 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: პროზა 28 მაისი, 2017 |
VIII თავი
კაცის მეგობარი გოგონას დაბადების დღეს არასოდეს ჩაუვლია ისე, რომ მას არ ეთამადოს, ამიტომ იუბილარს ძალიან გაუკვირდა, როდესაც კაცმა თამადობაზე წინასწარ უთხრა ტელეფონით უარი. ,,თუ გინდა, რომ საერთოდ მოვიდე, თამადობა არ მთხოვო, შენი დაქალების თავი არ მაქვს, ხომ იცი, რა უაზრო სიმთვრალეც აქვთ, ამიტომ მოვალ, მოგილოცავ და ვიქნები ჩემთვის, ხომ შეიძლება ეთხელ, ამდენი ხნის განმავლობაში შენმა დაქალებმა იზრუნონ ჩემს გართობაზე და არა მე მათ სიამოვნებაზე? ძალიან გთხოვ არ გეწყინოს ხო?!!“- აი ასე რის ვაივაგლახით დაითანხმა მომავალი იუბილარი. ხოდა გათენდა ის დღეც. გაღვიძებულს სახლიდან გარეთ გასვაზე ფიქრიც კი გაუჭირდა. საღამოსკენ თავს ძალა დაატანა და წვერის გაპარსვა მოახერხა. მარტის ქარიან საღამოს სწრაფი ნაბიჯით მიაშურა ახლოს მდებარე ,,მარკეტს“ და სრულიად მოვალეობის მოხდის მიზნით, იღლიაში დიდი ,,ბანბანერკა” ამოჩრილი, გაემართა მეგობარი გოგონას ბინისკენ საბურთალოს ცენტრში. როგორც ყოველთვის, ამ წელსაც, სუფრაზე დამსწრე საზოგადოებიდან, ძლიერი სქესის წარმომადგენელი სულ ორად-ორი მამაკაცი ესწრებოდა სუფრას, ხოლო ქალების რიცხვი ყოველ წელს ან იზრდებოდა ან შემადგენლობით იცვლებოდა მაინც. მამაკაცთა სიმცირე სუფრაზე მყოფი ქალბატონების მტკივნეულ განცდასა და გულწრფელ გულისწყრომას იწვევდა. ,,გოგო რა გახდა ერთი-ორი ახალი მამაკაცი, დაპატიჟე და ჩვენც გავიხარებთ ცოტას, რა არის ამ ერთ კაცს რომ გადაეკიდე, სანამ არ დაბერდება და არ ჩაგვაკვდება ხელში, ეგება მანამდე შევცვალოთ, ასეთი რა მიზიდულება აქვს, რომ ვეღარ ელევი?“ - სავარაუდო თამადის კანდიდატურის მიმართ საყვედურებით უბურღავდნენ ტვინს, კაცის მეგობარს, თავისი ბედარეული დაქალები. ,,თქვენ რა იცით მაგ კაცის გემო და ფასი, თორემ სულ გულში ჩახუტებული გეყოლებოდათ და საერთოდ არასოდეს არ მოიცილებდითო!” - ასე ხუმრობით იგერიებდა გაწიწმატებულ პუბლიკას კაცის დაქალი და სანაცვლოდ სუფრასთან ეპატიჟებოდა: ,,დავიწყოთ ქეიფი და რამოდენიმე ჭიქაში ყველაფერი თავისით მოგვარდებაო!“ თავისი მეგობრის საქციელის შემხედვარე კაცი თავისთვის ფიქრობდა: ,,მოკლედ, იცის ტაქტიკა და სტრატეგია, ბოლო-ბოლო ჩემი გამოზრდილია და რა ქნას, სხვა უფლება უბრალოდ არც აქვს, აბა ხომ არ შემარცხვენსო?!’’ იყო კიდევ ერთი ოფიციალური რიტუალი, რასაც კაცი მოთმინებით ელოდებოდა. ეს იყო იუბილარის მოხუცებული მშობლები. ცოტა ხანში მისალმების და მოკითხვის რიტუალიც შეასრულა კაცმა და სუფრასთან თამადის მოპირდაპირე სკამზე მოკალათდა. გაჩაღდა ქეიფი. თამადად ის მეორე მამაკაცი აირჩიეს და ყველაფერი სუფრის წესების სრული დაცვით განვითარდა. სუფრა უკვე თავის ეკვატორს უახლოვდებოდა, როცა მისი მეგობრის ინსტიტუტელი მეგობარი გოგონა ამოვიდა თავის მესამე ქმართან ერთად. ,,გაიცანით, აი ეს ჩემი უკანასკნელი სიყვარულიაო!“ - ძალიან სეტიმენტალურ ნოტზე შეეცადა მორიგი ,,მსხვერპლის“ წარდგენას. ,,ბიჭო, როგორც მახსოვს შენ არ იყავი მაგის რაღაცნაირი ვერ ვიხსენებ, უკანასკნელი თუ? მოკლედ სიყვარული?“ - შეეკითხა კაცს გვერდზე მჯდომი ქალბატონი, ხომელსაც იუბილარის არცეთი დაბადების დღე გამოტოვებული არ ქონდა. ,,ეგ ხომ ხედავ ისევ ისეთია, არც ბერდება და არც ჭკუა ემატება, ამ ახალმა ,,ლოვემ“ იკითხოს, თორემ მაგას რა უჭირს!’ - ღიმილით უპასუხა კაცმა და ხაჭაპურის მოზრდილ ნაჭერს დაეძგერა. ,,აბა, აბა საცოდავი!“ - სინანულით გადაიქნია თავი სუფრის მეზობელმა. ,,აბა შევავსოდ!“ - გაღიმებული და გახარებული ეპატიჟებოდა მორიგი სადღეგრძელოს შესასმელად, სუფრის თამადა, რომელიც ამ ,,პოსტს“ თითქმის ოცდაათი წელი ელოდა. ,, ვა! შენც აქ ხარ? არგამიკვირდა, ამის თამადობა. შენზე ვიფიქრე არ არის აქ მეთქი?! თუმცა აბა უშენოდ როგორ იქნება ეს სუფრა?!“ - სუფრის მეორე ბოლოდან ხმამაღლა გამოელაპარაკა კაცს ახალგაბედნიერებული ქალი და თან დროდადრო თავის ოფიციალურად მესამე ქმარს გადახედავდა, თითქოს კაცისთვის ნიშნის მოგება სურდა: ,,აბა რა გეგონა მარტო დავრჩებოდი?! რომ მიმატოვე და ბოდიშიც კი არ მოგიხდიაო?!“ ,,შემეშვი რა შე კახპა! სანამ ლამაზი ხარ, თორემ...” - თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა, გასაგები მიზეზის გამო ხმამაღლა ,,მოსიყვარულებისაგან” თავი შეიკავა. არ ღირდა მეგობრისათვის დაბადების დღე ჩაეშხამებინა. ქეიფი ახმაურდა.თამადამ თავის ადგილზე ღირსეული ყოფნა ვერ შეძლო. მალე ხმაურმა და არეულობამ იმარჯვა. ცეკვა დიდი ხნის გაჩაღებული იყო, როცა უეცრად შუქი ჩაქრა და სუფრაზე სადღესასწაულო, სანთლებ დანთებული, ტორტი შემოვიდა. ,,მიდი სული შეუბერე და ჩააქრე!” - თითქმის ყველა სუფრის წევრი ეხვეწებოდა იუბილარს. კაცი ჩუმად, მოწყენილი უყურებდი ამ ბედნიერ მომენტს და გულში ისეთი ცეცხლი ეკიდა არავის დანახვა არ უნდოდა. უეცრად, უკნიდან ,,ბედნიერ“ ქალბატონის ხმა მომესმა: ,,რაღაც გაკვირდები და ვერა გცნობ, სულ გამოიცვალე ამ ბოლო დროს, რა გჭირს?” ,, ეჰ! რა ვიცი პრობლემები, ცოტა ნერვებზე ვარ, არ გეწყინოს, რაც წეღან ვთქვი მგონი ვერ გაიგონეთ არა? თუ...” ,,არა ! დაიკიდე, მე კი გავიგონე, მაგრამ არ მწყინია, უბრალოდ გავატარე. მაგრამ ამ ჩემმაც, როგორ გაატარა, ფუუ! მე ამასთან, ალბათ დიდი ხანი ვერ გავძლებ“ - თქვა და ისეთი ამაზრზენი მზერა ესროლა თავის ახალ რჩეულს, რომ კაცს გასცრა ტანში. ,,ხო მართლა, რა მინდოდა მეთქვა. იცი ვინ შემხვდა ბათუმში? ,, სვადებნიში” რომ ვიყავი, ეხლა, სულ რაღაც ორი დღის უკან, აი, ის გოგო ზამთარში, რომ შემხვდით, შენ და ის ქუჩაში, ჩემი მეგობარიაო! რომ მომატყუე. ისე უყურებდი, მივხვდი რა მეგობარიც იყო, მე ხომ ვიცი რანაირი ,,მეგობრობაც” იცი შენ, კი არ დამვიწყებია. ისე შენ დაგავიწყდი ხო?!” - თქვა და ლოყაზე აკოცა, ,,მოიცა, მორჩი!” - მხარით მოიწმინდა ნაკოცნი ლოყიდან, ,,მერე, სად ნახე? - ვითომ სხვათაშორის კითხა კაცმა. ,,სად და სასტუმრო ,,მედეაში” იცი რა მაგრად გააკეთეს, გაგიჟდები პირდაპირ ვერ იცნობ?! ჩემს წინა ნომერში იყო, არ ვიცი მარტო, არ ვიცი ვინმესთან ერთად?!” ,,გეყოფა! მორჩი! რა ნომერი იყო?” ,,რა და მოიცა 707, არა 709... ხო, 709 ნამდვილად!” ,,იცოდე, რომ მომატყუო, მოგკლავ!” - თქვა კაცმა და სასწრაფოდ იუბილარის ძებნა დაიწყო დასამშვიდობებლად. საკმაოდ გვიანი იყო როცა რკინიგზის სადგურში მივიდა. ,,ბილეთი! რა ბილეთი?! ზეგამდე გაყიდულია სუყველა ბილეთი!” - დამცინავი ღიმილით უთხრა მოლარე- ოპერატორმა. ჩაფიქრებული გარეთ გამოვიდა, ბოღმა ყელში აწვებოდა და სუნთქვა ეკვროდა, ადრეული გაზაფხულისათვის უჩვეული ძლიერი სიცხე კი მთელ ორგანიზმს ოფლად ღვრიდა. ,,ტაქსი!” - დაუძახა იქვე ახლოს მდგომ, ავტომობილის მძძღოლს. ტაქსი მოსრიალდა და კაცი მის რბილ სავარძელში მოკალათდა. ,,რაზე ხარ ,,ბრატ?” გაზზე თუ ბენზინზე?” გაზზე, რა არის რო? - დაინტერსდა მძღოლი, ,,არა არაფერი, კიდევ უფრო კარგი, ხოდა ბათუმში რამდენად წახვალ? დილას იქ უნდა ვიყო უეჭველი, მოკლედ მაგარი მეჩქარება რა,,იასნო?!” ,,ხუმრობ?” ,,არა, მართლა!” ,,ნუ თუ ასეა, მაშინ დროს რატომ ვკარგავთ, გეტყობა მართლა გეჩქარება, მოკლედ მოვრიგდებით რა!” ,,ისე შენც მართალი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, კარგი წავიდეთ!” - ღიმილით უთხრა და ღვედი გადაიკარა. მთელი გზა ეძინა, როდესაც თვალი გაახილა, უკვე ბათუმში იყო, სასტუმრო ,,ინტურისტის” შესასვლელთან. ,,ზდრასტი,” დილა მშვიდობისა, როგორ ხარ?” ,,აუ! უკვე ჩამოვედით?” ,,ა! ბა ვონც?” ,,ხო მშვიდობით ვიარეთ?” ,,კი ძმაო! ყველაფერი ნორმაშია, ისე თუ ,,სეკრეტი” არ არის, აი ეს ,,დეა”, ეზ ,,ინჩა ტო, ცავატანემ?” ვინ არის? შენი შვილია და რამე? ჰა?” ,,არა, რატომ მეკითხები? მოიცა, შენ საიდან იცი ეგ სახელი?” ,,რა ვი, ძილში ძალიან ნერვიანობდი, მთელი ღამე მე მეფერებოდი და სულ დეას მეძახდი, ,,ეუბნებოდი” მოდი ჩემთანაო, ვა! თავში გავბრაზდი ე! მაგრამ მერე მივხვდი, ვიღაცა ,,სტრაშნად” საყვარელი ადამიანი იყო შენთვის, ერთი დაგენახა, რა სახით ამბობდი ,,დეა მოდიო ჩემთანაო! გაიგე?! რა არის ,,ბრატ” ბავშვს გიმალავენ? ,,რაზვოდში” ხარ და რამე?” - ანერვიულებული ჩანდა მძღოლი, ,,არა, ქალია, უბრალოდ ასეთი სახელი აქვს.” ,, ხო, ალბათ ,,სტრანნი” გოგოა და იმიტომ?” ,,ხო!” - კაცმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, ეცადა ამ თემიდან გადაეხვია, ,,კაი ,,ბრატ, სამ ზნაეშ!” ,,ხო, მედეა” სად არის?” ,,ვინ მედეა ტო, შენ მარტო იყავი, რა მედეა, ეხლა არ გამაგიჟო! არავითარი მედეა მე არ მინახავს?!” - შეშინდა მძღოლი. ,,არა სასტუმრო ,,მედეაზე” გეკითხები, იქ მიმიყვანე და გავსწორდეთ. ,,ვა! გაიხარე, ეგრე რაღა! გული არ გადამიცივდა, ვიფიქრე ეს შარიანი კაცი ვინ არის, მთელი ღამე დეა, დეა, ეხლა კიდევ ,,მედეა” მოუნდა, კინაღამ გავგიჟდი რა?!” - სიხარულს ვერ მალავდა კაცის სომეხი მეგზური. ხუთ წუთში სასტუმრო ,,მედეასთან” აღმოჩდნენ. ,,აბა, ყველაფრისათვის დიდი მადლობა! რამდენია ,,ბრატ” ჩემზე?” - უთხარა კაცმა და ჯიბიდან საფულე ამოიღო,თვალი თვალში გაუყარა განაჩენის მოლოდინში. ,,ნუ მე ბევრი ,,ბაზარი, ბევრი ,,ვაგზალი” არ მიყვარს, კაი ქალაქელი კაცი ჩანხარ, თანაც დეას ხათრით და თან ,,ლიუბოვები და რამეები, მოკლედ სამასი ლარი მომე ჯიგარ და ეგ არის რა!” - ძლივს ამოილუღლუღა მძღოლმა. ,,ხო და აჰა აიღე, რაზეა ,,ბაზარი” ყველაფრისათვის დიდი ,,მერსი” და ,,ორევუარ.” ,,რა ჯან?” ,,კარგად იყავიმეთქი! ჰასკაცა?” ,,ხო, ,,პო ფრანცუსკი და რამე არა?” ,,ა! ბა ვონც!“ - სომხურის ცოდნის დემონსტრირებით ხასიათი გაუსწორა თავის ,,გადამრჩენელს” და ხელის დაქნევით დაემშვიდობა. მართლა რა ლამაზად განუახლებიათ სასტუმრო ,,მედეა.“ ათვალიერებდა და არ ეჯერა: ,,ნუთუ ეს ისევ ის სასტუმრო ,,მედეაა?“ ჩემი წყალბურთელობის პერიოდი გამახსენდა, ,,ზბორების” დროს ამ სასტუმროში ვიყავით, მაგარი საზიზღრობა იყო და შეხედე ეხლა რა ლამაზია? - არტაცებული ფიქრი დაურბოდა თავში კაცს. ,,უკაცრავად გენაცვალე! ლიფტი მუშაობს?” - ჰკითხა მომსახურე პერსონალს, ,,დიახ” - უპასუხეს გაკვირვებულებმა და მხრების აჩეჩვით ერთმანეთს გადახედეს, აქაოდა, რატომ არ უნდა მუშაობდესო? სამართავ დაფაზე მეშვიდე სართულის ღილაკი მოძებნა და პირჯვარის გადაწერით მიაჭირა. კარები დაიხურა. სასიხარულო შეხვედღის მოლოდინით აღვსილმა, თავი ლიფტის კედელს მიაბჯინა და თვალები დახუჭა. კარი მეშვიდე სართულზე გაიღო. სართულის ფოიე ისე ლამაზი იყო, ერთი წუთით დაავიწყდა კაცს იქ მისვლის მიზეზი და უაზროდ აქეთ-იქით დაიწყო ყურება. უცებ გონს მოეგო და 709-ე ნომრის ძებნას შეუდგა. კენტი ნომრები მარცხნივ იყო განლაგებული, თავისთავად ლუწი მარჯვნივ, ოღონდ შახმატურად, ისე, რომ ერთმანეთს არ უყურებდნენ. მისთვის სასურველი ნომერი დერეფნის შუაში იმყოფებოდა და ისიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა კარებს, რომლის იქით სიყვარული ეგულებოდა, გრძნობდა გული ისე უცემდა, რომ თითქოს უბიდან ამოვარდებაო. კარზე ფრთხილად მიაკაკუნა და თან ყური მიიტანა კართან, რომ მისი საპასუხო ხმა გაეგონა. უცებ კარი გაიღო და კაცის წინ კარგად მოზრდილი ტანის მქონე, ისეთი, რომელზეც იფიქრებდი: ,,მომკლავს ეს შობელძაღლი ხელი, რომ დამარტყასო!” მამაკაცის სილუეტი დაეხატა. ,,ვინ გინდა?” – მკვახე ხმით ჰკითხა. ,,ვინ მინდა და ის, ჩემი დეა.” - ჩურჩულით თქვა, მოულედნელობისაგან დაბნეულმა კაცმა. ,,რა დეა, ბავშვი დაგეკარგათ?” - ცოტათი ღიმილმა გადაკრა ,,ვერზილას“. ,,არა!” - თქვა და ოთახში შეხედვა ცადა. ,,ვის ეძებ? სახელი არა აქვს? - ეტყობა გაუკვირდა კაცის საქციელი, ,,სახელი?” - გაკვირვებით შეხედა კაცმა. ,,ხომ გითხარი დეა ქვიამეთქი, რა არ მოგწონს?” - გაბრაზებულმა მეტი ვერაფერი მოიფიქრა. ,,ძვირფასო! ვინ არის ეგ დეა იცი?“ - გაისმა ქალის უცხო ხმა და გულზე მომეშვა, ცოტა ხანში კარებთან ნაცნობი ქალის სილუეტი დაიხატა, სადღაც დეასთან ერთად ყავდა ნანახი და ვერ იხსენებდა ვინ იყო. შეხედა თუ არა შეეტყო, რომ იცნო, უცებ მიხვდა ვისაც ეძებდა, ქმარს თვალით ანიშნა, მე აზრზე ვარ და მიმიშვიო, მიუახლოვდა და ჰკითხა: ,,რასაც აკეთებ, მაგ საქციელში დარწმუნებული ხარ? თუ კარგად არ იცი, შეეშვი გთხოვ, იმიტომ, რომ იცოდე რა დღეშია, ორი თუ სამი დღის უკან იყო აქ, ეგ და მისი მამიდაშვილი, ალბათ იცნობ, მერე წავიდნენ, როგორც მახსოვს, სადღაც სპორტკომპლექსთან ცხოვრობენ, იმიტომ, რომ ბევრს მიყვებოდნენ, რა სუფთა ,,პლიაჟი” აქვსო იციო?!” - სწრაბად უამბო, თან ათვალიერ-ჩაათვალიერა და გამიღიმა, ეტყობა შეაფასა და კმაყოფილება ღიმილით გამოხატა. ,,ერთი მინდა გთხოვო, უყვარხარ დარწმუნებული ვარ, მაგრამ გული არ ატკინო, კარგი?!” კაცმა ვერ მოვითმინე და სიხარულისაგან გაგიჟებულმა გადაკოცნა, მერე უცებ ქმარი გაახსენდა და ახლა იმასაც გადაეხვია, რა იცი, იფიქრა არაფერი ეწყინოსო, ნახე, რამოდენაა ეს შობელძაღლიო. ,,დიდი მადლობა, პატივისცემა ჩემზეა, მოკლედ ვალში ვარ თქვენთან!” - უთხრა და სასწრაფოდ დაემშვიდობა. მოდიოდა და მოიხაროდა, რომ ყველაფერი ასე მალე გაარკვია, რომ წინ მთელი დღე ჰქონდა, დეა ხომ სულ ახლოს იყო, სადღაც იქვე, იმავე ქალაქში და ამის გაფიქრებაც კი ტანში სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა. ,,ნეტავი სადა ხარ?” - გაიფიქრა და სასტუმროდან გარეთ გამოვარდა. თავში ბათუმის ქუჩების აღდგენა სცადა. გონება დაძაბა და გამალებული დაიწყო სპორტკომპლექსის ადგილმდებარეობის გახსენება, მაგრამ უშედეგოდ, კაცის სპორცმენობა კარგა დიდი ხნის ამბავი იყო და მისამართის კი არა საერთოდ, რანაირი იყო სპორტკომპლექსის შენობა, იმის გახსენებაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა. რა ექნა? გადაწყვიტა დახმარებისთვის ვინმესთვის მიემართა, ირგვლივ მიმოიხედა და სასტუმროსთან მდგარ ცარიელი ტაქსების რიგს მოჰკარა თვალი. ,,ამათზე უკეთესად ვის ეცოდინებაო?!“ - გაიფიქრა და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა ტაქსების ,,სტაიანკას.“ ,,სპორტკომპლექსთან რამდენად წამიყვან?“ - შეკითხვა დაუსვა, რიგში პირველი ტაქსის მძღოლს, რომელსაც მგზავრის კარები გაეღო და მანქანის მთელ სიგანეზე დაეკავებინა ადგილი. კაცის ხმის გაგონებაზე უცბად წამოხტა და აქაოდა კლიენტი არ დავკარგოო! გაღიმებულმა უპასუხა: ,,დაჯეი და, მოვრიგდებით ჭო, გამოი პატარე ფოსტას და, ერთი ხუთი ლარი გამოუშვი და!“ ,,კარგი მოსულა, წავიდეთ!“ - უთხარა და მანქანაში ჩაჯდა. ,,ვინ მოსულა ჭო?” - ჰკითხა გაკვირვებულმა მძღოლმა. ,,არა, არაფერი, მიდი წავედით, მაწყობსმეთქი!” ხუთ წუთში ქალაქ ბათუმის კიდევ ერთ, ახალ ნაგებობას უმზერდა პირდაღებული. ნამდვილად გასაკვირი ტემპით შენდება და ლამაზდება ქალაქი. ახალი სპორტკომპლექსის შენობის ნახვამ ისე გააოცა, რომ რაღაცა ხანი გადაავიწყდა კიდეც, თუ რისთვის იყო იქ. როცა გული იჯერა ამ სილამაზის დათვალიერებით, შეეცადა თავისი მისიის შესრულებას დაბრუნებოდა და შენობაში შესვლა გადაწყვიტა. შიდა ინტერიერმა კიდევ უფრო გააოცა კაცი, ნანახი ნამდვილად სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებდა კაცს, რაც არ უნდა ცუდ გუნება-განწყობილებაზე ყოფილიყავი, აუცილებლად მოხვიდოდი ხასიათზე. ადმინისტრატორის მაგიდა ცარიელი დახვდა. მაგიდიდან ცოტა მოშორებით ორი ადამიანი საუბრობდა. სტუმარი, რომ მაგიდასთან მისული დაინახეს, საუბარს თავი მიანებეს და კაცთან, მათ შორის შედარებით წლოვანი და სანდომიანი სახის ქალბატონი მივიდა. დაიკავა თუ არა თავისი კუთვნილი ადგილი, სახეზე სათვალე მოირგო და მორიდებით ჰკითხა: ,,რა გნებავთ, ვინმეს ეძებთ?” ,,მე? იცით მეგობარს ვეძებ, ვიცი რომ აქ ისვენებს, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი, რომელ ნომერშია!” - თქვა და თვალებით სთხოვა იქნებ დამეხმაროთო?! ,,გვარი არ იცით?” - ჰკითხა ქალმა. კაცმა სახელი და გვარი ისეთი საცოდავი გამომეტყველებით წარმოთქვა, ქალბატონს იმწამს შეეტყო, რომ ყველაფერს მიხვდა და შეისმინა რა მიჯნურის თხოვნა, მონდომებით დაიწყო კომპიუტერში გვარების ძებნა. ,,ასეთი არავინ არის!” - თქვა ცოტა ხანში მხრებ აწეულმა, ,,იქნებ?” - კაცს უნდოდა მამიდაშვილის სახელი და გვარი გაეხსენებინა, მაგრამ მიხვდა, რომ მხოლოდ სახელი ახსოვდა და გაბრაზებულმა ხელი ჩაიქნია. ,,ახალგაზრდავ!” - მოესმა ზურგსუკან, ,,სახეზე თუ იცნობთ?” ,,რათქმაუნდა!” - ჩაეღიმა კაცს. ,,მაშინ პლიაჟზე გადით. კარგი მოწყობილი პლიაჟი გვაქვს და ძირითადად დამსვენებლები მთელ დღეს იქ ატარებენ. თითქმის ყველა საჭირო გასართობია, ასე, რომ გარეთ გასვლა, არც კი ჭირდებათ. თუ ნამდვილად იცით, რომ ამ სპორტკომპლექსში ცხოვრობენ, მაშინ დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ პლიაჟზე ნახოთ.” - სავსებით დამაჯერებლად ჟღერდა ადმინისტრატორის რჩევა და კაცმაც დაუყოვნებლივ მიაშურა ნაქებ პლიაჟს. მზე ზღვის კიდეს ეთამაშებოდა, ზღვა კი მონდომებით ელოდა მის გადაყლაპვას. საღამოვდებოდა, მაგრამ მაინც ცხელოდა. კაცი იქვე, ზონტის ქვეშ მოკალათდა და მონდომებით დაიწყეო თვალებით ძებნა, მაგრამ დეა სამწუხაროდ არსად ჩანდა. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანა ასე, მაგრამ დღის სიცხე-პაპანაქებით გადაღლილსა და ღამენათევს, ძალიან მალე მოსტყდა კისერი და შუა პლიაჟზე ჩაეძინა. დაღამდა და აგრილდა კიდეც, ცოტა ხამში მარტისათვის ჩვეულმა ცივმა ნიავმაც დაქროლა, ეტყობოდა, გარემო ავდარისათვის ემზადებოდა. კაცს კი ეძინა ტკბილი ძილით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|