ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 ნოემბერი, 2017


ლიფტის ანგელოზი

ერთი ნათურით განათებული მოძრავი ოთახი, თოკზე დაკიდული პანდორას ყუთი და ზოგჯერ სიყვარულის მქმნელი და ზოგჯერ მკვლელი, მრავალი სახის შემნახველი საკანი, დღეს ყველა ადამიანს ისე სჭირდება როგორც არასდროს. ავად არის ერი  იქ სადაც მიკრობია ბევრი.
ვის არ შეხვდებით ამ ყუთში:
მოთამაშეს,
უძლუს,
სნეულს,
ამაყს,
ამპარტავანს,
აფერისტს,
ავანტიურისტს,
ტურისტს,
ალხანას თუ ჩალხანას,
კეთილშობისლს, დედითშობილს,
ხვთისმოსავს თუ უარმყოფელს.
ქართველს, სომეხს, ქურთს, ამერიკელს თუ რუსს.
ლამაზს თუ მახინჯს.
ქურდს თუ არიფს.
„ენჯეოშნიკს“ თუ „ჩინოვნიკს“.
თავისუფალს თუ მონას.
ერთია - ოვალზე ვერტიკალში ვმოძრაობთ!
ვიდრე ლიფტამდე მივიდოდა, ტროტუარზე ხეებს შორის უნდა ჩაევლო და ის გზა უნდა გაეარა სადაც კენჭების ნაცვლად კანონები ეყარა... გზა რომელიც ყველა სახელმწიფოშია რათა ლიფტამდე მიხვიდე, შემდეგ ახვიდე ან დაეშვა. თუ სურვილია მიზეთა გარეშეც.
გრძელი გზა ზოგჯერ მოკლეა თუ მას ფიქრში გალევ. ფიქრობდა - კანონები როგორ გავლენას ახდენენ ადამიანთა ცხოვრებაზე და უმეტეს წილად მათი დაცვის ნაცვლად, როგორ მოქმედებენ მათ ფსიქიკაზე და რატომ კომპლექსდებიან ისინი ან უკვე კომპლექსიანები რატომ ზეიმობენ როცა კანონის „უზენაესობა“ დგება და ზეაღმატებული სახით როგორ ჰყვებიან მეზობლებთან თუ ნათესავებთან მორიგი მოგებული პროცესის შესახებ.
კიდევ ფიქრობდა - რამდენი უსარგებლო კანონი მოქმედებს ოცდამეერთე საუკუნეშუი, რომელიც ძირითადად პროგრესს ბრალდება და მათი მიზანშეწონილობა მორალის კვალდაკვალ უარყოფილია.
გაახსენდა ქსენოფონტეს თხზულება „ანაბასისი“. რომელი ქართველი ტომის შვილი ვარ? კითხვა საკუთარ თავს დაუსვა და უმალ ის პერიოდი არჩია ცხოვრებისთვის როცა ბერძნები სხვებს უწერდნენ კანონებს ბრმად. „ან იქნებ რომაელი ვყოფილიყავი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემთის უფალს აეხილა თვალი და დამენახა ის რასაც სხვები მხოლოდ ისმენენ.  მონად ყოფნას არასოდეს ვისურვებდი, განსაკუთრებით ის ვისაც ყიდდნენ. არადა ყველა მონა იყიდება! დღესაც ასეა. უმალ თავს მოვიკლავდი ვიდრე მონა ვიქნებოდი. საინტერესოა ქსენოფონტე კანონმორჩილი იყო თუ ანარქისტი? ეს უკანასკნელი ნაკლებ დამაჯერებელია. რათქმაუნდა კანონმორჩილი. უბრალოდ მაშინ არ არსებობდა უსარგებლო, ყოვლად მახინიჯი საზოგადოება, ჭარბად. ან იქნებ იყვნენ, მაგრამ არავის მოსვლია აზრად ეწერათ კანონები რომლებიც მხოლოდ ქაღალდს შეავსებდა, დევიზით: არცერთი ცარიელი ფურცელი!“
მოკლედ ფიქრობდა, ფიქრობდა, ფიქრობდა ვიდრე ლიფტის კარი არ გაიღო.

***

- ერთი წუთით!... - სასიამოვნო ხმის მქონე გოგონამ მიმართა თხოვნით, მას. ლიფტიც დროებით შეყოვნდა. ლიფტში უკვე ორნი არიან.
ის და ის...
კლინიკის ლიფტი - მეტი სივრცე საზოგადოებრივ ლიფტს,, სატვირთოს კიდევ უფრო მეტი!
საკაცეები დერეფნებში, ყველა სართულზე.
- მზის სუნს ვგრძნობ. - თქვა ვაჟმა.
- იწვით? - ღიმილსა, გულსა და სიტყვაში სიამაყე იგრძნობოდა. გოგონამ თავი სარკისკენ შეატრიალა და შუბლზე დაყრილი სხივები ყურებს მიღმა დააბინავა.
- ვიწვი, მძაფრია ჩემი ყნოსვა და ერთადერთი სუნამოა, რომელსაც ადამიანის ხელი არ ქმნის და ის ბუნებაში ციდან იფრქვევა!~
- ჩემ მოხიბვლას ცდილობთ?
- მცდელობას ვერ დავარქმევდი. ვთქვი ის რაც საოცრად მაახლოვებს ქალთან - მზე! მზე მაახლოვებს მას! ის ერთადერთია ვინც და არა რაც წრეზე მატარებს და ვხვდები, რომ დედამიწა მე ვარ!
- ბატონო?!... - ცხვირ-ნიკაპი ამრიზა. წარბები აბრიცა და მისი სათვალიდან გამონაჟონ მზერისთვის თვალის გასწორება სცადა. ვაჟი გაუნძრევლად იდგა. პერიოდულად თითებს ათამაშებდა და ფეხის ტერფებს მონაცვლეობით აბაკუნებდა.
- მესმის თქვენი! თქვენი სილამაზე ამ პატარა ოთახში...
- ლიფტი გაჩერდა... ვაი მეეე... გესმით, ლიფტი გაჩერდაა. იმოქმედეთ, გთხოოვ! მიშველეთ!...
- დამშვიდდით, ჩვენ კლინიკაში ვართ!...
- სამკურნალო თქვენ ხართ და არა მე! ისე მაშტერდებით თითქოს თქვენი...
- ისე თითქოს ცა იყოთ! - თქვა ვაჟმა.
- კარგით რააა... რა დროს შებმაა. იქნებ კარზე დააბრახუნოთ და შველა ითხოვოთ.
- მალე მოვლენ, იქამდე ვიდრე მზე ჩავა და მთვარე შეცვლის ჰაერში სურნელს.
- უკვე მთვარეც გავხდი?
- არა. თქვენ მზე ხართ და მალე ჩახვალთ ჩემთვის, რადაგ აქ კლინიკაა. რადგან ლიფტს დიდი ხნით არ შეაყოვნებენ და რადგან მალე გახვალთ. მხოლოდ ეს ვიგულისხმე როდესაცკლინიკა ვახსენე.
- ღილაკს დააჭირეთ გთხოვთ. აი, იმ ღილაკს ტელეფონის ყურმილი, რომ ახატია. დააჭირეთ! თქვენ რა არ გესმით? ღმერთო ეს რა დღე გათენდა? სამსახურიც ეგეთი უნდა რაა... მერამდენედ უნდა შეაკეთო ეს ლიფტი?!
- თურმე აქ მუშაობთ...
- მოკეტეთ რაა... თქვენ ხო, საერთოდ, „საჩუქარი“ ხართ ჩემთვის... თითქოს მზეს შემადარეთ, არადა არც ერთხელ ჩემთვის არ შემოგიხედავთ...
- მხოლოდ სურნელი მცემს.
- რა, პირიქით სულ მიცქერდით და მარცხენა ხელით მართვის პულტს იყავით მიყრდნობილი. ახლაღა მივხვდი... თქვენ განზრახ გააჩერეთ ლიფტი. განზრახ!... ახლავე გააღეთ ლიფტის კარი! თუმცა არა. უკვე ხომ გამოვიძახეთ ლიფტის მექანიკოსი. მე მათ ანგელოზებს ვეძახი.
- არ ვიცოდი. ლიფტის ანგელოზი... არადა ამ ლიფტში, სწორედ ახლა, ერთი ანგელოზია, რომელიც ცოტა ცხარობს და მესმის მისი, სავსებით.
- ღმერთო მოკეტეეე... შეშლილი ხარ?
- არა!
- გიჟი?
- არა!
- მსუნაგი?
- არა, არა და არა!,,, - უღიმის სასიამოვნოდ.
- გიჩივლებთ! აუცილებლად გიჩივლებთ! თქვენ მე მავიწროვებთ...
- ჰო, მაგრამ ჩვენ ხომ ლიფტში ვართ?! დახურულ სივრცეში მუდამ სივიწროვის განცდა აქვს ადამიანს. და ვინ როგორ ეგუება მას ეს სხვაა... მაგალითად, თქვენ...
- შეგიძლიათ ანგელოზის მოსვლამდე კრინტი არ დაძრათ და ადგილიდან არ გაინძრეთ?
- შემიძლია. აქამდეც უძრავად ვდგავარ. თქვენი ხელჩანთის ხმა არ უხდება სივიწროვეს, არც თქვენს, შიშისგან ღელვად თმას, რომელსაც დარწმუნებული ვარ, გარეთ, სივრცეში, ნიავის ქვეშ გაწოლილს, მეტად მინორული მჟღეი ხმა ექნებოდა.
- სუ... ჩეუმად... ანგელოზის ფეხის ხმა ისმის.
- თუ ფრთების?!
- რაც არის იმის... - ღრენით ახედა ჩამუხლულმა გოგომ, რომელიც ლიფტის იატაკიდან, ხელჩანთიდან ამოვარდნილ პომადას იღებდა. - არა, აუცილებლად გიჩივლებთ!
ანგელოზმა კარი გააღო.
გოგონა უკან მოუხედავად, შურდულიდან ნატყორცნი კენჭივით გავარდა „ჯოჯოხეთიდან“ და „სამოთხის“ ღია კარებში უმალ გაუჩინარდა.
- კარგად არის ბატონო?
- კი, კარგად არის. ცოტა უცნაური ვინმე იყო. ჩივილით მემუქრებოდა. განსხვავებული სუნი ასდის. ახალი უნდა იყოს.
- კი, ახალია. გუშინწინ დაიწყო ჩვენ კლინიკაში მუშაობა. სხვათაშორის პროფესორია. ახალგაზრდა პროფესორი.
- და აგრესიული.
- დაგეხმაროთ?
- არა, ჩემით. მადლობა, არ არის საჭირო!
- მაშინ მიგაცილებთ.
- არა, ანგელოზო! ასე გიწოდებთ ახალგაზრდა პროფესორი. - ბიჭმა შეიმშვენა და რაც მისი ანგელოზობა ანგელოზისგან, მისთვის თვალი არ მოუცილებია...
- შეხვედრამდე!
- შეხვედრამდე მხსნელო!

***

სასამართლო დარბაზი.
დახურული კარბეი. კარებს მიღმა სამართალი სამართლდება!
ჩაქუჩის ხმა.
ბრალდებული, ხელჯოხით, ფეხზე დგას. შავი სათვალე ეკეთა - რაც ლიფტში.
მოსარჩელე პროფესორი მის წინ თადარილი ზის. პროფესორი რომელიც პროცესებს მიღმა დარჩა. მას აღარ ეკითხებიან. ის უკვე იძულებულია მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. ქვეყნისთვის „პრესტიჟის“ სასამართლო იმართება. ობსერვატორიის ტელესკოპიც სამართლის ოვალური დარბაზისკენ შემოატრიალეს. ევროპა ფეხზეა დასავლეთთან ერთად და მქუხარე ტაშის შემოკვრის მოლოდინშია!
- თქვენ ბრმა ხართ?
- დიახ!
- ამ გარემოებას სასამართლო გაითვალისწინებს.
- დიდად დამავალებთ!
- იყავით კორექტული!
- ვიყავი. შემარჩინეს?
- სიტყვის თქმის უფლება მოგეცემათ. ახლა მხოლოდ კითხვებს უპასუხებთ.
- გასაგებია ბატონო მოსამართლე!
- ..... .... და ა.შ...
- გთხოვთ წამოდგეთ. სასამართლო მიდის განაჩენის გამოსატანად!
დარბაზში ერთსულ და ერთხორც წამოიშალნენ. რა საოცარია მორჩილი საზოგადოება, რომელიც სხვისი კარნახის კვალდაკვლა საკუთარ მყოფადობას ჰკარგავს.
როგორ ჰგავს ის ოჯახს სადაც, მეზობელმა მეზობელს და მან მის მეზობელს უკარნახა თუ რა უნდა ეთქვა მეზობელთან, რომ ამ უკანასკნელს (სხვა არაფერი რჩება და გამოსავალს მხოლოდ მორჩილებაში ხედავს), იმ მეზობელთან შუღლი ჩაეგდო. ასეთი ოჯახი კი მალე ნგრევის და ხევის პირთან აღმოჩნდება-ხოლმე.
- გთხოვთ ადგეთ! სასამართლო მობრძანდება!
ზანტად წამოსწიეს ადამიანებმა სხეულები. შეწყვიტეს ერთმანეთში ჩურჩული და გაისუსნენ. შესვენებაზე დანაყრებული მწვანე ბუზიც კი ჩამოჯდა ფანჯრის კუთხეში, რომელიც მოსამართლესთან ახლოს იყო.
- გაითვალისწინა რა სასამართლომ თქვენი ფიზიკური მდგომარეობა, სასამართლომ გცნოთ დამნაშავედ და გაჯარიმებთ ფულადი სახით.
შემოჰკრეს ტაში, ქუხდა ევროპის ყველა დარბაზი და იცინოდა დასავლეთი!
ჩაქუჩის ხმა...
- ბატონო მოსამართლე, ჩემი კლიენტისთვის სიტყვის წარმოთქმის უფლებით სარგებლობა სურს რითაც განაჩენის გამოტანამდე უნდა ესარგებლა.
- გისმენთ! გთხოვთ დარბაზში სიჩუმეს! - ბრძანა მოსამართლემ. დადუმდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი სასამართლო დარბაზში ყოფნა სამეთვალყურეო მიზნით შეფასდა. სმენად იქცნენ ნათესავები. დანარჩენი, გარედან მაყურებელნი, მჯიღს ცემდნენ და ხალისობდნენ ცისფერეკრანებთან.
- ბატონო მოსამართლე, უარს ვამბობ სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომელიც ჩემი ოპერაციისთვის უნდა გაიღოს. არც ჯარიმის თანხა გამაჩნია. უარს ვამბობ რადგან, მოსარჩელე ახალგაზრდა პროფესორი კვლავ ლიფტის ანგელოზად დარჩეს და მზის სურნელი არ დამავიწყოს თვალხილულს. ღმერთია მოწყალე და მეთვალყურე ჩემი! სანახაობა რომელიც მხოლოდ საჩვენებელი იყო მე მოვისმინე... გულით შესაძლოა მსურდეს თქვენი დანახვა, მაგრამ რა რიგად ბედნიერი ვარ, რომ ვერ გხედავთ!.. მე იძულებული ვარ ლიფტით ვისარგებლო და არაერთ ანგელოზს შევხვდები ვიდრე თვალს ამიხელენ ახალგაზრდა პროფესორები. სულ ეს იყო!
კარს მიღმა სამართალი გასამართლდა!
ღია კარები...
კარებში ლიფტის ანგელოზი დგას და მორიგ მსხვერპლს იხსნის ფობიისგან, რომელსაც შევიწროვება იწვევს...
ვიწრო სივრცე და უჰაერობა...
***

- მაპატიეთ თუ შეძლებთ! - მორცხვად მიმართა ბრმას, რომელიც ლიფტში სულ არ იყო ბრმა...
- რას იტყვით ფინჯან ყავაზე და ფერად კოქტეილზე?
- თანახმა ვარ!
- ლიფტის ანგელოზო, მზე ცხელია, არა?
- იწვი? - გაუღიმა მორცხვად პროფესორმა და ხელკავით მიეშველა ახალგაზრდა მამაკაცს გადაადგილებაში.
ჩაქუჩის ხმა.





გიგო რიონელი
21.11.2017 წელი
(თბილისი)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს