ციკლიდან "სიცოცხლესა და სევდაზე" ცივი ზამთრის გრძელ ღამეს,ადამიანთა ცხოვრების ულევ სევდასთან ერთად,ისევ და ისევ ერთად იყვნენ თეთრწვერა მოხუცი და ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე ჭრელი კატა. ჟამთასვლის ულმობელ ხელს საკმარისზე მეტი ტკივილი მიეყენებინა მოხუცი ვანიასათვის,ერთმანეთის მიყოლებით მიაბარა მიწას ცოლი და ქალიშვილი.ვაჟი კი ხუთი წლის წინ დაკარგა.კაცის გუნება უცნაური რამაა,ვაჟის დაკარგვას იმდენად განიცდიდა დღესაც,რომ ცოლისა და ქალიშვილის დაღუპვას საოცრად უემოციოდ შეხვდა.ახლაც ღამის სამ საათზე,საოცარი სურვილი მოეძალა ვაჟის,გავრილის საფლავზე წასულიყო. კვნესით წამოდგა ლოგინიდან და მრავალჯერ დაკერებული,თუმცა სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა.ერთი ჭიქა არაყიც გადაკრა და გაემართა იქ,სადაც ადამიანები საბოლოო ნავსაყუდელს ჰპოვებენ.სასაფლაო იქვე ახლოს,არყის ხეების ხეივანში იყო.წინ მისი ერთგული,ახალგაზრდა კატა მიუძღოდა,რომელსაც უცებ მოუსვენრობა დაეტყო. სასაფლაოსთან მიახლოებისას მოხუცს ტირილის ხმა შემოესმა,თავიდან ეს ყველაფერი არაყს მიაწერა,მაგრამ როდესაც ვაჟის საფლავს მიადგა,აშკარად დაინახა ახოვანი მამაკაცი,რომელიც მოულოდნელად შემობრუნდა და მოხუცმა მასში თავისი შვილის მკვლელი,პიოტრი შეიცნო.ხუთი წლის წინათ,ქორწილში ატეხილი ჩხუბის დროს შემოაკვდა პიოტრს გავრილი,კაცმა რომ თქვას გავრილი არც ჩხუბობდა,მხოლოდ გაშველებას ცდილობდა.სამი წელი ციხეში გაატარა პიოტრმა,შემდეგ კი ორი წელი დაკარგული იყო,შემდეგ ხმა დაირხა დაბრუნდაო და აი ისიც ვანიას წინ იდგა. -გამარჯობა პიოტრ: მიესალმა ვანია. პიოტრი არ მოელოდა ასეთ შეხვედრას და უარესად ატირდა,შემდეგ კი თავი ხელში აიყვანა და ზლუქუნით თქვა: "გამარჯობათ ვანია". -იქნებ მითხრა აქ რას აკეთებ პიოტრ?": მშვიდად მიმართა ვანიამ. პიოტრი უცებ ალაპარაკდა,თითქოს ვიღაც მოსდევდა და უნდოდა მალე ეთქვა: "არ ვიცი,მეც არ ვიცი წესიერად აქ რას ვაკეთებ,ხუთი წელი დამჭირდა რომ აქ მოსვლა გამებედა,ხუთ წელიწადში ერთი დღე არ ყოფილა რომ არ მეფიქრა,რისი გულისთვის,რისი გულისთვის წავართვი სიცოცხლე ამ ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე ვაჟკაცს მეთქი.პასუხს ვერ ვპოულობ,სულელივით მოვეხეტე აქ,ვითომ ჩემი მოსვლა რამეს უშველიდა გავრილს.იცით რას გეტყვით ვანია?: "გამომართვით ეს იარაღი და აღასრულეთ სამართლიანობა,თორემ მე ასე ვეღარ ვიცხოვრებ". ვანიამ გაოცებით შეხედა პიოტრს და უთხრა: "აიღე შენი იარაღი და წადი.მეც ვიცი,შენც იცი და ზეცამაც იცის,რომ შენ განზრახ არ მოგიკლავს ჩემი ბიჭი.ეს იყო შეცდომა და შენ მთელი სიცოცხლე გაქვს ამ შეცდომის გამოსასწორებლად.ახლა კი გთხოვ წადი და მარტო დამტოვე ჩემს ბიჭთან." პიოტრის წასვლის შემდეგ მოხუცმა ვანიამ უცნაური სისუსტე იგრძნო,თოვლში ჩაჯდა და გავრილის საფლავის ქვას მიეყრდნო,ჩურჩულით თქვა: "მოვდივარ შვილო" და სამყარო წყვიადში ჩაინთქა. დილით მესაფლავემ იპოვა მოხუცი ვანია. ადამიანთა ცხოვრების ულევ სევდასთან ერთად უძრავად იჯდა მოხუცი ვანია,ანგარიშში კი დაწინაურებულიყო ულმობელი ჟამთასვლის წინააღმდეგ.საოცარი,არაამქვეყნიური ნათელი დასთამაშებდა სახეზე,სწორედ ისეთი რწმენით აღსავსე მლოცველი რომ ხედავს ღმერთის სახებაზე.ბედნიერი,სუფთა გულით წასულიყო ამქვეყნიდან,რამეთუ მოახერხა,მოახერხა და მიუტევა იმას,ვინც მას ცხოვრების აზრი წაართვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარე კახა ) ადამიანის ბუნება ხომ მართლაც ამოუხსნელი ფენომენია. გაიხარე კახა ) ადამიანის ბუნება ხომ მართლაც ამოუხსნელი ფენომენია.
1. ადამიანის ბუნებას ხშირად ახასიათებს უცნაურობანი.გარეშე თვალისთვის ესა თუ ის ქმედება შესაძლოა არალოგიკურადაც აღიქვას, მაგრამ სულერთია, ასეთია ადამიანის ბუნება და მორჩა. ზოგჯერ საკუთარი თავიც ვერ უგებს თავისსავე აზრებს, განცდებს თუ ქმედებებს. ასეთივე შემთხვევა გვხდება ამ პატარა მოთხრობაშიც სადაც ვანია ვაჟის დაკარგვას უფრო განიცდიდა ვიდრე ცოლისა და ქალიშვილის. ჩემთვის ეს მომენტი დამაჯერებელია.---კარგი მოთხრობაა გიო თითქოს ტრაგედია, მაგრამ მაინც სადა და რეალური. ადამიანის ბუნებას ხშირად ახასიათებს უცნაურობანი.გარეშე თვალისთვის ესა თუ ის ქმედება შესაძლოა არალოგიკურადაც აღიქვას, მაგრამ სულერთია, ასეთია ადამიანის ბუნება და მორჩა. ზოგჯერ საკუთარი თავიც ვერ უგებს თავისსავე აზრებს, განცდებს თუ ქმედებებს. ასეთივე შემთხვევა გვხდება ამ პატარა მოთხრობაშიც სადაც ვანია ვაჟის დაკარგვას უფრო განიცდიდა ვიდრე ცოლისა და ქალიშვილის. ჩემთვის ეს მომენტი დამაჯერებელია.---კარგი მოთხრობაა გიო თითქოს ტრაგედია, მაგრამ მაინც სადა და რეალური.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|