ნინო დარბაისელი
წახველ - - - -
არ გამიგია სიკვდილი შენი, არც ის, რომ მიგყვა მამა, რომ ჩამოინგრა შენი ნაშენი, ცოლმა დღე დაიღამა, რომ დედაშენი გონს აღარ არის, ჩავარდნილია უკვე. არ ავიწყდება შენი არავის სიყმე თუ სიჭაბუკე. ქიზიყში ზაფხულს გასვლია ყავლი, გზად შევეყრები ურთხმელს, ვხედავ დედაშენს, წყაროსკენ ავლილს, ვხედავ მამაშენს უთქმელს. გხედავ საღამოს ჯარში მიმავალს. ის მამაშენი მიხა, შემოუერთდა სუფრას ხალხმრავალს, გითხრა:- მაშ ეგრე! მიხვალ? და როცა ორი გავიდა წელი, ჩვენ მოგეგებეთ ოხერს, კართან დატოვა პირბასრი ცელი: -ბიჭო, რა ჰქენი, მოხველ? ბოლოს საფლავთან უნახავთ კუშტი. გადმოუცია მნახველს, საფლავის ქვაზე დაურტყამს მუშტი: -რა ჰქენი, ბიჭო, წახველ?
ჩემი რა გითხრა! ვერ ვარჩევ დღემდე ურთხმელს, მოცვსა თუ მოცხარს. ხელობად მექცა, რომ ხსოვნით ვდევდე მეგობრებს მკვდარს და ცოცხალს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ადამიანის სხეულო, ძვირფასო, მადლობა კონკრეტული შენიშვნისათვის, ვეცდები, აგიხსნათ.
ავტორის ჩანაფიქრით, ლირიკული სუბიექტი ეუბნება წასულ მეგობარს: ,,ჩემი რა გითხრა, ვერ ვარჩევ დღემდე ურთხმელს, მოცვსა და მოცხარსო'
და აქ საკუთარი ბოტანიკური ცოდნის დემონსტრირება როდი აქვს მიზნად, სიტყვა ,,ისევ' მიუთითებს, რომ ადრევე ვერ არჩევდა ამ სახელებსა და მათით აღნიშნულ მცენარეებს - ბუჩქებსა თუ ხეებს და ეს გამოცდილებით იცოდა აწ გარდასულმა მეგობარმა. ეს რომ არ იყოს, ორ და სამმარცვლუანი მცენარეთა სახელებით სავსეა ქართული ენა, რა უნდოდა , მაგალითად, ასე დაწერას , ,,ვერ ვარჩევ დღემდე ქაცვს, ჟოლოსა და მოცხარს", ასევე , ტონობით ვერსიის დადება შეიძლება ამ მხრივ, თუ მთლად ხეებზე მოიწადინებ საუბარს და არ მგონია, ახლა , ვინმე მკითხველი იმაზე გამოგედაოს, რა უნდა ამ ხეების ან კენკროვანების გარჩევასო. ჩანაფიქრითვე, ლექსის ლირიკული სუბიექტი - ურბანისტული გარემოდანაა, ,,უცხოა' იმ სოფლის გარემოსთვის, რომელსაც აღწერს და უცხო, შეჩვეველი თვალით და ყურითაც ,,იჭერს" იქაურ, ქიზიყურ მომენტებს.
პოეტის უმთავრესი თვისება კი სპეცფიკურ, პოეტურ მეხსიერებასთან ერთად, რეალობისთვის მარად შეუჩვეველი თვალი, ყური, გონება და გრძნობაა. რაწამს ,,შეეჩვევი', დამთავრდები კიდეც, როგორც პოეტი.
ადამიანის სხეულო, ძვირფასო, მადლობა კონკრეტული შენიშვნისათვის, ვეცდები, აგიხსნათ.
ავტორის ჩანაფიქრით, ლირიკული სუბიექტი ეუბნება წასულ მეგობარს: ,,ჩემი რა გითხრა, ვერ ვარჩევ დღემდე ურთხმელს, მოცვსა და მოცხარსო`
და აქ საკუთარი ბოტანიკური ცოდნის დემონსტრირება როდი აქვს მიზნად, სიტყვა ,,ისევ` მიუთითებს, რომ ადრევე ვერ არჩევდა ამ სახელებსა და მათით აღნიშნულ მცენარეებს - ბუჩქებსა თუ ხეებს და ეს გამოცდილებით იცოდა აწ გარდასულმა მეგობარმა. ეს რომ არ იყოს, ორ და სამმარცვლუანი მცენარეთა სახელებით სავსეა ქართული ენა, რა უნდოდა , მაგალითად, ასე დაწერას , ,,ვერ ვარჩევ დღემდე ქაცვს, ჟოლოსა და მოცხარს", ასევე , ტონობით ვერსიის დადება შეიძლება ამ მხრივ, თუ მთლად ხეებზე მოიწადინებ საუბარს და არ მგონია, ახლა , ვინმე მკითხველი იმაზე გამოგედაოს, რა უნდა ამ ხეების ან კენკროვანების გარჩევასო. ჩანაფიქრითვე, ლექსის ლირიკული სუბიექტი - ურბანისტული გარემოდანაა, ,,უცხოა` იმ სოფლის გარემოსთვის, რომელსაც აღწერს და უცხო, შეჩვეველი თვალით და ყურითაც ,,იჭერს" იქაურ, ქიზიყურ მომენტებს.
პოეტის უმთავრესი თვისება კი სპეცფიკურ, პოეტურ მეხსიერებასთან ერთად, რეალობისთვის მარად შეუჩვეველი თვალი, ყური, გონება და გრძნობაა. რაწამს ,,შეეჩვევი`, დამთავრდები კიდეც, როგორც პოეტი.
5. ფინალი არის ყოვლად ზედმეტი. თან ურთხმელისა და მოცხარის გაურჩევლობა ძაან აბსურდია, ერთი ხეა მეორე ბუჩქი. რა შუაშია საერთოდ.. ძალითაა მოთრეული, სტროფის შესავსებად, უადგილოა. ფინალი არის ყოვლად ზედმეტი. თან ურთხმელისა და მოცხარის გაურჩევლობა ძაან აბსურდია, ერთი ხეა მეორე ბუჩქი. რა შუაშია საერთოდ.. ძალითაა მოთრეული, სტროფის შესავსებად, უადგილოა.
4. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
2. ბოლოს საფლავთან უნახავთ კუშტი. გადმოუცია მნახველს, საფლავის ქვაზე დაურტყამს მუშტი: -რა ჰქენი, ბიჭო, წახველ?
ხელობად მექცა, რომ ხსოვნით ვდევდე მეგობრებს მკვდარს და ცოცხალს.
კარგი ხელობაა მეგობრების მოგონება, გინდ მკვდარის და გინდ ცოცხალის
კარგია ქალბატონო ნინო ხელობასაც გიქებთ და ლექსსაც
5 ბოლოს საფლავთან უნახავთ კუშტი. გადმოუცია მნახველს, საფლავის ქვაზე დაურტყამს მუშტი: -რა ჰქენი, ბიჭო, წახველ?
ხელობად მექცა, რომ ხსოვნით ვდევდე მეგობრებს მკვდარს და ცოცხალს.
კარგი ხელობაა მეგობრების მოგონება, გინდ მკვდარის და გინდ ცოცხალის
კარგია ქალბატონო ნინო ხელობასაც გიქებთ და ლექსსაც
5
1. რა კარგია როცა ასეთ ლექსებად შეგიძლიათ პატივი მიაგოთ წასულ მეგობრებს! ქიზიყში,ჩემი სოფელიც დაცარიელდა,ზოგი თბილისშია,ზოგი საბარძნეთშია და ზოგი კი ჩვენგან შეუცნობად სამყაროში. როგორ მინდა ხოლმე მათი ხსოვნა უკვდავყო,მაგრამ ჯერ არ გამომდის. რა კარგია როცა ასეთ ლექსებად შეგიძლიათ პატივი მიაგოთ წასულ მეგობრებს! ქიზიყში,ჩემი სოფელიც დაცარიელდა,ზოგი თბილისშია,ზოგი საბარძნეთშია და ზოგი კი ჩვენგან შეუცნობად სამყაროში. როგორ მინდა ხოლმე მათი ხსოვნა უკვდავყო,მაგრამ ჯერ არ გამომდის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|