ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2017


მე ავირჩიე გზა სიყვარულის

არ მინდა მყავდეს პოეტი ცოლი,
თუმც პოეზია უყვარდეს მინდა.
არ მსურს ქალი - სხვის მკლავზე ნაწოლი,
ის უნდა იყოს თოვლივით წმინდა.

მე ავირჩიე გზა სიყვარულის,
მშობელი დედაც ამისთვის მზრდიდა...
და თუმცა არის ცხოვრება რთული,
არ გადავუხვევ არჩეულ გზიდან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები