ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2009


ჩერქეზიშვილის კონიაკით დამილოცნია

და სისხლძარღვებში მიიძინა გულმა მშფოთვარემ,
იქ მუტაციას განიცდიან ნუღარ ეჭვდები,
დუმს ატმოსფერო სუროსავით მიეკრო მთვარეს,
შენს ტუჩებს ისევ ამჩნევია ანაბეჭდები...

გაუფერულდა ღამის კურსი ძირს დაიწია,
დამესიზმრება ძველი თარიღი და ნეტარება,
მერე პოეტურ აფეთქებებს ამ ფურცელს ვწირავ,
მე მარტო ყოფნა ვიცი არასდროს დამეზარება.

მერე მწვერვალზე გამოჩნდება ქარი ტორნადო,
ფესვებიანად ამოგლეჯილ ხეებს მოათრევს,
და პლანეტების საუკუნე...პირველ ომამდე
მეტეორიტებს დედამიწის ცენტრში მოაბნევს.

გაფანტავს ვნებებს ეს უსაზღვრო ეჭვის ნიშანი,
და ამ ლექსს მინდა ჩავაბარო ეს ემოცია,
დღეს სიმარტოვე...ის ღალატი და ხეივანი,
ჩერქეზიშვილის კონიაკით დამილოცნია...

                  და სისხლძარღვებში მიიძინა გულმა მშფოთვარემ,
                  იქ მუტაციას განიცდიან ნუღარ ეჭვდები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები