ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფუნა
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2017


ვაკის პარკში

შემოდგომა მთავრდება. გაშიშვლებული ხეები საცოდავად გამოიყურება. ბინდდება. მოხუცი კაცი, მოხუც ძაღლთან ერთად ნელა მიაბიჯებს. გოგო და ბიჭი სკამზე სხედან.
_ ხომ არ გგონია, რომ დამავიწყდი? _ ეკითხება ბიჭი გოგოს. _ მაპატიე, ბევრი საქმე მქონდა და ვეღარ შეგეხმიანე. რაღაც მოწყენილი ჩანხარ. როგორ ხარ? ხდება რამე?
_ არა მიშავს, შეძლებისდაგვარად ვარ. _ გოგო თავს ხრის და მიწას მისჩერებია. _ მიყვარს, მიჭირს, მინდა გავბრაზდე და ვერ ვბრაზდები.
_ ძალიან კარგად მესმის შენი. მართლა ძალიან ძნელია. ეცადე სხვა რამეზე იფიქრო. შენ ხომ დიდი გოგო ხარ? შენ უკეთესს იმსახურებ, დამიჯერე! ყველაფერ ცუდში არის რაღაც კარგი. _ ბიჭი წამით ყოვნდება და თითქოს ლაპარაკს ძლივს აგრძელებს. _ სულ ცოტა... ჩემი სახით ხომ კარგი მეგობარი შეიძინე?
გადის რამდენიმე წამი.
_ ძალიან კაი ადამიანი ხარ. _ გოგოს მზერა მიწიდან ბიჭზე გადააქვს. _ რა კარგი იყო არა მაშინ? გახსოვს შენ რომ გვითხარი? თქვენ თუ ერთად არ იქნებით, დაგხოცავთო?! მაგარი დღე იყო. ისე, თუ იცი, ბედნიერები არიან?
_ აბა რა გითხრა? _ ბიჭი ჩუმდება. _ ისე, მართალი გითხრა არც ვიცი.
_ ამ დღეებში ჩემთან ამოდით ბიჭები. _ გოგოს ირონიულად ეღიმება. _ მინდა მათი ერთად ყოფნა ავღნიშნო.
_ კაი რა? ნუ ლაპარაკობ ეგრე?! გული მტკივა; დამიჯერე! ცხოვრებაში უარესებიც ხდება.
_ ძალიან მინდა დაგიჯერო, მაგრამ ძნელია. ალბათ ასე იყო საჭირო. ე.ი. დავივიწყო?
_ შეეცადე! _ ბიჭს ძალიან დაღონებული სახე აქვს.
_ კაი, ვეცდები.
გოგოს ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
2006
თბილისი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები