დუმილი მეფობს- მე ვერაფერს ვერ გეუბნები, შენ მოძველებულ ნიღაბს ირგებ და არ გიხდება, კალთებმორღვეულ ზეცასავით მოიღრუბლები- გული ჯინივით საგულედან ამომიხტება. გამიმარტოვდი...., ცას წვდებიან ცეცხლის ენები, ფიქრების მარილს მიმოაბნევ ღია ჭრილობას, წამომტკივდები.... ღრუბელ- ღრუბელ აგედევნები და თვალებიდან ამოხეთქავს გულახდილობა.