ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2017


და რადგან

იცოდე ჩემს ნაცვლად დაგრჩება ნაწერი,
შეგრცხვება როცა ამ ტაეპებს ჩემებურ -
გრძნობით ვერავინ წაგიკითხავს და
მაშინ იქნება მომძებნო, (რა იცი?!)

და რადგან.


ქუჩები მთვარიან ღამეებს დარაჯობს,
ქალაქი მუზების ალყაში მოექცა,
ტუჩები ველური ვით მორცხვი ყაყაჩო,
ბარემ ეს კოცნაც რომ ჩემთვის მოგეცა.

ხომ ხედავ ლოთობა დამჩემდა ამ ბოლოს,
კონიაკს დავლევ და მერე რა. მერე რა.
სტროფებსაც ვეღარ ვუძებნი თავ-ბოლოს,
ხანდახან მარტი და აგვისტო მერევე.

ქარივით მარტო ვსეირნობ ისევ და
ქარიც ჩემებურ ხასიათს იფერებს,
ქალივით ტკბილ-მწარე მარტინი დამისხით,
არ გინდა, მთვრალი ვარ, სულ ნუ შეიფერე.

წამებად დაიმსხვრა ამ ღამის სიშორე,
წვეთებიც ნაწვიმარ სიცივეს ინახავს,
ჩემზე რომ მოკითხო ქალაქის პოეტებს,
გეტყვიან - არასდროს, არსად არ გვინახავს.

არავის ვაჩუქებ იებს და ნარცისებს,
არც ბევრი დრო დამრჩა,
მით უფრო - არც შორი,
ერთხელ ვთქვი -
"პოეტებს ქალებში გვიმართლებს არც ისე"
და ალბათ დღეიდან მე უფრო მათ შორის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები