 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 თებერვალი, 2018 |
ნუთუ ხეებს არა სცივათ კან ქვეშ, როცა თოვლი ეფინება მასზე? რა მკაფიო სითეთრეა მზის ქვეშ ზამთარია წამოვუდგეთ ფეხზე!
ნუთუ ხეებს ჩაუცვიათ სვიტრი და ბაფთებად აკინძულა გუნდა, სიცივისგან ატუზულა კართან, სტირის - ეს ხურჯინი ჩამომხსნაო უნდა!
რა გზა ედგა მეპატრონეს, ბებერ მუხას? მამობრივი მზურნველობა მან იტვირთა, ობლის... გადასძახა მის ძმას: უსაქმურად ნუ ხარ მივეშველოთ უნდა, ვერა ხედავ ცრემლი სდისო ხოხბის!
ჭრილობები შეუხვიეს წიწვით მოყინული ფესვებიდან მოთქრიალებს თიხა, დასერილი ჰქონდა ტანი ხიჭვით... მამამისის ნაცვლად: მადლობაო - გვითხრა!
ის ხურჯინი? ის ხურჯინი, ჭრილობებით იყო სავსე რაც დაგროვდა ქართან ომის ხარჯზე!
გიგო რიონელი 19 იანვარი 2018 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|