ემილი დიკინსონი - ალბათ შიმშილით მოკლავდა კოღოს (612)
ალბათ შიმშილით მოკლავდა კოღოს ჩემებრ კრძალული ცხოვრება, სადა და მაინც ცოცხალ ბავშვს, თუმც უღონოს, ავად თუ კარგად, გამაჩნდა მადა,
მბოჭავდა, როგორც მტაცებლის თათი და თავი გეხსნა მასთან ჩაკონილს, უდრიდა წურბლის განდევნას ხათრით - სიტყვით მონუსხვას მძვინვარ დრაკონის.
თუმც განსხვავებით კოღოსგან ფრენის მე არ მქონია პრივილეგია, რათა მეშოვა ჩემით საზრდელი - მწერიც კი ჩემზე რა ძლიერია!
და არც უნარი მქონდა მისებრი - მინაზე თავი რომ მიმეხალა, ჩემს პატარა არსს მიხლილ-მისრესილს, აღარ დაეწყო სიცოცხლე ახლად! 28 იანვარი, 2018 წ.
Emily Dickinson - It would have starved a Gnat (612 )
It would have starved a Gnat – To live so small as I – And yet I was a living Child – With Food's necessity
Upon me – like a Claw – I could no more remove Than I could coax a Leech away – Or make a Dragon – move –
Not like the Gnat – had I – The privilege to fly And seek a Dinner for myself – How mightier He – than I –
Nor like Himself – the Art Upon the Window Pane To gad my little Being out – And not begin – again –
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შრომა მიყვარს,
910-ზე მეტი თარგმანი მაქვს უკვე
:) შრომა მიყვარს,
910-ზე მეტი თარგმანი მაქვს უკვე
:)
1. გიშრომია... გიშრომია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|