| ავტორი: აინინა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 29 ივლისი, 2017 |
კნუტ ჰამსუნის „მისტერიებზე“ რომ იწყებენ საუბარს, ხშირად გვესმის, რომ ეს არის “ნორვეგიელი დოსტოევსკის” უაღრესად ბუნდოვანი, უცნაური, ფსიქოლოგიური, მოდერნისტული, ეგზიტენციალიზმის ნიშნების მატარებელი, უძლიერესი ემოციებით დაწერილი წიგნი, შედევრი; იოჰან ნაგელი კი-მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე უცნაური, წინააღმდეგობით აღსავსე, არაორდინალური, გაორებული სულის, გამოუცნობი, რომელიც ასევე დოსტოევსკის თავად მიშკინს, „იდიოტს“ გვაგონებს, რომელიც მისტერიების, სიზმრების ბუნდოვანი ენით საუბრობს, ამიტომ რომანის აღქმა შეუძლებელია მეტაფორული აზროვნების გარეშე. მართლაც, ნაგელის შესახებ ავტორი ბევრს არაფერს გვამცნობს, მას ვეცნობით თავად პერსონაჟის მეშვეობით, როგორადაც ის, უცხო ქალაქში სტუმრად ჩამოსული, ეცნობა მასპინძლებს, რომ იგი სოფელში ცხოვრობს, აგრონომია და რომ ახალახან მოგზაურობიდან დაბრუნდა. მაგრამ რომანის კითხვის განმავლობაში, დასაწყისიდან ბოლო ბწკარებამდე, გამუდმებით ვცდილობთ დავადგინოთ მისი ნამდვილი ვინაობა, ვინაიდან სოფლელი აგრონომის იმიჯი სრულიადაც არ შეეფარება იმ უცნაურ კაცს, რომელიც ყვითელი პიჯაკით გამოეცხადა ქალაქს , რომელსაც ორ პატარა ჩემოდანთან ერთად ჰქონდა ქურქი, მიუხედავად იმისა, რომ პაპანაქება სიცხე იყო და ვიოლინოს ბუდე (რომელშიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ვიოლინოს ნაცვლად ჭუჭყიან ტანსაცმელს ინახავდა). ინტერესს მის მიმართ აძლიერებს სასტუმროში დაბინავებისთანავე მიღებული დეპეშები, განგებ მაგიდაზე დატოვებული, რომლებშიც, შეთანხმების შემთხვევაში, მის მფლობელობაში არსებულ მამულში 62 000 კრონის გადახდას სთავაზობდნენ დაუყოვნებლად ნაღდი ფულით. სასტუმროში მისვლისთანავე სარას, მოსამსახურე გოგონას, ეკითხება ამ შენობაში აფთიაქი ხომ არ იყოო და აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც ასე იყო, თუმცა ძალიან დიდი ხნის წინათ და რომ ამ დასკვნამდე ვერც გრძნობათა ორგანოების და ვერ ლოგიკის დახმარებით ვერ მივიდოდა. თავად პერსონაჟი გამუდმებით გვიბნევს თავგზას თავისი იდუმალებით, ექსცენტრული ქცევებით, ნიღბების ცვლით, უცნაური აღიარებებით,უფრო ცილისწამებას რომ ჰგავს, უცნაური ნაცნობობის გაბმით(ის ხომ სამი ყველაზე ურთიერგანსხვავებული ადამიანით დაინტერესდება: ქალაქის მზეთუნახავი დაგნით; შინაბერა, ყველასგან მივიწყებული, მარტოხელა ღატაკი მარტა გუდეთი და ხერხემალდაზიანებული ხეიბრით, მახინჯი ემწუთათი, რომელიც ზოგჯერ მოქალაქეთა გასართობად ქუჩაში ცეკვავს დამატებითი გროშები რომ იშოვოს), რომანის პირველივე გვერდებიდან მწველ, ამაფორიაქებელ ინტერესს იწვევს არა მარტო პატარა ქალაქის მაცხოვრებლებში, არამედ მკითხველშიც, ამიტომ მათთან ერთად ვუთვალთვალებთ, კუდში დავდევთ, ვუსმენთ მის უცნაურ მიტიკურ ამბებს, ჭორებს ვაყურადებთ, რომ რაიმე ხელჩასაჭიდს წავაწყდეთ,რათა ჩავწვდეთ, გასაღები ვუპოვოთ მის უცნაურ ქცევებს, ბუნებას, სიტყვას.როგორც ჩანს, ესაა სწორედ ავტორის მიზანი, ვინაიდან ნაგელის მეშვეობით რაღაც მნიშვნელოვანის თქმა სურს მკითხველისთვის. და მაინც ვინაა ნაგელი? რომანის რამდენჯერმე გადაკითხვის შემდეგ გამიჩნდა აზრი, რომ ესაა კაცი, რომლიც განსაკუთრებული მისიით ევლინება ამ პატარა ქალაქს, როგორც ახალი მოციქული, ახალი ზარატუსტრა. მისი მეშვეობით ავტორს სურს სიყალბეში, ტყუილში ჩაფლულ,ამაო ამბიციებით შეპყრობილ საზოგადოებას გაახსენოს ჭეშმარიტი ღირებულებები, სათნოების მადლი, ბუნებრიობის, სიცოცხლით ტკბობის სიხარული. ამისთვის, როგორც თავად ბოდვისას ამბობს, სიცხიანი, „ერთ ჯერზე სულ მცირე ორამდე საჭორაოდ ფასეული თემა შეუგდო ქალაქის საზოგადოებას და მათ ცხოვრებაში შფოთი და არეულობა შეიტანა, ბობოქარ სცენებს ერთმანეთის მიყოლებით სთავაზობდა, რათა ამით მათი უსარგებლო და ბნელი ყოფიერება გაეხალისებინა. (გვ.313) ნაგელი წუხს იმის გამო, რომ ადამიანებმა ეს ღვთივკურთხეული მიწა თავიანთი ქმედებებით საშინლად დააცარიელეს, გააუფასურეს და დააკნინეს; „რა ერთი ციდაა დედამიწა და რა უსუსურია ადამიანი!...ოფლში გახვითქული, მუჯლუგუნების კვრით მიიკვლევ გზას, რამდენიმე უბადრუკ წელს გალევ და ბოლოს მაინც აღიგვები პირისაგან მიწისა“ , ამიტომ სურს სიკეთის მადლით, სიყვარულით დაუბრუნოს ამ დაავადებულ საზოგადოებას ადამიანური ღირსება, გამოაფხიზლოს , შეცვალოს მათი ცნობიერება, გაათავისუფლოს სტერეოტიპებისგან, რადგან კარგად იცნობს ბრბოს სულს: „ეჰ, ადამიანო, შენი სახელი სახედარია, ნებისმიერ სულიერს შეუძლია თავის ჭკუაზე ატაროს“. იგი ინტუიცირად წვდება სამყაროს და მის მინიშნებათა ენას,გრძნობს, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებს მასზე დაკისრებულ მისიას. ქალაქში სწავლობს ადამიანებს და ცდილობს ჩასწვდეს რის გამო მოავლინეს აქ, რის გაკეთებას ელიან მისგან.„.ამ ქალაქში რისთვის ჩამოვედი? ეს მოვლენა რაიმე მსოფლიო კატასტროფის მიზეზით ხომ არ არის განპირობებული?“-ეკითხება იგი საკუთარ თავს.... მე სრულიად უცხო ვარ, ამ სამყაროში მართლა უცხო ვარ...ღმერთის ჩანაფიქრი.... რაც გინდა მიწოდეთ....“ მხოლოდ ნაგელს შეუძლია ჩაწვდეს ყველასთვის შეუმჩნეველ, საზოგადოების თვალში ქალაქის ყველაზე უბადრუკ ადამიანთა, მარტა გუდესა და ემწუთას, სულიერ ღირსებებს; მხოლოდ ნაგელი იგრძნობს ექიმისა და მისი ახალგაზრდა ცოლის ტრაგიკულ საიდუმლოს, როცა მთელ ქალაქს ისინი იდეალურ წყვილად მიაჩნია. ადამიანების სულს რომ სიღრმისეულად ჩასწვდეს, ზეგავლენა მოახდინოს, განკურნოს ისინი, სჭირდება თამაში, ნიღბები, ამიტომაც იგი სალოსი ბერივით ხან გვევლინება კეთთილშობილ , სიკეთის მთესველ ადამაიანად, ხან ცრუპენტელად, უხამსად, ხანაც საკუთარი თავის ცილისმწამებლად, ხან თავის თავზე მითების შემქმნელად, იგი ქრისტესავით (გნებავთ ზარატუსტრასავით ) საუბრობს იგავების, მისტერიების, სიზმრების ბუნდოვანი ენით. მისი უცნაური, არამიწიერი, არარეალური ამბები ქალაქის მცხოვრებთ ემოციებით ავსებს, სულს უფორიაქებს, ხიბლავს და თვავისი ზეგავლენის ქვეშ აქცევს. ნაგელს სულის ორი უკიდურესობა ახასიათებს, ხან ადამიანებისგან გაუცხოვებული, გარიყული გამუდმებით ეძებს ხელმოსაჭიდს, რაც მის სულს ძალას მისცემს, სიცოცხლის ხალისს აგრძნობინებს, ხოლო როდესაც „განსაკუთრებით უტევს სამყარო, სული უმძიმდება და სასოწარკვეთილებას ვეღარ უმკლავდება“, ერთადერთ იმედად, ამ უსასოო მდგომარეობიდან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად ისაღა მიაჩნია, რომ ერთ წამში შეუძლია თავი დააღწიოს ამ მდგომარეობას, ამისთვის ჟილეტის ჯიბეში ქილით შხამს დაატარებს. ნაგელი როცა ამ ქალაქში ჩამოდის, უკვე გულგატეხილია თავისი მარტოსულობითა და ხელმოცარულობით, რადგან სიყვარულში უკვე უგემია მარცხი, მისი შეყვარებული ტელეგრაფისტს გაჰყოლია ცოლად. როცა სხვებს ერთი წელი ახსოვთ დაკარგული სიყვარული, ნაგელი უკვე 10 წელია „ვერაფრით ივიწყებს“. სანუკვარი ოცნებაც აუსრულებელი დარჩა: „ ნაგელი ყოველთვის გულუბრყვილოდ ოცნებობდა, რომ რომ ამ ქვეყნად რამე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქციელი ჩაედინა, ისეთი დიდებული, აღსანიშნავი რამ გაეკეთებინა, რაზეც გაოგნებული მოკვდავებიც კი პირჯვარს გადაისახავდნენ...მაგრამ ფიქრობს, რომ ყველაფერი გაცილებით ცუდად დასრულდა. მან ამ დავალებას თავი ვერ გაართვა(გვ.262) მაგრამ არის წუთები ნაგელის ცხოვრებაში, როცა მას, სულიერად აღტაცებულს, დემონური სიხარული იპყრობს, ამ დროს იგი მთლიანი სამყაროს ნაწილია, ისეთი გრძნობა უჩნდება, თითქოს მზეს, მთებსა და ყველაფერ დანარჩენს, რაც მის გარშემოა, მთლიან ბუნებას შეესისხლხორცა. თითოეული ხე, ბორცვი და ბალახი თითქოს მისივე საკუთარი „მეს“ გამოძახილია. მის სხეულში ჩაბუდებული სული ჟღერს და ეს ბგერები სისხლში მსუბუქ მელოდიასავით ეღვრება. ...მიღმა, ზეციური ზღვის ტალღებში დასრიალებს კეთილსურნელოვანი ხის ნავით, ნიჩბები ქათქათა ფრთებივით ელავს, ცისფერი აბრეშუმის იალქანს კი ახალი მთვარის ფორმა აქვს, თავად ნაგელს ვერცხლის კაუჭიანი ანკესი უჭირავს და თევზაობს, სავარაუდოდ ადამიანთა სულებით (გვ.59) იგი ხომ მანიპულირებს ადამიანთა სულებზე, რათა ჭეშმარიტი ღირებულებები გააღვიძოს მათში. ნაგელის კავშირი რეალურად რომ არსებობს მიღმა სამყაროსთან, ეს ჩანს მის მონათხრობში უცნობი ქალის შესახებ, რომელსაც სიკვდილის წინ, სასოწარკვეთილს, სამი დოლარი ვალი გადაუხადა სან ფრანცისკოში, რომელიღაც ოპიუმის ბუნაგში.ქალი ამის შემდეგ ყოველთვის ეცხადება, როცა რაღაც ხიფათი ემუქრება. ასე გააარჩინა ერთხელ გაჩერებული ტურბინის თავზე მიყუჟულ-ჩაძინებული, როცა გამოაღვიძა და უთხრა იმ ადგილის გასცლოდა. როგორც კი იმ ადგილს მოსცილდა, ტურბინა ამუშავდა და იქ რომ დარჩენილიყო, ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილს იპოვიდნენ რამდენიმე წუთის შემდეგ. პატარა ქალაქი სახეა ამქვეყნიური ამაობის, ადამიანურ ყოფაში ფესვგადგმული სიბრიყვის, სტერეოტიპული აზროვნების, საზოგადოებრივი უსამართლობის. ნაგელი მოდის ამ სამყაროში, რათა დაანახოს კაცობრიობას, თუ როგორ ასცდა იგი ბუნებრივ, ჭეშმარიტ გზას. ქალაქში იგი აღმოაჩენს ჭეშმარიტი ღირსების მქონე ორ ადამიანს, რომლებიც ამ საზოგადოებისგან გარიყულნი არიან, ან მზერას არიდებენ ან დასცინიან. ესენი არიან ემწუთა და მარტა გუდე. ნაგელი მხოლოდ თავის ინტუიციას არ ენდობა, კუდში დაჰყვება,უთვალთვალებს, სცდის თავის გმირებს და ყოველთვის აღფრთოვანებული რჩება მათი სულიერი სიწმინდით, კეთილშობილებით. ემწუთას, პასტორის ვაჟს, ამ ცხოვრებისგან განწირულ, დახეიბრებულ კაცს, რომელიც ნახშირს დაათრევს ზურგით და ისე ირჩენს თავს, რომელსაც ადამიანური თავმოყვარეობა დაავიწყა სიდუხჭირემ და ქალაქის მოედანზე ცეკვით ართობს ხალხს ორიოდე გროშის სანაცვლოდ, უმწიკვლო სინდისი, კეთილშობილური სული, სიკეთის ქმნის უნარი შეუნარჩუნებია. მან არაფრით არ აიღო მისთვის საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც ნაგელმა გამოსაცდელად შესთავაზა, თუ სხვისი შვილის მამობას იკისრებდა, იგი შლის ნაგელის მიერ საფლავის ქვაზე წაწერილ უხამს ლექსს, რათა უსიამოვნება ააცილოს ქალაქსაც და მის სტუმარსაც, შხამს ღვრის და მის მაგივრად წყალს უსხამს ქილაში ნაგელს, რათა იგი თვითმკვლელობისგან იხსნას. ამ, ერთი შეხედვით, უმწეო, უბადრუკ არსებას სიყვარულის, სამყაროზე ზრუნვის საოცარი უნარი აქვს და ამით სულირად უნათესავდება ნაგელს. ნაგელი დაუპირისპირდა რწმუნებულს, რომელსაც თურმე ემწუთას აბუჩად აგდება დაუწყია, რაც თანამდებობა მიუღია და შემთხვევით შეესწრო, როგორ აიძულებდა კაფეში თანამეინახეთა გასართობად კბილები დაეკრაჭუნებინა, შეესვა ლუდი, რომელშიც ასანთის ღერებს და ფერფლს უყრიდა. (საინტერესოა, რომ რწმუნებულს სახელიც კი არ აქვს: როცა ნაგელი მის სახელს ეკითხება ემწუთას, იგი პასუხობს:არ ვიცი...მას ყველა უბრალოდ რწმუნებულს ეძახის.ადგილობრივი სასამართლოს კანცელარიაში მუშაობს რწმუნებულად. აქედან დასკვნა, რწმუნებული თანამდებობით მინიჭებულ ძალაუფლებას უნდა განასახიერებდეს, ამიტომაც გამოიგონა მოგვიანებით მისთვის ტიტული ბილგე: ბატონი რაინერტი, ჩვენი ქალაქის ღრმადპატივცემული ბილგე). ნაგელი ემწუთასთან მივიდა და 10 კრონი შესთავაზა, თუ ამ „ძაღლის ლეკვ“ მის გამამასხარავებელს ჭიქას თავზე გადააფშვნიდა, თან ყოველივე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა. ნაგელი ამის შემდეგაც ყოველთვის ექომაგება ემწუთას, ხაზგასმული პატივისცემით ექცევა, მეგობრობს მასთან, ამით ცდილობს თვალი აუხილოს და დაანახოს საზოგადოებას მისი სულიერი ღირსებები, ემწუთაში კი თავმოყვარეობის გრძნობა გააღვიძოს. მარტა გუდე გემის კაპიტნის ქალიშვილია, შინაბერა, 40 წლის, რომელიც ქალაქის განაპირას ღარიბულ ქოხს შეხიზვნია და თავი გააქვს მცირე პენსიით და გროშებით, რომელსაც შოულობს ბაზარში ორიოდე კვერცხის გაყიდვით, რომლებიც კალათით წინსაფრის ქვეშ საგულდაგულოდ დამალული დააქვს ყოველთვის მორიდებულ ქალს. სულიერად უმწიკვლო მარტას ქოხის ფანჯრები უფარდებოა და მის რაფას ყოველთვის ამშვენებს თეთრი ყვავილები.როცა ნაგელი გადაწყვეტს დაეხმაროს ქალს და მასთან აღმოაჩენს ვითომ ანტიკვარულ მისთვის საოცნებო სავარძელს, დიდი ძალისხმევა დაჭირდება დაარწმუნოს მარტა, რომ აიღოს მისთვის წარმოუდგენელი საფასური, 200 კრონი, რადგან თავად მზადაა სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს უკვე გამოუსადეგარი, ფეხებმოფამფალებული სავარძელი. ამქვეყნიურ რეალობაში მარტა შესაძლოა მართლაც „კუზიანი და“ იყოს დაგნის გვერდით, (გაიხსენეთ კლარასა და მისი კუზიანი დის სასიყვარულო ქიშპის შესახებ რომ უამბობს დაგნის ნაგელი)სიბერეშეპარებული, ჭაღარათმიანი, ღატაკი, მარტოსული, ცხოვრების ორომტრიალს განრიდებული, მაგრამ მისტერიებში იგი უნდა განასახიერებდეს სიყვარულის სულიერ მხარეს, კუპრივით შავ წამწამებს მიღმა უცნაურად მოელვარე ცეცხლოვანი თვალებით, „უმწიკვლო სინდისითა და უმშვენიერესი ბავშვური ბუნებით“; დაგნი კი ესაა ხორციელი სიყვარულის განსახიერება, ამქვეყნიური სრულქმნილება ( რომელიც ყოველი შეხვედრისას სულ უფრო ლამაზი ეჩვენებოდა), მშვენიერი და ამავე დროს სასტიკი, როგორც ცხოვრება, რომელიც ხიბლავდა და თან სძულდა მისი „ყოველთვის გადაპრანჭული, მორთულ-მოკაზმული, საგულდაგულოდ დავარცხნილი და უაზრო, ცარიელი ყოფის “ გამო. რა ელოდა, თუ დაგნის დაუკავშირებდა ცხოვრებას? „დარწმუნებული ვარ, ისე მოვიქცეოდი, როგორც მოისურვებდი, რადგან მიყვარხარ...მაგრამ გულის სიღრმეში კი საშინლად დავიტანჯებოდი...დარწმუნებულია, რომ დაგნი მას მართლა დიდ ადამიანად აქცევდა, იმ დიდ ადამიანად, რომელის მსგავსთა ყოფაც ასე სძულდა. დაგნის, როგორც ცხოვრებას, თან სდევს გამარჯვება-დიდება ან მარცხი და სიკვდილი. ნაგელს სძულს “დიდადამიანობა”, ამიტომ დაგნისთან ურთიერთობამ იგი მხოლოდ სიკვდილს აზიარა, როგორც მისი წინამორბედი კარლსენი. ამ მომავალი პასტორის თვითმკვლელობამ, ნაგელის ქალაქში მოხვედრის დღეს რომ მოხდა, თითქოს უწინასწარმეტყველა საკუთარი ბედი. მაგრამ დაგნისთან ქორწინება წარმოუდგენელი იყო, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, ქალსაც შეუყვარდა ნაგელი, იგი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეელეოდა მდიდარ ლეიტენანტ ჰანსენთან სტაბილურ, კეთილდღეობით ცხოვრებას და ბედს არ დაუკავშირებდა საინტერესო, უცნაურ , იდუმალ, მაგრამ საეჭვო რეპუტაციის ექსცენტრულ გიჟს, როგორადაც იცნობდნენ ამ ქალაქში ნაგელს. ამიტომაც ნაგელი მარცხდება. ერთადერთი ტივტივა, რომელსაც შეიძლება მოსჭიდებოდა, რაც სიცოცხლის ძალას და სურვილს მისცემდა, მისთვის სიყვარული იყო. მაგრამ, როგორც იწინასწარმეტყველა ნაგელმა, დაგნი-კლარისა არ აძლევს საშუალებას დაქორწინდეს მის „კუზიან დაზე“, მარტაზე, რადგან მართალია, თვითონ არ აპირებს მის ცოლობას, მაგრამ არც მარტასთვის დასათმობად ემეტება. მას შემდეგ, რაც დაგნი ნაგელის სიყვარულს ხელს კრავს, მარტაღა ეგულება გადარჩენის იმედად:,,მარტასთან იმიტომ მივედი,რომ ვიცი, ჩემი ხსნა მხოლოდ იმ ქალშია, ის ჩემი სპეტაკი სული, და კეთილი ანგელოზია“..ამიტომაც არ აბრკოლებს მისი „კუზი“-ჭაღარა, 12 წლის ასაკობრივი სხვაობა, კარჩაკეტილობა, უმნიშვნელობა ამქვეყნიური თვალსაზრისით და მასში მხოლოდ ცეცხლოვან თვალებს და ქათქათა კბილებს ხედავს. დარწმუნებულია, რომ იგი უმწიკვლო სინდისითა და უმშვენიერესი ბავშვური ბუნებით მასზე ბევრად მაღლა დგას.