ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2017


წავალ..

ახლა ავდგები და წავალ,
ფრთებად გამოვისხამ ნისლებს,
ჯობდა, რომ მეცხოვრა წყნარად
რომ არ გამოვიდა ისე..

მთვარეს მოვიკიდებ აბგად,
ღამის უთვისტომო მგზავრი,
ვეღარ აღვადგინე რადგან
ასჯერ დარღვეული ზავი.

დროც კი მემდურება, ალბათ
დროსაც გასართობად  ვკლავდი...
ბევჯერ გაღებულა სხვასთან
ჩემს წინ ჩაკეტილი კარი,

ძვლივს რომ ვენათხოვრე ნისლებს,
ტალღებს შევალეწე ფრთები
მე რაც ვიმეორე ისევ,
სულ არ აკეთებდნენ სხვები...

ხო და თუ სიმართლე  გინდა
აღარც ვისახავდი მიზნებს,
თუმცა ეს ცხოვრებაც  ღირდა,
მე რომ ვერ შევძელი ისე..




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები