იუდა... ეს რომ გაიგო ჩემმა ყურებმა შემძრა სხეულით,სულით,გონებით გავიგე,მაგრამ მადლობა ღმერთს რომ დამაჯილდოვა არ გაგონებით.. ვფიქრობდი,ვფიქრობ ნეტავი როგორ? როგორ არ დაგმო მყისვე ეს ბოდვა?! რატომ?მითხარით მოყვასნო რატომ? რატომ დაიდო კისერზე ცოდვა? მითხარით,არა ვერავინ მეტყვის! თვით სიყვარული,როგორ გაჰყიდა? გაჰყიდა ჩვილზე უსპეტაკესი და სულს ამხელა ცოდვა აჰკიდა.. როგორ უარყო?რაზე ფიქრობდა? რა ედო თავში?ან რა ეგონა? მტრედის კალთაში გაზრდილი ბარტყი ნეტავ რად გახდა სვავების მონა?! მან ყოვლადბრძენი,ყოვლადკეთილი სითბო,სიკეთე ფულში გაცვალა მარადიული სიცოცხლით ტკბობას ნეტავი ტანჯვა რად ანაცვალა?! ალბათ ცბიერმა სულმა წასძლია და ცდუნდა ,,რა ქნას" არ ეყო ძალა, ის მაშინ შეცდა,როცა სატანას უკვე თბილ გულში შესვლა აცალა დავითმა ხომ თქვა ნეტარ იყოსო ვინც მისი ჩვილნი კედელსა ბერტყოს მაგრამ თუ ბავშვებს მოვლა დავუწყებთ ძნელია შემდეგ რომ დავიბერტყოთ.. შემოვა გულში,თბილად და ნაზად როგორც სამოთხის ტკბილი მანანა სულ ცოტა ხანში იქ დაივანებს, რომ შემდეგ სინდისს უმღეროს ნანა.. მერმე აკოცა..აკოცა გესმით? როგორ შეეხო გამცემი ბაგით? მღვდელმთავართ უთხრა:,, ვისაც ვაკოცებ ის შეიბყარით ,ის არის რაბი" არ ვიცი რატომ დავწერე ლექსი, ვშიშობ!ჩემს კალამს ნეტავ რა უნდა? მაგრამ ბოლოს გთხოვ შემინდე ესეც და უშენობა მაშორე მუდამ.. გთხოვ მაპატიე ეს მლიქვნელობა კადნიერება ცოდვილი ენის, დამაძლევინე დიდების ნდომა, რადგან დიდება მხოლოდ შენ გშვენის..! ეს შენ მომეცი მე წერის ნიჭი კალამით ვამბობ ბანსა და სოლოს მაგრამ ამას გთხოვ ისიც მასწავლე, შენ სადიდებლად რომ ვმღერდე მხოლოდ.. რომ დავასრულე სინდისმა მითხრა ეს რა დაწერე?სადა გაქვს რიდი? უყურე შენს თავს და მიხვდები რომ ერთხელ გაყიდულს ყოველდღე ყიდი... 06.10.2016