გაუსროლელი ტყვია არ დარჩა მჭიდში, გაუტეხავი ჯვარი ხომ დარჩა მჭადზე?! შენი სახელი, შენი ჯილაგი, ჯიში, გააცალკევეს, მერე ბრჭყალებშიც ჩასვეს. -იყვიროს სხვამო, არ დაარღვიე დოგმა, უცქერდი ტყვიებს, მანდ, ფანჯარასთან დგომით, -არ ვთმაშობო, რომ გაგაფრთხილა ომმა, არ დაუჯერე, თამაში გეგონა ომი. და შეგიტყუა იმდენად ვიწრო ჩიხში, (კუდს ვერ მოიქნევ-ჩიხი ვიწროა ისე) შიში დაარქვი უშეშობას და შიმშილს, თუმცა შიმშილი უფრო მწარეა შიშზე. -გაუსროლელი ტყვია არ დარჩა მჭიდში, გაუტეხავი ჯვარი ხომ დარჩა მჭადზე?! სათლივით გაყურყუმალავეს ჭაში, წყალიც არ ამოგვყვა, ძირგავარდნილს და მჩატეს. მერე ადგები და ამ ყველაფერს, რამდენიმე აბზაცში ჩატევ და ისტორიის სახელმძღვანელოში ჩადებ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5.
ლაშა, ეს რა ავატარი დაგიდვიათ, გული გამისკდა... :)
ლაშა, ეს რა ავატარი დაგიდვიათ, გული გამისკდა... :)
4. ბოლო ორ სტრიქონი ძალიან აფუჭებს ლექსს ჩემი მოკრძალებული აზრით. ბოლო ორ სტრიქონი ძალიან აფუჭებს ლექსს ჩემი მოკრძალებული აზრით.
3. ძალიან მომეწონა, მაგრამ ბოლოში დავკარგე რიტმი. ძალიან მომეწონა, მაგრამ ბოლოში დავკარგე რიტმი.
2. ფორმაში ხარ! 5 ფორმაში ხარ! 5
1. მწარე რეალობა. კარგია!!! მწარე რეალობა. კარგია!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|