ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2017


* * *

მაშინ, როდესაც ერთი სიტყვაც ყველაფერს ნიშნავს
ო,რა ძნელია ამ დუმილის კვლავაც ატანა,
და მაშინ როცა ჯოჯოხეთთან პაემანს ნიშნავ,
არ მომყვება და მარტო მიწევს თავის გატანა,
მაშინ, როდესაც სიყვარული გვგონია ვნება
და არ ვაფასებთ იმას ვინც ჩვენ მუცლით გვატარა
უკვდავი სული სწორედ მაშინ შემოგვაკვდება
და სწორედ მაშინ გავიმეფებთ გულში სატანას,
და ნუთუ მუდამ გავაგრძელებთ ცხოვრების გესვლას?
და ჩვენი მხსნელი ალბათ, მაინც სინანულია,
იცით ვფიქრობ, რომ მგონი თავად არ გვინდა შესვლა,
თორემ კარიბჭე ჩვენთვის მუდამ გაღებულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები