მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2017
შენი თვალების ქვეშ
მე არ შემიძლია მშვიდად დაძინება
შენი თვალების ქვეშ თუ არ ჩამეძინა,
მაგრამ ცოდვილ მიწამ როგორ გავბედო და
ზეცის სილაჟვარდეს ლაფში მივსცე ბინა.
დამპალ ცხოვრებაში როცა
ჩავიხედე
სულში ბაცილები წამში მრავლდებიან,
მაგრამ გეფიცები მე ის
მაიმედებს
როცა შენ გიყურებ - სუფთა თვალები მაქვს...
მერე გულისცემაც ისე ფრთხილი არის
როგორც ნორჩ ყლორტებს რომ სიო აშრიალებს,
შენსკენ მომიხმობენ გზები ნაწვიმარი
სულში ტროპიკული ქარი მიტრიალებს.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
:)
:)
თემურ მაკარაძე.
2017-05-19 09:51:32
1.
რა სიფაქიზეა!
++++
რა სიფაქიზეა!
++++
ნინა გორდაძე.
2017-05-14 16:16:58
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
19.04.2026 12:47:47
საიტის წევრს ნიკით:
გიორგი7464
ვულოცავთ დაბადების დღეს