ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2017


ანარეკლი

დრო გადიოდა, როგორც ხელფასაღებული,
ჩინოვნიკი უფროსის კაბინეტის კარიდან,
იწვა ცხოვრება, ოთხ სკამზე ერთად
მთვრალი, ბინძური და ჩემსავით გულგრილი,
თითქოს მე ვიყავი ის ბომჟი,
მეტროს ვაგონში, ღამის ბოლო რეისზე
თითქოს მე ვიყავი, მეძინა, და ფეხზეც მეკიდა,
რომ მქონდა სახლი,
რომ მყავდა ოჯახი, რომ მელოდნენ
რომ ვუყვარვარ,
არაფერს ვგრძნობდი,
არაფერი მიხაროდა,
არაფერი მწყინდა,
ცხოვრების ვაგონის ოთხ სკამზე,
გაშოტილს მეძინა და მესიზმრებოდა,
რომ ვცხოვრობდი,
სიკვდილი კი მეტროს თანამშრომელივით მელოდა,
როდესღაც, სადღაც,
რომ გავეღვიძებინე,
მაგრამ ბომჟები ცხოვრების წესს არ იცვლიან,
მიუხედავად გაღვიძებისა
ისევ თვრებიან
და ისევ იძინებენ,
სულ სხვა მეტროს სულ ახვა სადგურებზე,
მაგრამ შედეგი იგივეა,
მიზეზია იგივე და იმიტომ,
რატომ არ შეუძლია ბომჟს,
ადგეს
იმუშაოს,
შეუყვარდეს
იცხოვროს
იბედნიეროს
რატომ?
იმიტომ, რომ მასში არაა ცნობიერება,
რომელსაც სიყვარული ჰქვია,
ის ჩაკეტილ წრეშია,
იმედგაცრუების
და სიღარიბის წრეში,
და შენ თუ მას ცხოვრებისთვის ყველაფერს მისცემ,
ღმერთი იქნები მისთვის,
თუმცა ნუ გაგიტკბება ღმერთობა,
და მალევე განეშორე ამ ადამიანს,
რადგან შვილები მშობლებს ყოველთვის ჭამენ
ან მშობლები ჭამენ შვილებს,
და თუ არ გსურს შეჭამო ან შეგჭამონ
სწრაფად განეშორე,
და მიუხედავად ამ ყველაფრისა,
ამბობენ და მეც მტკიცედ მჯერა,
რომ არსებობს დრო და სივრცე,
სადაც ცხოვრება ყველასთვის ზეიმია,
და ის დრო და სივრცე მიზანი არაა,
ის დრო და სივრცე,
ცხოვრების სტილია
და მისი სახელია:
ახლა და აქ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები