იმდენი მაქვს სათქმელი, რომ არ ვიცი საიდან, ვფიქრობ თხრობა დავიწყო, თუ გავჩუმდე ბოლომდე. თავის ხსოვნის კიარა, დაბადების წამიდან გეფიცებით მომბეზრდა, რომ ჩემს თავთან ვბრძოლობდე.
და ამ წლების მანძილზე მთვარე იყო მეგზური, ათას ფიქრის მორევში გადაჭრილი გონების. დღემდე გულს მიღადრავს და კვლავ ბრძანებლობს მეფურად, სევდა ღიმილს არ მაცლის და დღითი დღეც ვშორდები.
ზეცას მზემდე უღრუბლოს, დედას უფლის ხელებით, გზებიც არსად არ მოჩანს, თითქოს სადღაც დამალეს. ირგვლივ მხოლოდ ცრემლია გაშიშვლებულ ხეების, იქნებ დროა ჩავბარდე მიწის გულქვა სამარეს?..
ბედს თამაშში ავყევი, კამათელიც ვაგორე, სულში გადმომაფურთხა მე უგრძნობი ვეგონე. დროა დავესაძირკვლო უთვისტომო მთა-გორებს, ანდაც ერთხელ შორს გავყვე მატარებლის ვაგონებს.
თორემ მომკლავს ცხოვრების ეს უცვლელი რუტინა, რომ უჩემოდ დავყავარ უთავბოლო ნაბიჯებს. მაწანწალა ძაღლივით მოვარდა და დამკბინა, რწმენა გამომაცალა ურწმუნოება მაგიჟებს.
დღეს არც ტაძრის გზაზე ვარ... და არც საღმრთო წესები ვიცი, რომ უფალოვით უანგაროდ მიყვარდეს, ანდაც მათზე დავწერო უფლის დანაწესები სიყვარულით, სიწმინდით... მისი ლოცვა მფარავდეს.
დე, რაღა ვთქვა მითხარი? საკუთარ თავს დავეძებ... თუ ვიპოვე ხომ კარგი თუ არა და ჯანდაბას, ოღონდ ცრემლი შეგაშრეს მაგ სევდიან თვალებზე, ოღონდ შენთვის გაიხსნას გაზაფხულის დარაბა.
ალბათ ერთხელ შენს შვილსაც ღმერთი თვითონ მონახავს, ალბათ ერთხელ დადგება სიყვარულის შაბათი, მერე გულის კანკალით, ანდაც სულის კარნახით ბედისწერას, ცრემლებით ვეტყვი: ესეც შამათი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|