ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პროზა
12 დეკემბერი, 2017


საზოგადოების რენდგენი ლუიზა ბებო... 2050 წელი

საზოგადოების რენტგენი

  2050 წელს, თქვენ წარმოიდგინეთ და კიდევ არსებობს ,,საზოგადოების რენდგენის" ისნსტიტუტის გადმონაშთები..ამას წინათ, ამ საზოგადოების ერთ ერთი დამფუძნებლის,კომუნისტური პარტიის საპატიო წევრის,და გაზეთ კომუნისტის პირველ გვერძე ორჯერ დაბეჯდილი ქალბატონის,ლუიზა ბაბოს, ავტობიოგრაფია ჩამივარდა ხელში..ის იქ გძნებით აღწერს რენდგენის პროფესირობამდე გავლილ რთულ გზას... ამან ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა.. ერთი სიტყვით ქალბატონმა ლუიზამ დამიჭირა და დამარენდგენა.ის ბიოგრაფიას კი არ წერს არამედ გიყვება.გიყვება გძნებით.....
  ლუიზა ბაბო 1965 წლის 12 აპრილსა და 26 სექტებერს დაიბადა... თურმე სიცოცხლის ბოლომდე ვერ გააკვია რომელი იყო დაბადების და რომელი ბაზაში გატარების თარიღი თარიღი.. ასე რომ ორი დაბადებისდღე ჰქონდა.. მისი ისტორია ძალიან გამორჩეულია სხვა იმდროინდელი ბავშვების ისტორიებისგან.. რადგან მისი ისტორია დაიწერა სხვების კი არა... სამწუხაროდ მე ამ ბიოგრაფიის მხოლოდ ფრაგმენტიღა დამრჩა მეხსიერების ბარათში.. მის მერე კიდევ ბევრი ვნახე და გადაფარა...ამიტომ დარჩენილის ,,კოფი ფეისთს" გიტოვებთ და გისურვებთ თქვენც ჩემსავით დაგარენდგენოთ ლუიზა ბაბომ..:
"  -1970იანი წლებია შვილო...ათ წელზე ცოტა მეტის ვიქნებოდი მეტროთი ხშირად ვმგზავრობდი თუმცა ეს დღე განსაკუთრებული იყო... ვაგონში  სიარულისგან ფეხებ დაღლილი შევედი...(სკოლა შორს მქონდა ის დასაწვავი) სამწუხაროთ ადგილი არ იყო ამიტომ დგომა მომიწია... ასე გულმოსულმა შევხედე უზრდელ კაცს რომელიც ჩემს ადგილზე იჯდა... გამებრაზა და ავიმრიზე.უნამუსოზე. ამიტომ ვამცირებდი.." : ნეტა ეხლა რაზე უნდა ფიქრობდეს ეს ლოქო...? მგონი არაფერზე მაგ ტვინში ხო აზრი არ გაუჩნდება... " ვარ შვილო ასეთ გაშმაგებულ მიწასთან გასწორებაში და უეცრად მივხვდი რომ მეც არაფერზე ვფიქრობდი... არაფერზე...სრულიად არაფერზე.. რა მექნა დავიწყე ფიქრი.. ფიქრი დავიწყე და მივხვდი რომ სწორედ იმიტომ ვფიქრობდი რომ საკუთარი თავი,ჩემივე აზრით მასზე მაღლა დამეყენებინა... ვფიქრობდი რადგან მინდოდა რომ გამარჯვებული ვყოფილიყავი.. უფრო სწორად მინდოდა რომ ის დამემარცხებინა.. ვფიქრობდი იმიტომ რომ მრცხვენოდა... თუმცა მთავარია რომ ვფიქრობდი..კიდევ უფრო სწორად,მთავრია რომ მასზე მეტს ვფიქრობდი....ასე დავიწყე პირველად ფიქრი.. წამში ,ჩემდა გასაოცრადაც, გავიზრე რომ მატარებელში ყველაზე მეტს ვფიქროდი..ისინი კი იჯდნენ და ვერც მამჩნევდნენ.. ამასობაში მივხვდი რომ ჩემ წინ მდგომ ბიჭს სათვალე საბლატაოთ ეკეთა.. იმ დებილი კაცის გვერძე მჯდომი ქალი კი ისეთი ჩაცმული იყო ალბათ იმნაირი იქნებოდა... ის გოგო... ის გოგო მარჯვნივ რომ მედგა შვილო ლამაზი იყო ძალიან მარა თავში ქონდა ავრდნილი..".რა უბედურობაა -ვფიქრობდი- ყველა იმაზე გადართული რა ჩაიცვას და დაიხუროს რო სხვას მოაწონოს თავი.. მონები.. ისე ნეტა ხო ჭკვიანის სახე მაქვს.. მგონი ის ლოქო კაცი მიხვდა რომ მაგაზე მეტს ვფიქრობ...ის ბიჭი ალბათ სათვალეებიდან ჩუმად მიყურებს.. მგონი როგორი ბრძნული მზერა მაქვს... მივაშტერდე რამეს? თუ არა?.".ამასობაში ჩემი გაჩერებაც მოახლოვდა და გავცილდი მათ... ესე გადავდგი ჩემი პირველი ნაბიჭი ამ სფეროში... და მივხვდი რომ ამისთვის დავიბადე....მაგრამ იყო სირთულეებიც.. ჩემს ნიჭს ხალხი ვერ ამჩნევდა "
  სამწუხაროდ მეტი ვეღარ შემრჩა დისკზე.. სხვა უხერხული მოგონებები გადაეწერა.. ამიტომ დღეს ამით მოვრჩები.. იმედია ცოტამ რომ გამოვიძინებ და "დავრესტარტდები" კიდევ აღვიდგენ დიდი ლუიზას გასაოცარ ბიოგრაფიას.. გმადლობთ ყურადღებისთვის..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები