთმევდი
მიწის შეძვრამდე..
მიწის რომელშიც ათასი
და ასი ათასი მატლი შემძვრალა დღეს
და გამალებით ხრავენ
და ოხრავენ
ყოველ ცისმარე დილისპირულზე.
ჯონ ლენონი მოკლესო...
რა უნდოდათ, ემღერა კაცს.
მაია ასათიანის სიბეცისხელა სევდას იტევს ჩემი მხრები,
მეტს ვერა.
რაც კი იმედი მქონდა
სულ კაპიკ-კაპიკ ჩამოვურიგე
ქაშუეთის წინ მდგარ ურიცხვ მათხოვარს.
რომ აღარ დამრჩა ამიტომაც გესაუბრები.
პოლიტიკური პნევმონიის შეტევებს ვებრძვი
აპოლიტიკურ ჭრილში.
კაცი არ ვიყო
თუ ერთ დღესაც არ დავიხატო
მთელი შვიდკალიბრიანი სამყარო ტვინის ხვეულზე.
კაცი რომ ხარ ძლიერიც უნდა იყოო,
რა მინდოდა, მემღერა ცოტაც..
აქ დავსვათ წერტილი,
აქ მძიმე,
კითხვის ნიშანი?
თვალნი ქორებულ მჭვრეტელნი
მუხლები შავარდნისანი.
რა მინდა თვითონ არ ვიცი...
საით გავიქცე
ან რას დავეტაკო.
ჭერს ვუბრახუნენ გასიებულ თავს
და რეტიანი ვბოდიალობ ოთხ კედელს შორის.
ვჩერდები,
ჯიბეს ვისინჯავ
და მხოლოდ ოცდაათი თეთრი,
უხმარი პრეზერვატივი,
ერთი ღერი სიგარეტი,
დანგრეული ფსიქიკა
და უემოციო სიცოცხლე ამომაქვს.
გულის ჯიბე დიდი ხანია გარღვეული მაქვს.
როდესაც ჯონ ლენონს გადავეფარე
და სიცარიელემ ტყვია ვერ შეაჩერა
ჰოლივუდურ სტილში.
იმედიც მაშინ ამომივარდა.
აი სადამდე მივედი..
არაფერია ღირებული ამ მონოლოგში,
გარდა ამ შენი დუმილისა.
და ჩემი ბრაზი,
პირზედუჟმომდგარი შავი მგელივით
ხვრეპს წყალს ამ უსიტყვობის მტკნარი მდინარიდან.
და მაინც,
არავინ იცის შენზე უკეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს