ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2017


Promise

ამ ყვავილებსა და შენობებს შორის
შევხვდით ერთმანეთს.
შენ გეცვა ზამთრის თეთრი მანტია
–მითხარი ვინ ვარ!

აღმართულია ზედაპირი – სიტყვების კბოდე
ალოგიკური კავშირია, მაგრამ სარწმუნო.
მითხარი ვინ ვარ,
(მაგრამ)
არაფერში არ დამარწმუნო.

სად არის შენი ცივი მკლავები?
როცა მიჭირს და ვკლავ თავს, არ ვიცი სად ხარ,
როდემდე უნდა გელოდო!

ამ ყვავილებს და შენობებს შორის,
ვერ ვხედავ ჩემს თავს,
ნუთუ შემთხვევთ, როგორც სიზმარში
გამოიღება კარი და მოხვალ?!

უბრუნდებიან მერცხლები ბუდეს,
მე ვერ ვბრუნდები,
სად ვარ ძვირფასო ?
მე მხოლოდ შენთვის ავიტან ლოდინს.

იმ ყვავილებს და შენობებს შორის
გესმის, როგორ გიმღერიან პეპლები
თავიანთ სამდღიან სიცოცხლეს ?
და მეშინია რომ დაიკარგო.

ჩვენ შევხვდით აქ,
და გაიღო მძიმე კარი, რომელშიც მოვყევით ორივე.
მითხარი ვინ ვარ!
ჯანდაბა!
მითხარი ვინ ვარ !!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები