ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2009


***

მზისნაპერწკალა მძივები,
კაბის ფერები, ხალასი,
მზერაში მადლი ხატების
და გულის ათინათები,
სიცილში სხივი ალმასის,
საყურე_დაი ნამისა,
ყვავილზე მოცინარასი.
სანთელი ცისა,ერთისა,
სევდაში სითბო დედისა
და სიტკბო იავნანასი,
მოყვასის დღესასწაული
და მტრისთვის კოშკი "არასი".

ბაღიდან ბაღში გადასულ
სიმღერასავით ლამაზი.

***
მზე_ღმერთის მესაიდუმლე,
მთა_მზისა,ყანა_მთისაო,
ცამ,ვარო სიყვარულისა
და სიყვარული ცისაობს.
მწვანე ბილიკი ცოცხლისა,
თეთრი ბილიკი_მკვდრისაო,
მარადიული ძუძუმტე
დღე_ღამის,ღამე_დღისაო,
ერთ ხატში გამოცხადება
სიცოცხლე-სიკვდილისაო,
ჩვენ_ნათება და წყალობა,
ელვარება და მკრთალობა
იმათი სანთლებისაო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს