 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 21 ივნისი, 2017 |
როგორი მშვიდი ჩანხარ გარედან, დაფარა კაბამ შენი მუხლები... ფიქრის თვალებთან შემოღამებას თუ დამიჯერებ, ჯერ არ უხდები... ჩამდგარა გული უკვე საგულეს, არ ჭიანჭველობს განცდა მზის წნულთან. წამო, ის წლები მოვინახულოთ, ყველა სიგიჟე რომ აგვისრულა! სიზმრის ჭერიდან ჟონავს წვეთებად ვერამხდარი თუ უკვე ყოფილი. თავი კი მაინც არ გემეტება, ანდო სიმშვიდეს შენი პროფილი... დრო არ მოგიკლავს და არც დრო გკლავდა, არ აბრალებდი უავკარგობას. ისე იგორა ბედის ბორბალმა, როგორაც შენი გზები ვარგოდა... როგორ ეჩვევი დუმილს, ორნიშნას, ითვლის ქვეტექსტი მრავალწერტილებს... სიმშვიდემ მხოლოდ ის დრო მონიშნა, მერე ის რომ თქვა, დღეს რაც გეტკინა! როგორი მშვიდი ჩანხარ გარედან, დაფარა კაბამ შენი მუხლები... ეგ ფიქრიც სადღაც მიმდინარეა, შეუზღუდავი თავისუფლებით! 21.06.17
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ეგ ფიქრიც სადღაც მიმდინარეა, შეუზღუდავი თავისუფლებით! + + + ამათრახივით ფრაზაა, ყურთან რომ გაგიწივლებს და სადღაც შორს ტყლაშუნით რომ ჩაიკარგება.
5. ეგ ფიქრიც სადღაც მიმდინარეა, შეუზღუდავი თავისუფლებით! + + + ამათრახივით ფრაზაა, ყურთან რომ გაგიწივლებს და სადღაც შორს ტყლაშუნით რომ ჩაიკარგება.
5.
2. როგორი მშვიდი ჩანხარ გარედან, დაფარა კაბამ შენი მუხლები... როგორი მშვიდი ჩანხარ გარედან, დაფარა კაბამ შენი მუხლები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|