მარტას დაკარვით ნაგელი ცხოვრებასთან კავშირსაც კარგავს, ამიტომაც უბრუნებს უკან მსოფლიოს რკინის ბეჭედს, მისი სიცოცხლის, არსებობის სიმბოლოს: „მორჩა, უკვე ყველაფერი, სულ ყველაფერი დაკარგა! ამ შემთხვევაშიც კი (აქ, სულიერების წიაღში მაინც უნდა გამართლებოდა) ხელი ჰკრეს და თავიდან მოიცილეს, რა უცნაურია, თითქოს მის წინააღმდეგ ყველამ ერთხმად შეკრა პირი. ის ხომ იმაზე უფრო გულწრფელი, ვიდრე მარტასთან იყო, არასოდეს ყოფილა და მაინც არაფერმა გაჭრა“, ამიტომაც მიმართავს უკანასკნელ იმედს, შხამს, რათა გათავისუფლდეს ამქვეყნიური არაფრობისგან, თუმცა აქაც ხელმოცარული რჩება, ემწუთას გულისხმიერებამ არ მისცა ამის ნება და შხამის ნაცვლად წყაროს წყალი შესვა, აქაც თითქოს მასხარად იგდებს, დასცინის სამყარო. საინტერესოა ნაგელის სიკვდილის ეპიზოდი. საოცარი შიშის გრძნობა სტანჯავს, თითქოს „სადღაც განსაცდელი და უბედურება ჩასაფრებოდა“. უცნაურია შიში იმ ადამიანისთვის, რომელიც მზად იყო თავი მოეკლა. იმდენად წასვლია ნაგელს სიცოცხლის ნიშანწყალი, რომ კაცი, რომელიც შესანიშნავად ცურავს, ადამიანის დახჩობისგან გადარჩენისთვის მედალიც რომ მიუღია, ზღვაში იხრჩობს თავს, „წყლის ზედაპირზე რამდენიმე ბუშტუკი ჩნდება“-წერს მწერალი, თითქოს უკვე მკვდარი გადავარდნილიყო წყალში. რომანში ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი საკითხი: მწერალი ნაგელის კიდევ ერთ თვისებას უსვამს ხაზს, მის სიძულვლს ადამიანების ამბიციურობისკენ, დიდადამიანობისკენ სწრაფვის მიმართ.იგი ებრძვის საზოგადოებისთვის დამახასიათებელ თვისებას გააღმერთოს ან მოიკვეთოს ადამიანები მასზე შექმნილი საზოგადოებრივი აზრის მიხედვით. მან კარგად იცის , რომ „მსოფლიო ყოველთვის უცვლელი რჩება, მხოლოდ იმას იღებს, რაც უკვე მიღებული და ათვისებულია“, ამიტომ საზოგადოება ქმნის დიდ ადამიანთა ლეგიონს, უბნის დიდი ადამიანებითაა ქვეყანა სავსე, რის მიხედვით ხდება საზოგადოების მიერ დიდ ადამიანად აღიარება? დიდ ადამიანად აღიარებენ იმას, ვისაც შეუძლია ბრბოზე ზემოქმედება. ნაგელი კი ადამიანთა სიდიადეს არ ზომავს იმით, თუ რამდენად ახერხებენ სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას, მისთვის მთავარია არა ბრბოზე ზემოქმედება, არამედ „საზოგადოების რჩეულთა“, ძალოვანთა, მმართველთა და დიდ ხელისუფალთა-კაიაფასი, პილატესა და კეისრების- შენივე ზემოქმედების ქვეშ მოქცევა მოახერხო და მათი ერთგვარი აღზრდაც კი შეძლო“, მიიჩნევს, რომ „დიდი ადამიანია ის, ვინც ყოველდღიურ ადამიანურ ყოფას სიღრმისეული ღირებულებებით ამდიდრებს“. ამიტომაა რომ ნაგელში უცნაურადაა შერწყმული ნიცშეანური სწრაფვა ზეადამიანისკენ, იტვირთოს და შექმნას რაღაც მნიშვნელოვანი, ბერულ თავმდაბლობასთან. იგი სალოსი ბერივით იქცევა, როცა ცდილობს, დაუმალოს საზოგადოებას მის მიერ ჩადენილი სიკეთე, ცილს სწამებს საკუთარ თავს, როცა ამტკიცებს დაგნისთან, რომ ვილინოს ბუდეს იმისთვის დაატარებს,ადამიანებზე შთაბეჭდილება რომ მოახდინოს, რომ ვიოლინოს დაკვრა საერთოდ არ იცის, მერე კი, როცა მისი შესრულებით აღფრთოვანებული საზოგადოება რომ განხიბლოს, საზოგადოებრივ აზრს და ალბათ საკუთარი პატივმოყვარეობაც რომ მიაფურთხოს, როგორც თავად ამბობს, „ეშმაკი კუდით რომ დაითრიოს“, განგებ რამდენიმე ისეთ აკორდს იღებს, ინსტრუმენტს ისეთ გულსაკლავი კვნესის, საზიზღარ, აუტანელ ხრიალს გააღებინებს, რომ ყველას შეცბუნებულს ტოვებს. მოგვიანებით იგი აღიარებს, დაგნიზე შთაბეჭდილების მოსახდენად რომ გააკეთა ეს. ( შეიძლება შურის საძიებლად, რადგან ვერ ჩაწვდა ნაგელის სულს, მისი „აღიარებების“ მიზანს და ეჭვი შეეპარა მის ღირსებებში)მიუხედად იმისა, რომ მაშინვე „დაითრია ეშმაკი კუდით“, მაინც გული ერევა, როცა თავისი ველური, ენით აუწერელი ტრიუმფი და კაციჭამიების აპლოდისმენტები ახსენდება. ძალიან უნდა დაგნის კეთილგანწყობილების მოპოვება, მაგრამ არა იაფფასიანი საშუალებებით, ამიტომ როგორც კი ამჩნევს, რომ ქალი მის მიმართ აღფრთოვანებას, კეთილგანწყობილებას ან თუნდაც თანაგრძნობას ამჟღავნებს, ცდილობს ცივი წყალი გადაასხას, აღიარებს მის წინაშე, რომ თვალთმაქცი და მატყუარაა, როგორ გამოუგზავნა საკუთარ თავს დეპეშები, რომელშიც დიდ თანხას სთავაზობდნენ მემკვიდრეობით მიღებულ მამულში, განებ როგორ დატოვა ისინი მაგიდაზე, რათა მდიდარი ადამიანი ჰგონებოდა ყველას, როგორ იყიდა თავის მოსაწონებლად და ყოველთვის ჯიბით დაატარებს მედალს, რომელიც სინამდვილეში მართლა ადამიანის გადარჩენისთვის აქვს მიღებული. ამით ნაგელი წარმოაჩენს იმ ხერხებსა და საშუალებებს, რომელსაც იყენებენ ადამიანები ბრბოზე ზემოქმედებისა და დიდი ადამიანის სახელის მოსაპოვებლად და ცდილობს ამ „ანკესით “ შეცვალოს ადამიანთა ცნობიერება. ნაგელს არ მოსწონს ხალხის მიერ დიდ პოლიტიკოსებად თუ დიდ მწერლებად და პოეტებად შერაცხილი ადამიანები, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მათ სახელი მოიხვეჭეს ადამიანებისთვის ადვილად მისაღები, გაცვეთილი იდეებისა თუ შეხედულებების გადამღერებით. სძულს თეატრის ლოჟებში საკუთარი სიდიადით გაბღენძილი ეს „დიდი ადამიანები“, ავტორიტეტები. ნაგელი ფიქრობს, რომ მართლა დიდი ადამიანი, გენიოსი იშვიათობაა, რომელიც საუკუნეში ერთხელაც შეიძლება არ დაიბადოს. ადამიანებს უნდა შეეძლოთ „გენიოსების პროლეტარიატში“ ჭეშმარიტად უდიდესის გამორჩევა, მაგრამ მიიჩნევს, რომ თაყვანი დიდ ადამიანებს, თუნდაც ჭეშმარიტ გენიოსებს, კი არ უნდა სცენ, არამედ ამ გენიოსთა „საქმიანობის საბოლოო შედეგებს“, ვინაიდან ისინი მხოლოდ აუცილებელი, უსუსური იარაღს წარმოადგენენ, ვინაიდან მათ გენიოსობა საკუთარი ძალისხმევით არ მოუპოვებიათ, ისინი გენიოსებად დაიბადნენ. ფიქრობს, რომ ადამიანებს სიმართლის აღქმის უნარი დიდი ხანია დაკარგული აქვთ, ვინაიდან გონებას სრულიად უსარგებლო ჭეშმარიტებით გვიტენიან.ამიტომ ადამიანი ჭეშმარიტებას შეიძლება ჩაწვდეს მხოლოდ ინტუიციურად, სამყაროსთან, ბუნებასთან უშუალო კავშირით, თუ „ მისტერიებს“ ჩაუღრმავდებით, ყურადღებით წაიკითხავთ, მოულოდნელად მიხვდებით რომ ნაგელს დიდი ზეგავლენა მოუხდენია შენზე, ისე, როგორც ამას წმინდა ბერები ახერხებენ ხოლმე, თითქოს უმნიშვნელო ამბებს, იგავებს მოგითხრობენ, სინამდვილეში კი შენს სულს წმენდენ და ძერწავენ. ჯერ გამუდმებით გეფიქრება იმ უცნაურ ხატ-ამბებზე, ნაგელი რომ მოგვითხრობს, მერე ნელ-ნელა ხვდები, რის თქმა უნდა, უღრმავდები მის აზრებს, მის ემოციებს და ხვდები, რომ ხარ თუ მთლად არა, ოდნავ მაინც სხვანაირი, "ვიდრე ამ წიგნის წაკითხვამდე იყავი.“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. აჰა, ფრიად საინტერესოდ დაგიწყიათ და... მოკლედ: просто и легко ისეთი განწყობაა, რომ წიგნში აუცილებლად შეხვდები ბევრ მისტერიებით მოცულ მოვლენებს, რომელთა ლაბირინთიდან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა აქ მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, რომ სიუჟეტური თვალსაზრისთ, ნაწარმოები ძალიან ბანალური და მარტივია, მოვლენები მკაცრი სიზუსტით მივყება ერთმანეთს და ამ მხრივ უჩვეულო არაფერია. მწერლისავე თქმით ,,სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ამ პატარა ქალაქში, მოსახლეობა, ენა ვერ იტყვის, ისე ააფორიაქა და შემდეგ ანაზდად გაუჩინარდა“. ნაგელის ეს გამოჩენა, ვფიქრობ, არ იყო შემთხვევითი, ნაგელი ამ ქალაქში აუცილებლად უნდა მოსულიყო გარკვეული მესიანური მიზნებით, თუმცა მისი ამ ქალაქში წინასწარგანზრახული ჩამოსვლა, ვერ გამოვრიცხავ, რომ თავად ნაგელმაც არ იცოდა. არ გგონიათ, რომ კარლსენს რაღაც კავშირი შეიძლება ჰქონოდა ნაგელთან? ორივე ამოუცნობი პიროვნება, ორივე სუიციდის მსხვერპლი და თუ დავუკვირდებით, თვითმკვლელობის საერთო მიზეზის მატარებლები, კერძოდ როგორც კარლსენის ბარათზე აღმოჩენილი სიტყვები გვეუბნებიან : ,,დაე, ფოლადიც ისეთივე მსახვრალი იყოს, როგორც შენი საბოლოოდ ნათქვამი ,,არა“ ‘’. ვიცით, რომ კარლსენის შემთხვევაში ეს ,,არა“ ეკუთვნის დაგნის, თუმცა ესეც საკითხავია, იყო თუ არა ეს წერილი დაგნის მიერ სიყვარულზე უარის თქმისკენ მიმართული? რომელი ვარიანტიც არ უნდა იყოს სწორი, ანალოგიური სიტუაციაა ნაგელთანაც. ნაგელს, ფაქტობრივად, ბოლო მოუღო იმ ,,არამ“, რომელიც გაჟღერდა ჯერ დაგნის მიერ, ხოლო შემდეგ მარტა გუდეს მიერ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვერ გამოვრიცხავ, რომ ნაგელს რაღაცა კავშირი ჰქონდეს კარლსენის სიკვდილთან, ან თვითონ კარსლენთან, ან ბოლოს და ბოლოს, რა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ კარლსენის მხატვრული სახე არ აერთიანებს თავის თავში მისტერიებით მოცულ ნაგელს?
აჰა, ფრიად საინტერესოდ დაგიწყიათ და... მოკლედ: просто и легко ისეთი განწყობაა, რომ წიგნში აუცილებლად შეხვდები ბევრ მისტერიებით მოცულ მოვლენებს, რომელთა ლაბირინთიდან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა აქ მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, რომ სიუჟეტური თვალსაზრისთ, ნაწარმოები ძალიან ბანალური და მარტივია, მოვლენები მკაცრი სიზუსტით მივყება ერთმანეთს და ამ მხრივ უჩვეულო არაფერია. მწერლისავე თქმით ,,სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ამ პატარა ქალაქში, მოსახლეობა, ენა ვერ იტყვის, ისე ააფორიაქა და შემდეგ ანაზდად გაუჩინარდა“. ნაგელის ეს გამოჩენა, ვფიქრობ, არ იყო შემთხვევითი, ნაგელი ამ ქალაქში აუცილებლად უნდა მოსულიყო გარკვეული მესიანური მიზნებით, თუმცა მისი ამ ქალაქში წინასწარგანზრახული ჩამოსვლა, ვერ გამოვრიცხავ, რომ თავად ნაგელმაც არ იცოდა. არ გგონიათ, რომ კარლსენს რაღაც კავშირი შეიძლება ჰქონოდა ნაგელთან? ორივე ამოუცნობი პიროვნება, ორივე სუიციდის მსხვერპლი და თუ დავუკვირდებით, თვითმკვლელობის საერთო მიზეზის მატარებლები, კერძოდ როგორც კარლსენის ბარათზე აღმოჩენილი სიტყვები გვეუბნებიან : ,,დაე, ფოლადიც ისეთივე მსახვრალი იყოს, როგორც შენი საბოლოოდ ნათქვამი ,,არა“ ‘’. ვიცით, რომ კარლსენის შემთხვევაში ეს ,,არა“ ეკუთვნის დაგნის, თუმცა ესეც საკითხავია, იყო თუ არა ეს წერილი დაგნის მიერ სიყვარულზე უარის თქმისკენ მიმართული? რომელი ვარიანტიც არ უნდა იყოს სწორი, ანალოგიური სიტუაციაა ნაგელთანაც. ნაგელს, ფაქტობრივად, ბოლო მოუღო იმ ,,არამ“, რომელიც გაჟღერდა ჯერ დაგნის მიერ, ხოლო შემდეგ მარტა გუდეს მიერ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვერ გამოვრიცხავ, რომ ნაგელს რაღაცა კავშირი ჰქონდეს კარლსენის სიკვდილთან, ან თვითონ კარსლენთან, ან ბოლოს და ბოლოს, რა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ კარლსენის მხატვრული სახე არ აერთიანებს თავის თავში მისტერიებით მოცულ ნაგელს?
6. ნაწარმოებს შემთხვევით არ ჰვქვია ''მისტერიები.'' ნაგელის ნაღვაწის გონით აწონვა მარცხითაა განპირობეული და ის მხოლოდ ნაყოფით იცნობა, მან ძილისმდგომარეობაში ჩავარდნილი ქალაქი გამოაფხიზლა, ხოლო დაგისა და მართას რომანის ბოლოს ერთად გამოჩენა და მათი დიალოგი რომანის არსის გასაღებია.
სამწუხაროდ, 80-იანი წლებში შესრულებული ქართული თარგმანი მეტად სუსტია, რის გამოც ის მეორედ ითარგმნა ამ რამდენიმე წლის წინ, ორონდ მე პირადად არ წამიკითხავს და ვერაფერს ვიტყვი მის ავკარგიანობაზე.
რომანი მართლაც შედევრია, და ის განსაკუთრებით პოპულარული იყო საქართველოში. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გურამ გეგეშიძის რომანი ''ცოდვილი'' დიდა არის დავალებული ''მისტერიებით''. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაც ''ჩვენი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა'' შთაგონებულია ჰამსუნის იდეებით (როგორც ''მისტერიების'' ასევე ''პანის''), ოღონდ უბადლო იუმორით შესრულებული. ნაწარმოებს შემთხვევით არ ჰვქვია ``მისტერიები.`` ნაგელის ნაღვაწის გონით აწონვა მარცხითაა განპირობეული და ის მხოლოდ ნაყოფით იცნობა, მან ძილისმდგომარეობაში ჩავარდნილი ქალაქი გამოაფხიზლა, ხოლო დაგისა და მართას რომანის ბოლოს ერთად გამოჩენა და მათი დიალოგი რომანის არსის გასაღებია.
სამწუხაროდ, 80-იანი წლებში შესრულებული ქართული თარგმანი მეტად სუსტია, რის გამოც ის მეორედ ითარგმნა ამ რამდენიმე წლის წინ, ორონდ მე პირადად არ წამიკითხავს და ვერაფერს ვიტყვი მის ავკარგიანობაზე.
რომანი მართლაც შედევრია, და ის განსაკუთრებით პოპულარული იყო საქართველოში. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გურამ გეგეშიძის რომანი ``ცოდვილი`` დიდა არის დავალებული ``მისტერიებით``. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაც ``ჩვენი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა`` შთაგონებულია ჰამსუნის იდეებით (როგორც ``მისტერიების`` ასევე ``პანის``), ოღონდ უბადლო იუმორით შესრულებული.
5. ნაწარმოებს შემთხვევით არ ჰვქვია ''მისტერიები.'' ნაგელის ნაღვაწის გონით აწონვა მარცხითაა განპირობეული და ის მხოლოდ ნაყოფით იცნობა, მან ძილისმდგომარეობაში ჩავარდნილი ქალაქი გამოაფხიზლა, ხოლო დაგისა და მართას რომანის ბოლოს ერთად გამოჩენა და მათი დიალოგი რომანის არსის გასაღებია.
სამწუხაროდ, 80-იანი წლებში შესრულებული ქართული თარგმანი მეტად სუსტია, რის გამოც ის მეორედ ითარგმნა ამ რამდენიმე წლის წინ, ორონდ მე პირადად არ წამიკითხავს და ვერაფერს ვიტყვი მის ავკარგიანობაზე.
რომანი მართლაც შედევრია, და ის განსაკუთრებით პოპულარული იყო საქართველოში. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გურამ გეგეშიძის რომანი ''ცოდვილი'' დიდა არის დავალებული ''მისტერიებით''. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაც ''ჩვენი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა'' შთაგონებულია ჰამსუნის იდეებით (როგორც ''მისტერიების'' ასევე ''პანის''), ოღონდ უბადლო იუმორით შესრულებული. ნაწარმოებს შემთხვევით არ ჰვქვია ``მისტერიები.`` ნაგელის ნაღვაწის გონით აწონვა მარცხითაა განპირობეული და ის მხოლოდ ნაყოფით იცნობა, მან ძილისმდგომარეობაში ჩავარდნილი ქალაქი გამოაფხიზლა, ხოლო დაგისა და მართას რომანის ბოლოს ერთად გამოჩენა და მათი დიალოგი რომანის არსის გასაღებია.
სამწუხაროდ, 80-იანი წლებში შესრულებული ქართული თარგმანი მეტად სუსტია, რის გამოც ის მეორედ ითარგმნა ამ რამდენიმე წლის წინ, ორონდ მე პირადად არ წამიკითხავს და ვერაფერს ვიტყვი მის ავკარგიანობაზე.
რომანი მართლაც შედევრია, და ის განსაკუთრებით პოპულარული იყო საქართველოში. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გურამ გეგეშიძის რომანი ``ცოდვილი`` დიდა არის დავალებული ``მისტერიებით``. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაც ``ჩვენი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა`` შთაგონებულია ჰამსუნის იდეებით (როგორც ``მისტერიების`` ასევე ``პანის``), ოღონდ უბადლო იუმორით შესრულებული.
4. ვერ ვეთანხმები რაღაც ჰარირამას იმაში, რომ ნაგელს "არასდროს მოსწონდა მაიცა, ... არ ენდობოდა მის ვიტომ საცოდაობას". ვფიქრობ, რომ ,პირიქით, მაიცა თუ ემწუთა ნაგელს მოსწონდა, რადგან მას შეეძლო თვალყური ედევნებინა ადამიანებისთვის , თავად ნაგელის მსგავსად, ჩარეულიყო მათ საქმეში, უჩუმრისპირად გამოესწორებინა მათი შეცდომები, მაგრამ არ მოსწონდა ადამიანის ღირსების შემლახველი გადამეტებული უწყინარობა, ამიტომაც უწოდებს "წმინდან ცოდვილს, დაცემულ ანგელოზს", ხოლო ბრალდებებს ბოლო საუბრისას, ვფიქრობ, გამოსაცდელად უყენებს ემწუთას, რათა განარისხოს, პროტესტის გრძნობა გამოიწვიოს, მაგრამ ისევ კეთილშობილური ჟესტი შეაგება ცოდვილმა წმინდანმა:უარი თქვა მის მიერ შეთავაზებულ კონვერტზე. არა მგონია რამე არაკეთილშობილური ეკადრებინა მარტასთვის ემწუთას, ამიტომ არ მესმის დაგნის ეს ბოლო სიტყვები. რაც შეეხება გამოზოგვას, არც მე ვარ "გამომზოგველი" მკითხველი, პირიქით გაშმაგებული ვკითხულობ, როცა რაიმე მომწონს, მაგრამ სიყვარულს ყველა თავისებურად გამოხატავს, სიყვარული დავინახე "გამოზოგვაში, ამიტომ მომესულისნათესავა. ვერ ვეთანხმები რაღაც ჰარირამას იმაში, რომ ნაგელს "არასდროს მოსწონდა მაიცა, ... არ ენდობოდა მის ვიტომ საცოდაობას". ვფიქრობ, რომ ,პირიქით, მაიცა თუ ემწუთა ნაგელს მოსწონდა, რადგან მას შეეძლო თვალყური ედევნებინა ადამიანებისთვის , თავად ნაგელის მსგავსად, ჩარეულიყო მათ საქმეში, უჩუმრისპირად გამოესწორებინა მათი შეცდომები, მაგრამ არ მოსწონდა ადამიანის ღირსების შემლახველი გადამეტებული უწყინარობა, ამიტომაც უწოდებს "წმინდან ცოდვილს, დაცემულ ანგელოზს", ხოლო ბრალდებებს ბოლო საუბრისას, ვფიქრობ, გამოსაცდელად უყენებს ემწუთას, რათა განარისხოს, პროტესტის გრძნობა გამოიწვიოს, მაგრამ ისევ კეთილშობილური ჟესტი შეაგება ცოდვილმა წმინდანმა:უარი თქვა მის მიერ შეთავაზებულ კონვერტზე. არა მგონია რამე არაკეთილშობილური ეკადრებინა მარტასთვის ემწუთას, ამიტომ არ მესმის დაგნის ეს ბოლო სიტყვები. რაც შეეხება გამოზოგვას, არც მე ვარ "გამომზოგველი" მკითხველი, პირიქით გაშმაგებული ვკითხულობ, როცა რაიმე მომწონს, მაგრამ სიყვარულს ყველა თავისებურად გამოხატავს, სიყვარული დავინახე "გამოზოგვაში, ამიტომ მომესულისნათესავა.
3. მისტერიები , ისეთი რამეა ბევრ ადამიანს რომ აგრძნობინებს სულიერ ნატესაობას, მე ვერ გამოვიზოგე:) მახსოვს ჩემს კურსელს ეჭირა ეგ წიგნი და არც გვარი მეცნო და არც ის მომეწონა გვარად რომ პედერსენი იყო, და თან კნუტი, იმდენად არ მომეწონა რომ ფიზიკის ლექციაზე გამოვართვი მანახე ერტი რა შეიძლება დაწეროს მაგ გვარის და სახელის კაცმა ისეტი რომ ნობელი მიიღოს მეტქი(ტუმცა ნობელი "შიმშილისტვის მიიღო) ჰოდა დავიწყე კიტხვა და მივხვდი რომ შანსი არ იყო ეს წიგნი უკან და,ებრუნებინა, მანამ სანამ არ წავიკიტხავდი:) შესვენებაზე გავქრი იქიდან რომ წიგნი არ მოეტხოვა პატრონს. წამოვირე სახლსი და სანამ არ მოვრჩი არ გამხსენებია რომ სულ სხვაგან და სხვა ვიყავი მე და სულ სხვაგან და სხვა იყო ნაგელი,. ძალიან დიდი ხანი განვიცდი მაგ წიგნის გავლეანს მინდოდამეტქვა , მაგრამ სიმრტლე ის არის რომ მაგ გავლენისგან ვერასდროს ვერ განტავისუფლდები, და როგორც დინოზავრის კვალი და რცა თავის დროზე სადღაც და არ გაქრა ასე ღცება სულში მისი კვალი , ვერშლის ვერც დრო და ვერც ტავს გადახდენილი ამბები, სეიზლება რარაც ადგილი ვინმეს სახელი დაგავიწყდეს , მაგრამ დარცენილი კვალი ყოველტვის გაგახზენებს რომ დინოზავრები იყვნენ:) იმ ტარგმანსში პირველ გამოცემულში ეს იყო 1981ან 82 წელი , ემწუტას ერქვა მაიცა, არასდროს მოსწონდა ნაგელს მაიცა ხომ გახსოვტ ? არ ენდობოდა მის ვიტომ საცოდაობას , და მერე მარტა მოუყვება ეტყობა დაგნის , სინამდვილეს მაიცას სესახებ , ნაგელის სიზმარიც ხომ გახსოვტ?არც მე მევასებოდა :) ეგ მაიცა, მე მაიცას ვეძახი :) მე მგონი მაიცა უფრო უხდება ვიდრე ემწუტა:) ფრიშა რაც სეეხება სრულად ვეტანხმები არმენს, განტენბაინი და ჰომო ფაბერი, ფრიშის ეს ორი წიგნი , ჰამსუნის დინოზავრტან ერტად ძოვენ :) ვიცი ვერ ვიტყვი ყველაფერს რისი ტქმაც მინდოდა მისტერიებზე , მაგრამ რომ არაფერი არ მეტქვა არ სემეძლო:) მისტერიები , ისეთი რამეა ბევრ ადამიანს რომ აგრძნობინებს სულიერ ნატესაობას, მე ვერ გამოვიზოგე:) მახსოვს ჩემს კურსელს ეჭირა ეგ წიგნი და არც გვარი მეცნო და არც ის მომეწონა გვარად რომ პედერსენი იყო, და თან კნუტი, იმდენად არ მომეწონა რომ ფიზიკის ლექციაზე გამოვართვი მანახე ერტი რა შეიძლება დაწეროს მაგ გვარის და სახელის კაცმა ისეტი რომ ნობელი მიიღოს მეტქი(ტუმცა ნობელი "შიმშილისტვის მიიღო) ჰოდა დავიწყე კიტხვა და მივხვდი რომ შანსი არ იყო ეს წიგნი უკან და,ებრუნებინა, მანამ სანამ არ წავიკიტხავდი:) შესვენებაზე გავქრი იქიდან რომ წიგნი არ მოეტხოვა პატრონს. წამოვირე სახლსი და სანამ არ მოვრჩი არ გამხსენებია რომ სულ სხვაგან და სხვა ვიყავი მე და სულ სხვაგან და სხვა იყო ნაგელი,. ძალიან დიდი ხანი განვიცდი მაგ წიგნის გავლეანს მინდოდამეტქვა , მაგრამ სიმრტლე ის არის რომ მაგ გავლენისგან ვერასდროს ვერ განტავისუფლდები, და როგორც დინოზავრის კვალი და რცა თავის დროზე სადღაც და არ გაქრა ასე ღცება სულში მისი კვალი , ვერშლის ვერც დრო და ვერც ტავს გადახდენილი ამბები, სეიზლება რარაც ადგილი ვინმეს სახელი დაგავიწყდეს , მაგრამ დარცენილი კვალი ყოველტვის გაგახზენებს რომ დინოზავრები იყვნენ:) იმ ტარგმანსში პირველ გამოცემულში ეს იყო 1981ან 82 წელი , ემწუტას ერქვა მაიცა, არასდროს მოსწონდა ნაგელს მაიცა ხომ გახსოვტ ? არ ენდობოდა მის ვიტომ საცოდაობას , და მერე მარტა მოუყვება ეტყობა დაგნის , სინამდვილეს მაიცას სესახებ , ნაგელის სიზმარიც ხომ გახსოვტ?არც მე მევასებოდა :) ეგ მაიცა, მე მაიცას ვეძახი :) მე მგონი მაიცა უფრო უხდება ვიდრე ემწუტა:) ფრიშა რაც სეეხება სრულად ვეტანხმები არმენს, განტენბაინი და ჰომო ფაბერი, ფრიშის ეს ორი წიგნი , ჰამსუნის დინოზავრტან ერტად ძოვენ :) ვიცი ვერ ვიტყვი ყველაფერს რისი ტქმაც მინდოდა მისტერიებზე , მაგრამ რომ არაფერი არ მეტქვა არ სემეძლო:)
2. არმენ, ახლა ვნახე თქვენი კომენტარი. მიხარია "მისტერიებს" ასეთი თაყვანისმცემელი რომ ჰყოლია, "სულის ტოლობა" ვიგრძენი, "გამოვიზოგეო" რომ წერთ. მეც კარგა ხანს ვიყავი ამ წიგნით შეპყრობილი, განუწყვეტლივ მეფიქრებოდა წაკითხულზე,რამდენჯერმე მივუბრუნდი, და ძალიან მომინდა ჩემი შთაბეჭდილება გამეზიარებინა. ერთი ადგილი დამრჩა ბუნდოვანი. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე მოსაზრება? რომანის დასასრულს დაგნი ეუბნება მარტას:"ნაგელი სულ მეუბნებოდა, რომ ემწუთასაგან ცუდი რამ იყო მოსალოდნელი....ეს სიტყვები საკმაოდ ადრე მითხრა....სანამ შენ მიამბობდი, ემწუთამ რაც გაგიკეთა". ვერ გავიგე, რას გულისხმობდა დაგნი? მაქს ფრიში არ მაქვს წაკითხული. აუცილებლად წავიკითხავ.... არმენ, ახლა ვნახე თქვენი კომენტარი. მიხარია "მისტერიებს" ასეთი თაყვანისმცემელი რომ ჰყოლია, "სულის ტოლობა" ვიგრძენი, "გამოვიზოგეო" რომ წერთ. მეც კარგა ხანს ვიყავი ამ წიგნით შეპყრობილი, განუწყვეტლივ მეფიქრებოდა წაკითხულზე,რამდენჯერმე მივუბრუნდი, და ძალიან მომინდა ჩემი შთაბეჭდილება გამეზიარებინა. ერთი ადგილი დამრჩა ბუნდოვანი. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე მოსაზრება? რომანის დასასრულს დაგნი ეუბნება მარტას:"ნაგელი სულ მეუბნებოდა, რომ ემწუთასაგან ცუდი რამ იყო მოსალოდნელი....ეს სიტყვები საკმაოდ ადრე მითხრა....სანამ შენ მიამბობდი, ემწუთამ რაც გაგიკეთა". ვერ გავიგე, რას გულისხმობდა დაგნი? მაქს ფრიში არ მაქვს წაკითხული. აუცილებლად წავიკითხავ....
1. უდიდესი მადლობა, წერილის ავტორო! უზომოდ მიყვარს ეს წიგნი! ესაა ერთადერთი რომანი, რომელსაც ნახევარ წელზე მეტ ხანს ვკითხულობდი. არა იმიტომ, რომ უინტერესო იყო ჩემთვის, პირიქით, ისეთი მაგარი იყო, შეგნებულად გამოვიზოგე და ნახევარი წელი ნაგელის ცხოვრებით ვიცხოვრე. ძალიან არ მინდოდა ბოლოში გასვლა და ამიტომ ვიზოგავდი. ვიდრე ამ წიგნს მოვრჩებოდი, პარალელურად ბარე თხუთმეტი წიგნი მაინც წავიკითხე, ერთი შეხედვით არაფრით ნაკლებები, მაგრამ მაინც ვერც ერთი შეედრებოდა. ვერც ერთმა მაცხოვრა თავისით, სამაგიეროდ ,,მისტერიებში" თავით ვიყავი გადაშვებული ეს დრო.
ასეთი წიგნი, რომელიც თავს მაზოგინებს, მეორეც შემხვდა, სრულიად შეგნებულად არ ვკითხულობ ბოლომდე, ისეთი მაგარია. ვიწყებ, ორმოც-ორმოცდაათ გვერდს წავიკითხავ, სასწაულად მომწონს და ვწყვეტ კითხვას, რადგან არ ვიცი, მისი წაკითხვის მერე სხვა წიგნები როგორ უნდა წავიკითხო. ესაა მაქს ფრიშის ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი". არ ვიცი, იქნებ შემდეგ და შემდეგ მოლოდინები არც გამიმართლოს, მაგრამ ვენდობი რა მაქს ფრიშს, მგონია, რომ მაინც გამიმართლებს.
მოკლედ ამ ორი წიგნის მიმართ სულ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს და გნებავთ ჩემს უცნაურობას მიაწერეთ და რასაც გნებავთ იმას. უბრალოდ მგონია, რომ კარგი მკითხველებისთვის არაფერ უჩვეულოს ვამბობ. ერთი ეგაა კიდევ, ძალიან მინდა, თუ ვინმე ამ კომენტარს წაიკითხავს, ეს წიგნებიც არ დატოვოს ყურადღების მიღმა. ხოლო მეტი მოტივაციისთვის, თუ აინინას ამ მართლაც შესანიშნავი ანალიზის წაკითხვა მოცულობის გამო ეზარება, მაინც წაიკითხოს და თუ არ წაუკითხავს ,,მისტერიები", სასწრაფოდ გავარდეს უახლოეს წიგნის მაღაზიასა თუ ბიბლიოთეკაში.
სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წერილის ავტორს, რომ ასეთ მაგარ წიგნზე არ დაიზარა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა, რომლებიც ერთი ერთში ემთხვევა ჩემს დამოკიდებულებასაც ამ რომანის მიმართ.
თავფურცელზე გაუშვით რა, მეგობრებო! უდიდესი მადლობა, წერილის ავტორო! უზომოდ მიყვარს ეს წიგნი! ესაა ერთადერთი რომანი, რომელსაც ნახევარ წელზე მეტ ხანს ვკითხულობდი. არა იმიტომ, რომ უინტერესო იყო ჩემთვის, პირიქით, ისეთი მაგარი იყო, შეგნებულად გამოვიზოგე და ნახევარი წელი ნაგელის ცხოვრებით ვიცხოვრე. ძალიან არ მინდოდა ბოლოში გასვლა და ამიტომ ვიზოგავდი. ვიდრე ამ წიგნს მოვრჩებოდი, პარალელურად ბარე თხუთმეტი წიგნი მაინც წავიკითხე, ერთი შეხედვით არაფრით ნაკლებები, მაგრამ მაინც ვერც ერთი შეედრებოდა. ვერც ერთმა მაცხოვრა თავისით, სამაგიეროდ ,,მისტერიებში" თავით ვიყავი გადაშვებული ეს დრო.
ასეთი წიგნი, რომელიც თავს მაზოგინებს, მეორეც შემხვდა, სრულიად შეგნებულად არ ვკითხულობ ბოლომდე, ისეთი მაგარია. ვიწყებ, ორმოც-ორმოცდაათ გვერდს წავიკითხავ, სასწაულად მომწონს და ვწყვეტ კითხვას, რადგან არ ვიცი, მისი წაკითხვის მერე სხვა წიგნები როგორ უნდა წავიკითხო. ესაა მაქს ფრიშის ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი". არ ვიცი, იქნებ შემდეგ და შემდეგ მოლოდინები არც გამიმართლოს, მაგრამ ვენდობი რა მაქს ფრიშს, მგონია, რომ მაინც გამიმართლებს.
მოკლედ ამ ორი წიგნის მიმართ სულ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს და გნებავთ ჩემს უცნაურობას მიაწერეთ და რასაც გნებავთ იმას. უბრალოდ მგონია, რომ კარგი მკითხველებისთვის არაფერ უჩვეულოს ვამბობ. ერთი ეგაა კიდევ, ძალიან მინდა, თუ ვინმე ამ კომენტარს წაიკითხავს, ეს წიგნებიც არ დატოვოს ყურადღების მიღმა. ხოლო მეტი მოტივაციისთვის, თუ აინინას ამ მართლაც შესანიშნავი ანალიზის წაკითხვა მოცულობის გამო ეზარება, მაინც წაიკითხოს და თუ არ წაუკითხავს ,,მისტერიები", სასწრაფოდ გავარდეს უახლოეს წიგნის მაღაზიასა თუ ბიბლიოთეკაში.
სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წერილის ავტორს, რომ ასეთ მაგარ წიგნზე არ დაიზარა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა, რომლებიც ერთი ერთში ემთხვევა ჩემს დამოკიდებულებასაც ამ რომანის მიმართ.
თავფურცელზე გაუშვით რა, მეგობრებო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|