 | ავტორი: ქეთიკა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 11 ივლისი, 2017 |
რა სურთ ქალებს?! რა სურთ ქალებს? რა გვსურს ქალებს?! რას გაუგებ - რა გვსურს ქალებს. თავად ვიცით რა გვსურს? რომ ვიცოდეთ, გეტყოდით - მარტივია. მაგრამ არაა მარტივი... სხვა მხრიდან შევხედოთ...
ვუძღვნი უცოლო მეგობრებს, რომლებსაც ქარის ესმით, მაგრამ ქალებს ვერ გაუგეს ვერაფერი.
კითხვა: „-რატომ არ მოგყავს ცოლი?“ - იმაზე რთული მოსასმენია, ვიდრე კითხვა, „- რატომ არ თხოვდები?“ კაცი ხარ და უპასუხე, თუ კაია! კაცი ხარ და მოიყვანე თუ მაგარი ხარ! ვინ უნდა მოიყვანო?.. ეს „ოხრები“კარგი ქალები სულ ყველა სხვების ცოლები არიან! რატომ ვერ ამჩნევთ, მანამ, სანამ სხვისი ცოლი გახდება? - იმ სიმღერისა არ იყოს: „თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო?!“ „გრუზინული“ წესი გვაქვს ასეთი: კაცმა უნდა მოიყვანოს, ქალი უნდა გაყვეს; კაცმა უნდა იაქტიუროს, ქალმა - თავი დაიფასოს (ჰო, მერე რა, რომ უნდა შენთან, მაინც თავი უნდა დაიფასოს. რატომ? ისევ შენთვის. შენ რომ არ იფიქრო: „რა ადვილად დაგთანხმდა“, „ალბათ სხვასაც დათანხმდებოდა“, „ოღონდ გათხოვდეს“.) ისიც „გრუზინული“ წესია, კაცი რომ პირველი უნდა გამოტყდეს სიყვარულში. ქალმა თუ თქვა - „ტეხავს“. ვისთან „ტეხავს?“ - ისევ თქვენთან. რას ვიზამთ დაგვაკომპლექსეთ. ქალი თუ ადვილად დაგთანხმდათ შეხვედრაზე ვერ შეხედავთ კარგი თვალით. „რა ადვილად შესაბმელიაო“ „მუღამს“ დაგიკარგავთ. ქალი თუ ადვილად არ მოდის შეხვედრაზე „ამას ვეხვეწოო?!“ - თავს იფასებთ. თავად არ იცით რა გინდათ და ჩვენ გვადანაშაულებთ?
როგორია თქვენი იდეალური ქალი?! აი საკითხი და მოდით ვიმსჯელოთ, გნებავთ ვიდაოთ... ქალი იცით თქვენ „კუხნაში“. ბოდიში, სამზარეულოში. - ასეთი გინდათ, რადგან კაცის გულისკენ მიმავალი გზა, კუჭზე გადის. მერე გბეზრდებათ, ეს გამოუსვლელი, დიასახლისური თქვენივე სურვილები და „სვეწკობას“ სხვაგან ეძებთ. „სვეწკობაზე“ გამახსენდა, თქვენი ქალი რომ სიგარეტს ეწეოდეს - ქაჯობაა და ტეხავს. სხვისი ეწეოდეს - „პონტია“. გინდათ შვილები - ბევრი. გეზარებათ მათი აღზრდა - ეს ქალის როლია. არ შეგიძლიათ მოვლა - ეს ქალის საქმეა. ვერ ეთამაშებით - დაღლილები მოხვედით სამსახურიდან. თქვენი მანქანა ცალკე თემაა - ეს თქვენი იმიჯის ნაწილია. სინამდვილეში რად გინდათ მანქანა, მიდიხართ სამსახურში და ბრუნდებით სახლში, დადიხართ გასართობად. ეს მაშინ როცა თქვენი შვილების დედას „მაგდანას ლურჯასავით“ სჭირდება მანქანა. - რას იზამთ ხომ ვერ გაუყოფთ?! ბოლო თეთრები და ბოლო კრედიტორული შესაძლებლობები მაგ მანქანის ყიდვას შეალიეთ. ამიტომ თქვენს ძვირადღირებულ მანქანას ვერც კარს მოაგლეჯთ და ვერც სავარძელს, როგორ გაუყოთ?! ამ დროს მოგწონთ რეალიზებული ქალი - ანუ რა გამოდის, გინდათ რეალიზებული დიასახლისი ცოლი?!
შემდეგი საკითხი: როგორი ქალები მოსწონთ კაცებს?! ძლიერ ქალებს გაურბიხართ - ჰო, გეშინიათ თქვენზე უკეთესები არ იყვნენ, არ გაჯობონ, მაგრამ როცა მათი გვერდზე დგომა გჭირდებათ, რაც ძალიან ხშირადაა - რამხელა შვებაა. მოგწონთ მოსულელო ქალები - მათთან ურთიერთობა მარტივია, ნებისმიერ რამეს დააჯერებთ, მაგრამ თვითკმაყოფილებას რომ აღწევთ - გბეზრდებათ! მოგწონთ სუსტი ქალები - რომ დაიცვათ, თავი ძლიერად და საჭიროდ იგრძნოთ. მაგრამ გვერდით მაინც ძლიერი ქალი გირჩევნიათ - ისე ყოველი შემთხვევისთვის. ჭკვიანი ქალი საშიშიაო - ამაზე არაფერს ვიტყვი. ვეღარ გავიგე როგორი გინდათ რომ იყოს: ძლიერი, სუსტი, ჭკვიანი თუ სულელი? აა, ეს ყველა ერთად - ერთ ქალში?! (ხო, აბა რა, ქალი ბრძენი უნდა იყოს - იცოდეს, როდის სულელი იყო, როდის სუსტი, როდის ძლიერი და როდის ჭკვიანი - ასეთი ქალი იქნება კისერს რომ მოგიგრეხთ...) ხოდა ეძებეთ მეგობრებო და დარჩით იმის შემხედვარე, როგორ გაუმართლა იმ სხვას, ვისი ცოლიც იდეალურია. დიახ! იდეალური ქალი ყოველთვის სხვისი ცოლია!
ახლა ის ვთქვათ, ქალებს როგორი კაცები მოსწონთ. მარტივია... კაცი ძლიერი უნდა იყოს, რომ არაფრის შეეშინდეთ მათ გვერდზე. დამპყრობელი, მაგრამ ოკუპაციისკენ მიდრეკილების გარეშე. ბობოქარი, მაგრამ მშვიდი - ქალებს უთიერთობაში „დრაივი“ უყვართ. ყველაზე სიმპათიური და ისეთი თან რომ ბრმაც იყოს - სხვებს ვერ ამჩნევდეს. ჭკვიანი - ამას „წყალი არ გაუვა“, მაგრამ აქ კომპრომისის გამონახვა შეიძლება, ყველა ქალს თავისი ცოდნის დონე და შესაბამისი კრიტერიუმები აქვს. მბრძანებელი, მაგრამ არა „გრუზინული“ ტიპის. თანამედროვე, მაგრამ არა ზეგატყლარჭული და „მოსელფავე“. ჰო - უხდება კაცს სიგარეტი, მერე რა რომ მავნებელია. მანქანა? - ეს ხომ იმიჯია და რაც უფრო მაგარია მანქანა, მით მაღალია იმიჯი. შეძლებული - სამსახურს მნიშვნელობა არ აქვს. რავიცი, არც ისე მარტივი გამოვიდა. მე დავიბენი - თქვენი არ ვიცი. ამ პუბლიკაციის დაწერამდე ექსელის შესწავლა რომ მომესწრო, ცხრილებში ჩავწერდი, მერე რამე ფორმულას მივუსადაგებდი და გავიანგარიშებდი. მონაცემებს პროცენტებად დავითვლიდი. მერე ამ პროცენტებს მწვანედ გავაფერადებდი და შევხედავდი... დაემთხვა რამე?! ერთი დაემთხვა მხოლოდ - არც თქვენ იცით რა გინდათ და არც ჩვენ...
საუკეთესო სურვილებით, არავითარი პირადით და იუმორის მცდელობით. „ორპირი ქარი“ რა სურთ ქალებს?! - რაც სურთ კაცებს! რაც სურთ კაცებს - ის სურთ ქალებს. გაიღიმეთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. თაზო, მომეწონა ანეგდოტი. :)))))))))))) თაზო, მომეწონა ანეგდოტი. :))))))))))))
14. მართლა ღრუზნული კუთხიდან კი მიუდგა ქეთიკა ამ უკვე იუმორად ქცეულ თემას და რათქმაუნდა ღიმილთან ერთად ერთი ანეგდოტიც გამახსენა კაცი რო მოდის საყვარლიდან ნასიამოვნებ გასწორებულში და თავისთის ფიქრობს ეს რა მაგარი ყოფილა ქვრივი ქალი ნეტა ჩემი ცოლი როდისღა დაქვრივდებაო და ეგრე ღრუზინულ პონტში მაინც სხვისი ცოლი ჯობსო. ;დ მართლა ღრუზნული კუთხიდან კი მიუდგა ქეთიკა ამ უკვე იუმორად ქცეულ თემას და რათქმაუნდა ღიმილთან ერთად ერთი ანეგდოტიც გამახსენა კაცი რო მოდის საყვარლიდან ნასიამოვნებ გასწორებულში და თავისთის ფიქრობს ეს რა მაგარი ყოფილა ქვრივი ქალი ნეტა ჩემი ცოლი როდისღა დაქვრივდებაო და ეგრე ღრუზინულ პონტში მაინც სხვისი ცოლი ჯობსო. ;დ
13. მადლობა ყველა მკითხველს მხარდაჭერისთვის. :)
მადლობა ყველა მკითხველს მხარდაჭერისთვის. :)
12. მარადიულის მაგივრად იდეალური უნდა იყოს, და კორექტურებისთვის ბოდიშს გიხდით. მარადიულის მაგივრად იდეალური უნდა იყოს, და კორექტურებისთვის ბოდიშს გიხდით.
11. ამაზე ერთ მშვენიერი ანეკდოტი არსებობს: კაცს ჰკითხეს: რა ქენი, ბოლობოლო, იპოვნე იდეალური ქალიო? კი, მაგრამ ისიც იდეალურ კაცს ეძებდაო... რაღაც ამდაგვარია... " დამპრობელი, მაგრამ ოკუპაციისკენ მიდრეკილების გარეშე" ამაზე გამეცინა. ჩემი აზრით, იდალის ძებნა სისულელეა, რადგან მხოლოდ უფალია მარადიული, მაგრამ ძირიტადად თუ მისაღებია, იმ 10%-ზე კი დახუჭავ თვალს. წარმატებას ვუსურვებ ყველას :) ამაზე ერთ მშვენიერი ანეკდოტი არსებობს: კაცს ჰკითხეს: რა ქენი, ბოლობოლო, იპოვნე იდეალური ქალიო? კი, მაგრამ ისიც იდეალურ კაცს ეძებდაო... რაღაც ამდაგვარია... " დამპრობელი, მაგრამ ოკუპაციისკენ მიდრეკილების გარეშე" ამაზე გამეცინა. ჩემი აზრით, იდალის ძებნა სისულელეა, რადგან მხოლოდ უფალია მარადიული, მაგრამ ძირიტადად თუ მისაღებია, იმ 10%-ზე კი დახუჭავ თვალს. წარმატებას ვუსურვებ ყველას :)
9. მადლობა ტენდი გამახარეთ. :) :) :)
მიყვარს ასეთი შეფასებები.
გავასწორებ ახლავე. :* მადლობა ტენდი გამახარეთ. :) :) :)
მიყვარს ასეთი შეფასებები.
გავასწორებ ახლავე. :*
8. რასაკვირველია, გავიღიმე და ორჯერაც შემომეკითხა. :)
"ქალი იმდენად ჭკვიანი უნდა იყოს, კაცს თავი ჭკვიანად არ მოაჩვენოს" - ეს ჩემს მოთხრობაში მაქვს.
ამ პუნლიცისტიკაში კი უზუსტესად არის აღწერილი ქართველი კაცის ჭეშმარიტი "ტრაგედია". :)) ანუ, მშვენივრად ჩანს არასრულფასოვნების კომპლექსი და თვითშეფასების დაბალი, თითქმის ნულამდე დაყვანილი კოეფიციენტი. :)
კარგი გოგო ხარ, ქეთიკა, ვისიმოვნე. :) :**
მცირე შენიშვნა, თავიდან რომ იწყებ, იქ კითხვის ნიშნები კი არა, მხოლოდ ძახილის ნიშნებია სჭირო, ვინაიდან კი არ ეკითხები, ნიშნისმოგებით წერ:
"კაცი ხარ და უპასუხე, თუ კაია?! კაცი ხარ და მოიყვანე თუ მაგარი ხარ?! " ორივეგან მხოლოდ ძახილის ნიშანი გჭირდება.
კითხვა-ძახილის ნიშანი მაშინ იწერება, როცა გაოცებული, შეშინებულია, ან აღტაცებული ეკითხები რამეს.
5 უკვე დაგიწერე. :) რასაკვირველია, გავიღიმე და ორჯერაც შემომეკითხა. :)
"ქალი იმდენად ჭკვიანი უნდა იყოს, კაცს თავი ჭკვიანად არ მოაჩვენოს" - ეს ჩემს მოთხრობაში მაქვს.
ამ პუნლიცისტიკაში კი უზუსტესად არის აღწერილი ქართველი კაცის ჭეშმარიტი "ტრაგედია". :)) ანუ, მშვენივრად ჩანს არასრულფასოვნების კომპლექსი და თვითშეფასების დაბალი, თითქმის ნულამდე დაყვანილი კოეფიციენტი. :)
კარგი გოგო ხარ, ქეთიკა, ვისიმოვნე. :) :**
მცირე შენიშვნა, თავიდან რომ იწყებ, იქ კითხვის ნიშნები კი არა, მხოლოდ ძახილის ნიშნებია სჭირო, ვინაიდან კი არ ეკითხები, ნიშნისმოგებით წერ:
"კაცი ხარ და უპასუხე, თუ კაია?! კაცი ხარ და მოიყვანე თუ მაგარი ხარ?! " ორივეგან მხოლოდ ძახილის ნიშანი გჭირდება.
კითხვა-ძახილის ნიშანი მაშინ იწერება, როცა გაოცებული, შეშინებულია, ან აღტაცებული ეკითხები რამეს.
5 უკვე დაგიწერე. :)
7. კახა, მადლობა რომ წაიკითხეთ. :)
კრიტიკას ყოველთვის აქვს აზრი. :) ჟანრს კი რა მნიშვნელობა აქვს?!
კახა, მადლობა რომ წაიკითხეთ. :)
კრიტიკას ყოველთვის აქვს აზრი. :) ჟანრს კი რა მნიშვნელობა აქვს?!
6. ეს იუმორისტულია და კრიტიკას აზრიც არ აქვს :):) "რა სურთ ქალებს?! - რაც სურთ კაცებს! რაც სურთ კაცებს - ის სურთ ქალებს"---- რეპის კარგი ტექსტია:) ეს იუმორისტულია და კრიტიკას აზრიც არ აქვს :):) "რა სურთ ქალებს?! - რაც სურთ კაცებს! რაც სურთ კაცებს - ის სურთ ქალებს"---- რეპის კარგი ტექსტია:)
5. "რას გაუგებს" კაცი თქვენს კომენტარებს. უიმეეე....
"რას გაუგებს" კაცი თქვენს კომენტარებს. უიმეეე....
3. მგონი ჩემი მომავალი მეუღლე ვიპოვე )))
ისე მართალი გითხრა ჩემს ფლორიდელ მეგობარს მაგონებ, ერთნაირი შეხედულებები გაქვთ ამ მხრივ.
+4
მგონი ჩემი მომავალი მეუღლე ვიპოვე )))
ისე მართალი გითხრა ჩემს ფლორიდელ მეგობარს მაგონებ, ერთნაირი შეხედულებები გაქვთ ამ მხრივ.
+4
2. ოხ, აქ რა ატყდება :) ოხ, აქ რა ატყდება :)
1. ოხ, აქ რა ატყდება :) ოხ, აქ რა ატყდება :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|