 | ავტორი: რენუარი ჟანრი: თარგმანი 2 ნოემბერი, 2017 |
ეს უკვე სავსებით გაუსაძლისია! მთლიანად, ასე ვთქვათ, დახრული დარდებით, თქვენსავით კი არა, მელოტი მთოვარის სახეს რომ ეხვევა, მე იმ ქოფაკივით - ვბრაზდები.
ნერვების ბრალია... გამოვალ, გავივლი. ქუჩაშიც არაფერი! იგივე განწყობა! ვიღაცამ შემიყვირა, ნაცნობმა - სალამივით, ვლამობ და - ადამიანურად პასუხი ვეღარ გამიცია.
რა უმსგავსობაა! მძინავს თუ რა არის? სახეს ვისინჯავ და - იგივე! ჩემში - არ არის ცვლილება! ტუჩი მოვისინჯე და ტუჩის ქვემოდან - ეშვი!
ხელი მივიფარე, ვითომ ცხვირს ვიხოცავ, ავჩქარდი! ნაბიჯი ორ ნაბიჯს უდრის! ფრთხილად ავუქციე გვერდი პოლიციას, და უცებ განწირული: გუშაგო! კუდი!
მოვსინჯე. გავქვავდი! პიჯაკის ქვემოდან, რომ არც შემინიშნავს სირბილში - მრუდი, ის - ეშვზე უარესი, გამოჩრილიყო და, დამთრევდა ვეება, ძაღლური კუდი!
რაღა ვქნა? ყვირილზე ბრბომ იწყო მატება, მარცხენას მარჯვენა, წინას კი უკანა - მოჰყვა და მოეჯარა, პირჯვარს რომ იწერდა, ეშმაკს რომ ახსენებდა - გათელეს ბებრუხანა.
და როცა ამეშალა ცოცხივით ულვაში, ბრბო შემომესია მზირალი ავად. დავდექი შუაში ოთხზე და ავყეფდი: ავ! ავ!
1915
Вот так я сделался собакой
Ну, это совершенно невыносимо! Весь как есть искусан злобой. Злюсь не так, как могли бы вы: как собака лицо луны гололобой — взял бы и все обвыл.
Нервы, должно быть... Выйду, погуляю. И на улице не успокоился ни на ком я. Какая-то прокричала про добрый вечер. Надо ответить: она — знакомая. Хочу. Чувствую — не могу по-человечьи.
Что это за безобразие! Сплю я, что ли? Ощупал себя: такой же, как был, лицо такое же, к какому привык. Тронул губу, а у меня из-под губы — клык.
Скорее закрыл лицо, как будто сморкаюсь. Бросился к дому, шаги удвоив. Бережно огибаю полицейский пост, вдруг оглушительное: «Городовой! Хвост!»
Провел рукой и — остолбенел! Этого-то, всяких клыков почище, я и не заметил в бешеном скаче: у меня из-под пиджака развеерился хвостище и вьется сзади, большой, собачий.
Что теперь? Один заорал, толпу растя. Второму прибавился третий, четвертый. Смяли старушонку. Она, крестясь, что-то кричала про черта.
И когда, ощетинив в лицо усища-веники, толпа навалилась, огромная, злая, я, стал на четвереньки и залаял: Гав! гав! гав!
1915
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან მაგარია ძალიან მაგარია
11. გამარჯობა:) მიხარია, რომ მოგწონთ თარგმანი. ლუბა მართალია! მე რომ ოდნავი განათლება მქონდეს თარგმანის საკითხებში, ალბათ ვერ გავბედავდი მაიაკოვსკისთან შეჭიდებას, ვფიქრობ, ჩემი გამბედაობა უცოდინარობის ბრალია, თუმცა ხანდახან ეს ამართლებს კიდეც :) ფაქტია. არ ვიცი რამდენად აქვს ლიტერატურული ღირებულება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მე ძალიან მიყვარს თარგმნის პროცესი და მკითხველამდე, რომელიც რუსულს არ ფლობს, რაღაც დონეზე მაინც მიმაქვს ეს ბუმბერაზი ავტორი. რუსული ენის მცოდნეებს კი აქვთ ბედნიერება ორიგინალში გაიხსენონ.
ნეფერტარ, მე ვიცი რამაც მათარგმნინა ეს ტექსტი - პროტესტმა! და მგონია, რომ მასაც ამან დააწერინა:) როდესაც პირველად წავიკითხე ეს ლექსი, მეც ეგრევე ბულგაკოვის "ძაღლის გული" მომაგონდა, მაიაკოვსკის ლექსი უფრო ადრეულია, მაგრამ მე ქრონოლოგიურად, უკუღმა გავეცანი ამ ორ შედევრს. ჯერ ბულგაკოვი, მერე მაიაკოვსკი. ადამიანის ძაღლად გადაქცევა ამ ორ ნაწარმოებში, სრულიად სხვადასხვა მიზანს ემსახურება, მაგრამ ლიტერატურული ხერხი ერთნაირია და უდაოდ საინტერესო მისტიფიკაციაა.
მზესთან ერთად ჩაის მირთმევას რაც შეეხება, მხოლოდ ეს მაქვს თარგმნილი:
Светить всегда, светить везде, до дней последних донца, светить — и никаких гвоздей! Вот лозунг мой — и солнца!
მაგრამ ჯერ ჩემთან იყოს...:) გამარჯობა:) მიხარია, რომ მოგწონთ თარგმანი. ლუბა მართალია! მე რომ ოდნავი განათლება მქონდეს თარგმანის საკითხებში, ალბათ ვერ გავბედავდი მაიაკოვსკისთან შეჭიდებას, ვფიქრობ, ჩემი გამბედაობა უცოდინარობის ბრალია, თუმცა ხანდახან ეს ამართლებს კიდეც :) ფაქტია. არ ვიცი რამდენად აქვს ლიტერატურული ღირებულება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მე ძალიან მიყვარს თარგმნის პროცესი და მკითხველამდე, რომელიც რუსულს არ ფლობს, რაღაც დონეზე მაინც მიმაქვს ეს ბუმბერაზი ავტორი. რუსული ენის მცოდნეებს კი აქვთ ბედნიერება ორიგინალში გაიხსენონ.
ნეფერტარ, მე ვიცი რამაც მათარგმნინა ეს ტექსტი - პროტესტმა! და მგონია, რომ მასაც ამან დააწერინა:) როდესაც პირველად წავიკითხე ეს ლექსი, მეც ეგრევე ბულგაკოვის "ძაღლის გული" მომაგონდა, მაიაკოვსკის ლექსი უფრო ადრეულია, მაგრამ მე ქრონოლოგიურად, უკუღმა გავეცანი ამ ორ შედევრს. ჯერ ბულგაკოვი, მერე მაიაკოვსკი. ადამიანის ძაღლად გადაქცევა ამ ორ ნაწარმოებში, სრულიად სხვადასხვა მიზანს ემსახურება, მაგრამ ლიტერატურული ხერხი ერთნაირია და უდაოდ საინტერესო მისტიფიკაციაა.
მზესთან ერთად ჩაის მირთმევას რაც შეეხება, მხოლოდ ეს მაქვს თარგმნილი:
Светить всегда, светить везде, до дней последних донца, светить — и никаких гвоздей! Вот лозунг мой — и солнца!
მაგრამ ჯერ ჩემთან იყოს...:)
10. სულ ვფიქრობდი (როცა მეფიქრებოდა) ნეტავ რამ დააწერინა თქო ეს ლექსი, ( ათი წლით ადრე ბულგაკოვის ძაღლის გულზე). ხან პროტესტის გამოხატულებად მივიჩნევდი, ხან ალეგორიად, ხან მისტიკის გაელვებად. რა ვიცი გავხედავ ხოლმე ხანდახან, სხვადასხვანაირი გამომეტყველება აქვს სულ. ამდენი წელია ერთი და იგივე არ შემიმჩნევია.
რენუარ, ის ლექსი ხომ არ გაქვთ ნათარგმნი, მზე რომ მოიპატიჟა და ჩაის რომ სვამენ ერთად სახლში. :))
სულ ვფიქრობდი (როცა მეფიქრებოდა) ნეტავ რამ დააწერინა თქო ეს ლექსი, ( ათი წლით ადრე ბულგაკოვის ძაღლის გულზე). ხან პროტესტის გამოხატულებად მივიჩნევდი, ხან ალეგორიად, ხან მისტიკის გაელვებად. რა ვიცი გავხედავ ხოლმე ხანდახან, სხვადასხვანაირი გამომეტყველება აქვს სულ. ამდენი წელია ერთი და იგივე არ შემიმჩნევია.
რენუარ, ის ლექსი ხომ არ გაქვთ ნათარგმნი, მზე რომ მოიპატიჟა და ჩაის რომ სვამენ ერთად სახლში. :))
9. დიდებულია,მაიაკოვსკის თარგმნაზე შეჭიდებას დიდი გამბედაობა უნდა, მე ვერ გავბედე ამ თარგმანით კი გამახარე ძალიან დიდებულია,მაიაკოვსკის თარგმნაზე შეჭიდებას დიდი გამბედაობა უნდა, მე ვერ გავბედე ამ თარგმანით კი გამახარე ძალიან
7. ბრავო ვალოდიას 5
ბრავო ვალოდიას 5
6. მადლობა, ჩვენს ერთგულ მკითხველს :)
მაიაკოვსკი და მადლობა, ჩვენს ერთგულ მკითხველს :)
მაიაკოვსკი და
5. რა უნდა ვთქვა?! როგორც ყოველთვის, შესანიშნავი თარგმანია და ნაკლებს არც მოველოდი. ყველაფერი თავის ადგილზეა! დიდი მადლობა! რა უნდა ვთქვა?! როგორც ყოველთვის, შესანიშნავი თარგმანია და ნაკლებს არც მოველოდი. ყველაფერი თავის ადგილზეა! დიდი მადლობა!
4. ლექსიც . თარგმანიც . 5. ლექსიც . თარგმანიც . 5.
3. ნერვების ბრალია... გამოვალ, გავივლი. ქუჩაშიც მაწუხებს იგივე განწყობა! ვიღაცამ შემიყვირა, ნაცნობმა - სალამივით, ვცდილობ და - ადამიანური პასუხი ვეღარ გამიცია.
ნერვების ბრალია... გამოვალ, გავივლი. ქუჩაშიც მაწუხებს იგივე განწყობა! ვიღაცამ შემიყვირა, ნაცნობმა - სალამივით, ვცდილობ და - ადამიანური პასუხი ვეღარ გამიცია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|