მე წასვლა მინდოდა... იმდენად მინდოდა, უარვყავი ყველა გზა, რომელიც ღმერთმა ანდაც ხალხმა, ან ცხოვრებამ მე დამიწესა. ან ზოგადად ასე იყო დაწესებული. და უნდა გავყოლოდი მხარისუცვლელად. მევლო მანამდე სანამ ჩემი ხელის გულები არ იქნებოდნენ მსგავსი ქრისტესი, და ჩემი ფეხები - კოჟრიანი, ისე როგორც ბაბუაჩემის მამის მამის დარგული მუხა. და ჩემი სახე გადაღლილი, როგორც სახნავი მიწა. და გული წყნარი, როგორც ღამის ცივ ნიავზე მოშრიალე ხმელი ფოთლები. მაგრამ მე წასვლა მინდოდა... ძლიერ მინდოდა გავქცეოდი ღმერთს, ანდაც ხალხს, ან ცხოვრებას, ან ზოგადად რაც არის უმაღლეს იდეად დაწესებული. მქონოდა ფრთები, ნაზი ხელები, თითრი სახე და ჩემი გული ყოფილიყი სავსე გრძნობებით. ამიტომ ერთ დღესაც, როცა ჯერ კიდევ ამ დაწესებულ გზას მივუყვებოდი, (თუმცა კი ძლიერ მქონდა წავლის სურვილი) გვერდით მიმოვიხედე, რომ მეპოვნა გზა გასაქცევი. და უეცრად შენ დაგინახე, მოდიოდი ჩემანიარ, აქამდე ბევრგზის გაკვალულ ბილიკზე და მხოლოდ წინ იხედებოდი.. მე გიყურებდი დიდხანს და დამავიწყდა ყველა სურვილი, რაც კი აქამდე დამბადებია. და როცა ერთ დღესაც შენი ბილიკი ჩემსას შემოუერთდა, მე გადავწყვიტე დარჩენა. ასეა.. ხეებსაც ფრთები რომ ქონოდათ, ფესვები მაინც არ გაუშვებდნენ მიწიდან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საყვარელია :)) საყვარელია :))
1. საყვარელია :)) საყვარელია :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|