პეტრემ, პავლემ და ივანემ გადაწყვიტეს ჰქონოდათ საერთო ხე. იყიდეს ნერგი, დარგეს, უვლიდნენ და გაახარეს. გაიზარდა ხე დიდი, გაძლიერდა, ახარებდა სამივეს, ჩრდილიც კარგი ჰქონდა და ნაყოფიც, რომელიც სამივეს ყოფნიდა და რაც მთავარია სამივენი ბედნიერნი იყვნენ იმით, რომ ჩაფიქრებული საერთო ხე ჰქონდათ. ამ ხეზე ერთმა ულამაზესმა, ექვსფრთიანმა ფრინველმა დაიდო ბუდე, რომელიც თავისი გასაოცარი ჰანგებით ირგვლივ ყველას და ყველაფერს ატკბობდა და რაც მთავარია, ამ ხის ჭიებსა და სხვა პარაზიტ მწერებს სპობდა.
გავიდა ხანი და პეტრემ, პავლეს და ივანეს უთხრა: ძმებო, მაგრად მიყვარხართ და პატივსაც გცემთ, მაგრამ აღარ მინდა საერთო ხე, მე მარტო ჩემი მირჩევნია მქონდესო, მოატეხა საერთო ხეს ერთი ტოტი, წავიდა და გადარგო თავისი ტოტი სხვა ნიადაგში. შეწუხდნენ პავლე და ივანე, მაგრამ პეტრეს გადაწყვეტილება მყარი იყო. გაიზარდა პეტრეს ტოტი და იმაზე ბევრად ლამაზი ხე შეიქნა ტანად და ფოთლად, ვიდრე საერთო იყო.
ამის შემხედვარემ, ცოტა ხნის მერე, ახლა პავლემ უთხრა ივანეს: ივანე, აღარც მე მინდა საზიარო ხის ქონა და მოდი, მეც მოვატეხავ ერთ ტოტს და გადავრგავ სადმე ჩემთვისო. შეწუხდა ივანე, მაგრამ აბა რას იზამდა, პავლეს ისე ერჩივნა. პავლეს ხემაც საოცარი გარეგნული სილამაზე შეიმოსა და სიმაღლეში პეტრეს ხესაც კი გაასწრო.
გავიდა ცოტა ხანი და პეტრეს და პავლეს ხეებმა, მსხმოიარობის ჟამს ჯერ ნაყოფი ვერ გამოიღეს, ხოლო შემდეგ პარაზიტებიც გაუჩნდათ. ფოთლები სულ გაუხმა და დასცვივდა მათ ხეებს ისე, რომ საჩრდილობლადაც კი ვეღარ იყენებდნენ.
შეწუხდნენ პეტრე და პავლე, რა არ სცადეს, რა ხერხს არ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. იღუპებოდა მათი გასაოცარი სილამაზის ხეები და ისინი ვერაფერს შველიდნენ.
საგონებელში ჩავარდნილებმა, ივანეს ხის ფრინველს მიმართეს თოხვნით: დაგვეხმარე, მოარჩინე ჩვენი ხეები, განკურნე პარაზიტებისგანო, რაზეც ექვსფრთიანმა ფრინველმა მოკლედ უპასუხა: მაპატიეთ, მე, მხოლოდ ამ ხის ჩიტი ვარ, ოღონდ ზოგადად ამ ჯიშის ხეების კი არა, კონკრეტულად ამ ხისო და თვალებზე ფრთები აიფარა.
პ.ს. ვისაც ყურნი აქვს სასმენად, ისმინოს ;)
პ.პ.ს. ამ შემთხვევაში სასვენი ნიშნების დასმის სისწორე არაა მთავარი :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თქვენც მრავალს დაესწარით :) თქვენც მრავალს დაესწარით :)
1. უზარმაციათ პეტრე და პავლეს მოვლა დაუკილათ ხეებისთვის
ჩიტიც რა უარზე დამდგარა, ხათრით მაინც ექნა კეთილი საქმე :)
ახალ წელს გილოცავთ მრავალს დაესწარით
უზარმაციათ პეტრე და პავლეს მოვლა დაუკილათ ხეებისთვის
ჩიტიც რა უარზე დამდგარა, ხათრით მაინც ექნა კეთილი საქმე :)
ახალ წელს გილოცავთ მრავალს დაესწარით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|