ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2017


კოკა-კოლას ბოთლი

მე, ნახმარი ბოთლი ვარ,
რომელიც ერთ დროს,
თავისი სხეულით,
ქართული წყლის, რუსული გაზისა
და ამერიკული რეცეპტის ნაერთს ატარებდა
და სანამ ის, მას ატარებდა,
ყველა (მათ შორის საკუთარი თავიც)
მასთან აიგივებდა,
ყველა მისი სახელით მოიხსენებდა
და ისიც გულწრფელად
და გულუბრყვილოდ ამაყობდა ამით.

მე (ანუ მან),
ჩემი წილი ბავშვიც ვაცდუნე
და მერე ჩემი წილი აბანოც მახეხინეს.
ბოლოს კი,
როგორც მეკუთვნოდა,
ალუმინის ნაგვის ყუთში გადამაგდეს
და ახლა,
ნაგავში მყოფი მხურვალედ ვლოცულობ,
რომ ერთ დღეს, ჩემს ურნასაც
მოადგეს ვინმე გაჭირვებული,
რადგან მხოლოდ გაჭირვებული არ ითაკილებს
ნაგვიდან ამოიღოს ნახმარი ბოთლი,
გარეცხოს, გაასუფთავოს
და კვლავ დასალევად გამოიყენოს იგი,
რადგან მხოლოდ გაჭირვებულს შეუძლია
ნაგავში დაუწყოს ძებნა სარგებელს
და მხოლოდ გაჭირვებულივე ფლობს
ექსკლუზიურ შესაძლებლობას
იპოვნოს კიდეც ის, იქ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები