ორიოდე წლის მერე ისევ დავწექით მე და დედამიწა ერთმანეთის ზურგზე. მე და ცა ერთმანეთს ვუცქერდით. მასაც ჩემსავით სევდისფერი თვალები ჰქონდა. ალბათ მალე ატირდებოდა კიდეც. ჭალა გვირილებით იყო სავსე. მე კი მხოლოდ სიყვარულისთვის დასაცლელ თეთრ ფოთლებს ვხედავდი. უცნაურია, რამდენნაირი ყვავილი გამოიცვალა ჭალამ მარტის მერე. ჯერ იყო და იები ამოვიდნენ. აალაპარაკეს ზამთრის მიერ დადუმებული ბუნება. მერე კესანეებიც გამოჩნდნენ. მერე ბაიებიც გამოეპარნენ გულთბილ დედამიწას. ახლა კი გვირილები აცილებენ მაისს. ვინ იცის კიდევ რამდენი ყვავილი ამოვა... ალბათ ყველა ახალი ყვავილი ახალი სიყვარულია. ახალი სიცოცხლის ძალა, რითიც სამყარო სუნთქავს. ვგრძნობ როგორ ხშირდება დედამიწის გულისცემა. ხშირდა ჩემიც. ამ პატარა მიწის ნაგლეჯს (ჭალას) ჩემს გულს ვამსგავსებ. მხოლოდ ერთი განსხვავებით... ჩემთან არცერთი ყვავილი აღარ ამოსულა იმ პირველი "იების" მერე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|